რა არის კონსოლი და რაში გამოიყენება ის?
June 08, 2021კონსოლი არის დისპლეისა და მონიტორის გადამყვანი მოწყობილობა, როგორიცაა მაუსისა და კლავიატურის კომბინაცია. იგი დაკავშირებულია კომპიუტერთან, სერვერთან ან ცენტრალურ ქსელთან და გამოიყენება ქსელის ან/და კომპიუტერის სტატუსის შესანარჩუნებლად ან მონიტორინგისთვის.
იმის მიუხედავად, რომ ნებისმიერი კომპიუტერი, რომელსაც გააჩნია მონიტორი და კლავიატურა, შეიძლება ჩაითვალოს კონსოლად, დამკვიდრებული ტერმინი ყველაზე ხშირად გამოიყენება იმ სისტემასთან მიმართებაში, რომელიც ერთი არ რამდენიმე სერვერის კონტროლისთვის გამოიყენება.
თანამედროვე კონსოლებს გააჩნია მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისი, რომელიც გამოიყენება ადგილობრივი ქსელის გასაკონტროლებლად, დისტანციურ სისტემებზე წვდომის უზრუნველსაყოფად. გრაფიკული ინტერფეისებისთვის ამ კონსოლებში, როგორც წესი, ნავიგაციისთვის გამოყენებულია მაუსი.
მიმოვიხილოთ, ვიდეო თამაშების კონსოლი.
ელექტრონულ ან კომპიუტერულ მოწყობილობას, რომელიც გადმოსცემს ვიდეო სიგნალს ან ვიზუალურ გამოსახულებას სათამაშო კონტროლერის მეშვეობით, ვიდეო თამაშების კონსოლი ეწოდება და მათი კონტროლი მათივე მწარმოებლების მიერ ხდება. კონკრეტული კონსოლისთვის შექმნილი თამაში, არ არის ურთიერთ შემცვლელი სხვა კონსოლებისთვის, თუმცა, სავსებით შესაძლებელია და პროგრამული უზრუნველყოფის გამომცემლებს შეუძლიათ, განავითარონ თამაშები სხვა მრავალი პლატფორმისთვის.
ვიდეო კონსოლი პერსონალური კომპიუტერის მსგავსად ფუნქციონირებს და მის მსგავსად, მოიცავს ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა ცეტრალური დამუშავების განყოფილება (central processing unit - CPU), გრაფიკული დამუშავების განყოფილება (graphics processing unit - GPU) და შემთხვევითი წვდომის მეხსიერება (random access memory - RAM).
ვიდეო თამაშების კონსოლი შეიძლება იყოს 2 სახის : სახლის ან პორტატული.
სახლის კონსოლი განთავსებულია სახლში მუდმივ ადგილას და დაფიქსირებულია მოწყობილობასთან, როგორიცაა ტელევიზორი. მისი გაკონტროლება ხდება ცალკული თამაშის კონტროლერის საშუალებით.
პოპულარული სახლის კონსოლებია Wii, Xbox One და PlayStation 4.
პორტატული კონსოლი გულისხმობს საკუთარი ჩვენების ერთეულსა და მოწყობილობაში თამაშის კონტროლერის ფუნქციას. მისი გამოყენება ყველგანაა შესაძლებელი, ვინაიდან აქვს როგორც დატენვის ფუნქცია, ასევე, აღჭურვილია ალტერნატიული კვების ბლოკით.
პოპულარულ პორტატულ კონსოლებში შედის Game Boy, PlayStation Portable და Nintendo 3DS.
რეიტინგის ლიდერი სათამაშო კონსოლების მიმოხილვის სანახავად ეწვიეთ ბმულს.
პოპულარული მოდელები