ხარისხიანი მატრასები, სისამოვნო და ჯანსაღი ძლისთვის!

ძილის ხარისხი დამოკიდებულია კარგად შერჩეულ მატრასზე, მაგრამ ბევრი არ ფიქრობს ამაზე და მის ნაკლოვანებებს ლამაზი საწოლების საშუალებით ფარავს. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ დაბალი ხარისხის მატრასს შეუძლია მრავალი სერიოზული დაავადების გამოწვევა, ხოლო სწორად შერჩეული ემსახურება სხეულის პროფილაქტიკასა და მკურნალობას.

 

Ormatek Ocean Soft

Ocean Soft არის ყველაზე  რბილი მატრასი  ზამბარების გარეშე, რომელიც შექმნილია ცნობილი Ormatek ბრენდის მიერ. უზამბარო მოდელი ხელმისაწვდომია 190 ან 200 სმ სიგრძითა და 80-დან 180 სმ-მდე სიგანით.

მეხსიერების ეფექტი საშუალებას გაძლევთ, მატრასმა დაიმახსოვროს ადამიანის სხეულის მდგომარეობა ძილის დროს და შეგიქმნათ კომფორტის განცდა.

გამორჩეულია ასევე სასიამოვნო ქსოვილისგან დამზადებული სპეციალური  მატრასის გადასაფარებლები, რომლებიც კარგად იჭიმება და ოპტიმალურად გადმოსცემს შემავსებლის ყველა თვისებას. წონის თანაბარი განაწილებით, ლეიბზე ზეწოლა არ ხდება და კუნთებს მოდუნებულ მდგომარეობაში ტოვებს.

უპირატესობები:

  • მაღალი ორთოპედიული თვისებები;
  • მომსამსახურების ვადა - 25 წელი;
  • კარგად ვენტილირებადი მოსახსნელი საფარი;
  • შემავსებლის რამდენიმე ფენა;
  • თერმორეგულაციის ეფექტი.

LONAX Latex 14

მონოლითური  უზამბარო მატრასი,  რომელიც წარმოდგენილია რამდენიმე ზომით. მაქსიმალური სიგანე 220 სმ-ია, სიგრძე - 230 სმ, სიმაღლე - 15 სმ, წონის შეზღუდვა - 110 კგ-ია.

ლატექსის შემავსებელი იდეალურად მიჰყვება ადამიანის სხეულის ფორმას, გამოირჩევა ხანგრძლივი გამოყენებით და არ დეფორმირდება.

ბუნებრივი მასალა უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, ჰიპოალერგიულობას, კარგ ვენტილაციას და დასვენების დროს კომფორტს.  უზამბარო ლეიბი   ხელს უწყობს კუნთების და ზურგის მაქსიმალურად მოდუნებას, მხარს უჭერს გულმკერდის არეს და ხსნის სახსრების ტკივილს.

საფარი „ლუქსი“ დამზადებულია ორმაგი ჟაკარდისგან,  რომელიც ძალიან მდგრადია და კარგად იწმინდება ჭუჭყისაგან. ჰაერის მაღალი გამტარიანობა გამორიცხავს ორთქლის ეფექტის წარმოქმნას და მიკროორგანიზმების ზრდას.

უპირატესობები:

  • ეკოლოგიურად სუფთა შემავსებელი;
  • ფართო ზომის დიაპაზონი;
  • მკვრივი ჟაკარდისგან დამზადებული საფარი;
  • მაღალი ანატომიური თვისებები;
  • ჰიპოალერგიული მასალა.

Ormatek  Perina

უზამბარო მატრასი შევსებულია სპეციალური ქაფით და შეკერილია ჟაკარდის საფარით. ქაფი არ იცვლება, რადგან მონოლითურია. შემავსებლის სიმაღლე 11 სმ-ია, ამიტომ პროდუქტი შეიძლება გამოვიყენოთ როგორც  მატრასის გადასაფარებელი   ან სრულფასოვანი ცალკეული  მატრასი.   ხელმისაწვდომია 80-დან 200 სმ-მდე სიგანეზე, ხოლო სიგრძით - 190-200 სმ-მდე.

პროდუქტს აქვს მეხსიერების ეფექტი, რაც ძალიან მოსახერხებელია. მომხმარებელთა შეფასებების თანახმად, ზედაპირის გაწმენდა მარტივია როგორც ხელით, ასევე - ქიმწმენდით.

ხერხემლის პრობლემებისა და თიაქრის მქონე ადამიანებისთვის ეს მოდელი ნამდვილი ფუფუნებაა, რადგან ძალიან მოსახერხებელია. ქაფის საშუალებით, მთელი ღამის განმავლობაში, თავს კომფორტულად იგრძნობთ.

უპირატესობები:

  • გამძლე ჟაკარდის საფარი;
  • მეხსიერების ეფექტი;
  • სხეული ნაზად იძირება მასში;
  • შესაფერისია ზურგის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის.

პოპულარული მოდელები