ვაფლის აპარატები - მოდელებისა და მახასიათებლების მიმოხილვა

კარგი დიასახლისის თანამედროვე სამზარეულოში მოიძებნება ისეთი ტექნიკა, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაზოგოთ დრო და ძალისხმევა იმისთვის, რაც მართლაც მნიშვნელოვანია: თქვენი საყვარელი ოჯახისთვის, ჰობისთვის, სპორტისთვის ან სამუშაოსთვის.

დღეს უკვე საკუთარი თავისთვის და ოჯახის წევრებისთვის ცხელი პურის  ან შესანიშნავი ხრაშუნა ვაფლების მირთმევა ძალია ადვილია, რადგან ამისთვის არსებობს სპეციალური ვაფლის აპარატები.

როგორც მოგეხსენებათ, პროდუქტზე მოთხოვნის შედეგად, მიწოდება იმატებს ამიტომ, დღეს თითქმის ყველა მსხვილი ტექნიკის მწარმოებელი აწარმოებს ვაფლის აპარატების რამდენიმე მოდელს.

სახლისთვის განკუთვნილი საუკეთესო აპარატების რეიტინგი,  რომელიც შედგენილია მომხმარებელთა მოსაზრებებისა და მათი შეფასების საფუძველზე, ხელს შეუწყობს მრავალფეროვანი მოდელების წარმოჩენას. დღევანდელი ბლოგის დახმარებით კი შეგიძიათ შეარჩიოთ ისეთი ვაფლის აპარატი, რომელიც შეესაბამება თქვენს ფასს და საჭიროებებს.

Roomelsbacher WA 1000 / E

დიდ ზედაპირზე (18 სმ), ერთდროულად 5-მდე გულის ფორმის ვაფლის ცხვება. გერმანული ტექნოლოგია  გამორჩეულია თავისი საიმედოობითა და გამძლეობით. გასაკვირი არ არის, რომ კომპანია „საუკეთესო მწარმოებლების“ სიაში შედის.

ბელგიური ვაფლის აპარატის შენახვა შესაძლებელია ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად. უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული ლითონის კორპუსი შესანიშნავად გამოიყურება, ხოლო სიმძლავრე 1000 ვტ-ია. მიუხედავად მისი ზომებისა, პროდუქტის წონა არ აღემატება 1.7 კგ-ს.

უპირატესობები:

  • არაწებოვანი საფარი;
  • მრგვალი ფორმის დიდი სამუშაო ზედაპირი;
  • გათბობის რეგულატორი;
  • ელეგანტური დიზაინი;
  • მაღალხარისხიანი აღჭურვილობა.

GFgril GF-010

აპარატი, რომელიც ამზადებს სქელ მოგრძო ვაფლს. აცხობს 2 ცალ დესერტს 5-10 წუთში. სიმძლავრე 700 ვტ-ია, ხოლო ზომა 31x13x9 სმ. კომპლექტში მოცემულია რეცეპტების ინსტრუქციები.

უპირატესობები:

  • მარტივი მოწყობილობა;
  • არაწებოვანი საფარი;
  • უჟანგავი ფოლადის პანელები;
  • ირთვება 180 გრადუს ტემპერატურაზე;
  • შენახვა შესაძლებელია ვერტიკალურად.

ნაკლოვანებები:

  • გათბობა იწყება დენის წყაროსთან შეერთების შემდეგ;
  • არ არსებობს ტაიმერი ან ავტომატური გამომრთველი;
  • პანელები არ არის მოსახსნელი;
  • აპარატის კორპუსი ძალიან ცხელდება.

Princess 132400

ამ მოწყობილობით შესაძლებელია მინი ვაფლების მომზადება . მინიატურული ზომის გამო, პატარა სამზარეულოშიც კი  თავისუფლად თავსდება. ნათელი და ელეგანტური ვაფლის აპარატი  ამზადებს ორ ორცხობილას.

არაწებოვანი საფარის არსებობის წყალობით, შესაძლებელი იქნება მინიმალური ზეთის გამოყენება. აპარატი შეიძლება 180 გრადუსით მოტრიალდეს ამიტომ, თანაბრად აცხობს თითოეულ მხარეს.

უპირატესობები:

  • სიმძლავრე 700 ვტ;
  • საინტერესო დიზაინი;
  • მაღალი ხარისხის წარმოება;
  • სითბოს იზოლირებული სპეციალური სახელური;
  • საიმედო საკეტი;
  • ცომი არ ეკიდება პანელებს.

MaxwellMW-1571

ეს ვარიანტი იდეალურია ღირებულების თვალსაზრისით. ვაფლის მოსამზადებელი აპარატის დახმარებით,  ვაფლისა და დესერტის მომზადება პრობლემური ან რუტინული არ იქნება.

მუშაობის დასაწყებად საჭიროა მხოლოდ ცომის მომზადება და მოწყობილობის ჩართვა ქსელში. ინდიკატორი მიანიშნებს იმაზე, რომ ვაფლის აპარატი მზად არის გამოსაცხობად და თერმოსტატის გამოყენებით შეგიძლიათ შეარჩიოთ წვის შესაფერისი ხარისხი.

პოპულარული მოდელები