გამოიყენეთ, CNC პლაზმური ჭრის აპარატი, სწრაფად და მარტივად!
October 19, 2024პლაზმური ჭრის აპარატი მუშაობს ყევლა ტიპის მეტალზე. ეს იქნება ალუმინი, სპილენძი, ფოლადი და ასე შემდეგ. სტანდარტული პლაზმური ჭრის აპარატების მონაცემები არის ასეთი:
ხელსაწყოს დატვირთვის ხანგრძლივობის 60%-ით განსაზღვრა, 3-დან 5 მეტრამდე კაბელის სიგრძე, და კომპრესორიდან ჰაერის მიწოდების სიჩქარის 100-დან 250 ლიტრამდე ზრდა, ჭრის სიღრმე 10, 20, 30 მმ.
პლაზმურ საჭრელს ბერვი უპირატესობა აქვს. მას გააჩნია მაღალი სიჩქარე და ზუსტი ჭრის შესაძლებლობა. პლაზმური საჭრელის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ფორმების გასაკეთებლად და ლითონის დასამუშავებლად.
CNC მანქანები - რა არის ისინი?
CNC ნიშნავს კომპიუტერიზებულ ციფრულ კონტროლს. ეს არის რიცხვითი კონტროლის სისტემა, რომელიც აღჭურვილია მიკროკომპიუტერით, რომელიც თავისუფლად შეიძლება დაპროგრამდეს. ეს ტერმინი ჩვეულებრივ გამოიყენება მასალების დასამუშავებლად კომპიუტერით კონტროლირებადი მოწყობილობების საშუალებით. CNC დამუშავება იძლევა რთული ფორმების სწრაფი, ზუსტი და ძალიან განმეორებადი შესრულების საშუალებას.
ჩვენ შეგვიძლია მარტივად ვთქვათ, რომ არსებობს CNC პლაზმური ჭრის სამი ძირითადი კონფიგურაცია. თითოეული მათგანი დამოკიდებულია დასამუშავებელი მასალის ფორმაზე. ასევე, პლაზმური ჭრის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია საჭრელი თავის მოქნილობა. ყოველ შემთხვევაში, მოდით უფრო ახლოს მივხედოთ კონფიგურაციებს:
- 2 განზომილებიანი / 2-ღერძიანი პლაზმური ჭრა
- 3 განზომილებიანი / 3+ ღერძის პლაზმური ჭრა
- მილის / განყოფილების პლაზმური ჭრა
როგორ დავიცვათ უსაფრთხოების ნორმები?
ყველა ტიპის სამუშაოს შესრულებისას, რა სახის ტექნიკასაც არ უნდა გამოვიყენოთ, საჭირო უსაფრთხოების წესები დავიცვათ. პლამურ საჭრელთა მუშაობა საკმაოდ სახიფათოა, ამიტომ საჭირო უსაფრთხოების ნორმებს ზედმიწევნით მივყვეთ.
პლაზმური საჭრელი იყენებს ელექტრულ რკალს, შესაბამისად საჭიროა, რომ გამოვიყენოთ შედუღებისთვის საჭირო ჩაფხუტი და უსაფრთხოების სათვალეები, რათა თავი დავიცვათ ნათებისგან.
მუშაობისას, პლაზმური საჭრელი, აუცილებლად დაიწყებს ნაპერწკლების ფანტვას, ამიტომაც კარგი იქნება თუ გამოიყენებთ შედუღების ხელთათმანს, წინსაფარს და ქურთუკს თავდაცვისთვის, რათა თავიდან აირიდოთ სხეულის დამწვრობა.
პოპულარული მოდელები