შეიძინეთ გამწოვი - კომფორტული მუშაობისთვის სამაზრეულოში

მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ჯერ კიდევ ვერ იაზრებდეთ ბოლომდე, გამწოვი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოწყობილობაა სამზარეულოში. ის შექმნილია სუნის, სითბოს და კვამლის მოსაშორებლად, რომელიც შეიძლება წარმოიშვას სამზარეულოში საჭლის მზადების დროს. 

სამზარეულოში მუშაობის დროს წარმოიქმნება სითბო, რამაც შეიძლება მუშაობა საკმაოდ არაკომფორტული გახადოს. გამწოვების კიდევ ერთი დიდი უპირატესობაა ზედმეტი სითბოს და ორთქლის მოცილება , რაც უფრო სასიამოვნო გარემოს ქმნის დიასახლისისთვის და ოჯახის დანარჩენი წევრებისთვის. 

გაუმჯობესებული ჰაერის ხარისხი

გამწოვების ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა თქვენი სამზარეულოს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება. გამწოვები შექმნილია სუნის, კვამლის, ცხიმის და სხვა დამაბინძურებლების მოსაშორებლად, რომლებიც ჰაერში გამოდის მარეულობის დროს.

დაბინძურებული ჰაერი იწოვება მოტორიზებული ვენტილატორის მეშვეობით და გადის გარეთ, ან იფილტრება და ხელახლა ცირკულირებს. გამწოვის გარეშე, თქვენ და თქვენი ოჯახი შეისუნთქავთ დაბინძურებულ ჰაერს, რაც იწვევს თვალის, ცხვირის და ყელის შესაძლო გაღიზიანებას. გარდა ამისა, გამწოვი ხელს უწყობს ნახშირბადის მონოქსიდის მოწამვლის თავიდან აცილებას. კვლევებმა აჩვენა ნახშირბადის მონოქსიდის მომატებული დონე სამზარეულოებში, რაც გამოწვეულია ღუმელის გამოყენებით, გამწოვის ჩართვის გარეშე.

შეიქმენით კომფორტული გარემო სამზარეულოში

გამწოვის გარეშე, ცხიმი და საჭმლის მომზადებისას ზედმეტმა ტენიანობამ შეიძლება შექმნას წებოვანი ნალექი, რომლის გაწმენდა რთულია. სავენტილაციო გამწოვის გამოყენება დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ  ცხიმიანი დაგროვება და გაანახევროთ თქვენი დასუფთავების დრო. სათანადო ვენტილაცია ასევე ხელს უწყობს ბაქტერიების და ობის გამრავლების თავიდან აცილებას, რაც აშკარა პლუსია ალერგიის ან ასთმის მქონე ადამიანებისთვის.

დამატებით, გამწოვი გთავაზობთ განათებას საჭმლის მომზადებისთვის. სათანადო განათება ასევე აადვილებს გაწმენდას და უზრუნველყოფს ყველა ძნელად შესამჩნევი ცხიმისა და ჭუჭყის მოცილებას. განათების მახასიათებლები შეიძლება განსხვავდებოდეს ძირითადიდან უახლესი ტექნოლოგიით, იმისდა მიხედვით, თუ რომელ მოდელს აირჩევთ.

პოპულარული მოდელები