ბალგარკას ანუ კუთხლივ სახეხი ხელსაწყოს საუკეთესო მოდელები
May 02, 2024ბალგარკა , იგივე კუთხლივ სახეხი ხელსაწყო, არის ხელის ელექტრო ინსტრუმენტი, რომლებსაც მბრუნავი დანით ან სხვა დამატებითი დეტალებით შეუძლია გახეხოს, გაწმინდოს, გააპრიალოს, გაჭრას, გალესოს და გაასუფთაოს სხვადასხვა მასალა.
შესაბამისად, არსებობს სპეციალური დანის პირები სხვადასხვა მასალებზე სამუშაოდ და თითოეულ მასალასთან მუშაობა უნდა მოხდეს შესაფერისად.
კრამიტს, ლითონს, ქვას, ბეტონს, აგურს და ხეს არ შეიძლება ერთი და იმავე პირით ამუშავებდეთ.
ბაზარზე წარმოდგენილია როგორც კაბელიანი, ასევე უკაბელო კუთხლივ სახეხი ხელსაწყოები. როგორც წესი, სადენიანი მოდელები ცოტა უფრო მძლავრია, მაგრამ მთავარი პირობაა ბალგარკა მუდმივად გქონდეთ მიერთებული დენის წყაროსთან.
Makita Lithium-Ion Brushless Cordlessეს არის ყველაზე რეიტინგული და საუკეთესო კუთხლივ სახეხი, რომელიც ერთგულად მოგემსახურებათ მრავალი წლის მანძილზე, იმის მიუხედავად, რა დანიშნულებით გამოიყენებთ მას.
Metabo 4-1/2-დიუმიანი კუთხლივ სახეხს საუკეთესო მახასიათებლები აქვს შესრულებისა და გამოყენების სიმარტივისთვის.
DEWALT
DEWALT ლითიუმ-იონური 4-1/2-ინჩიანი უკაბელო კუთხლივ სახეხი, შეგიძლიათ წაიღოთ ყველგან, სადაც დაგჭირდებათ.
DEWALT-ის კუთხლივ სახეხი ხელსაწყოები არის საუკეთესო ბეტონთან სამუშაოდ . ეს ინსტრუმენტი გამოირჩევა სიმძლავრისა და ზომის თანაფარდობით, აწვდის 11,000 ბრუნს წუთში დაახლოებით 6 ფუნტზე.
MERLIN2
ხეზე სამუშაოდ საუკეთესოდ ითვლება MERLIN2-ის კომპლექტი. მიუხედავად იმისა, რომ შედარებით ძვირია, ამ კომპლექტს გააჩნია ყველაფერი რაც შეიძლება დაგჭირდეთ ბალგარკით მუშაობისას.
Makita 9557PBX1
სახლის პირობებში სამუშაოდ, საუკეთესოა Makita 9557PBX1 -ის ბალგარკა. ძირითადი ინსტრუმენტის გარდა, ამ პროდუქტს მოჰყვება ხუთი სახეხი პირი და ლითონის ყუთი, ყველაფრის შესანახად.
საუკეთესო 7 ინჩიანი კუთხლივ სახეხი ხელსაწყოა Makita 7 Inch. მას შეუძლია წარმატებით გაუმკლავდეს ღრმა ჭრისა და გაპრიალების ამოცანებს ბეტონთან, ლითონთან და სხვა მყარ მასალებთან მუშაობისას.
პოპულარული მოდელები