უგემრიელესი დესერტის სახლის პირობებში მომზადებისათვის - ნაყინის აპარატები

თუ გსურთ ზაფხულის ცხელ დღეებს მეტი სიგრილე შემატოთ, თან ნაყინიც განსაკუთრებულად გიყვართ ,  მაშინ ნაყინის აპარატის ყიდვაზე უკეთესი გადაწყვეტილება ნამდვილად არაფერია.

უგემრიელესი ხელნაკეთი ნაყინი, რომელიც დამზადებულია ბუნებრივი ინგრედიენტებისგან, ნებისმიერ თანამედროვე მოდელს შეუძლია დაამზადოს. ხოლო საუკეთესო ნაყინის აპარატები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ბლოგში.

ნაყინი უგემრიელესი დესერტია, რომელიც აბსოლუტურად, ან თითქმის ყველას უყვარს. ბუნებრივია, ესეც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დესერტია, რომელსაც ალბათ ბევრი ბავშვობასთან აკავშირებს. და თუ მისი დიდი მოყვარული ხართ, მაშინ მარტივად შეგიძლიათ მიუჩინოთ საპატიო ადგილი თქვენს სამზარეულოში.

Rommelsbacher IM 12

თუ თქვენი ბიუჯეტი არ არის გათვლილი მაღალ ხარჯებზე, ან უბრალოდ გსურთ უფრო იაფიანი ვარიანტი, მაშინ უნდა იპოვოთ ნახევრად ავტომატური ნაყინის აპარატები, რომელთაგან ერთ-ერთი Rommelsbacher IM 12 -ია. ისინი, როგორც წესი, ბევრად იაფი ღირს, მაგრამ, გარკვეული ძალისხმევის დახარჯვა მოგიწევთ ნაყინის დამზადებაში.

ნაყინის დასამზადებელი აღჭურვილია 1.5 ლიტრიანი თასით, რომელიც დაგიმზადებთ უამრავ სხვადასხვა დესერტს. თქვენ შეძლებთ არამარტო ნაყინის, არამედ სორბეტის გაკეთებას, ხოლო გაუმჯობესებული შემრევი მოწყობილობა ზრდის აპარატის საერთო ეფექტურობას და ამცირებს პროცესის ხანგრძლივ მუშაობას.

კომპაქტური ზომებითა და თანამედროვე დიზაინით მოდელი გახდება თქვენი სამზარეულოს განუყოფელი ნაწილი. ამავე დროს, თქვენ არ დაგჭირდებათ ბევრი სივრცე, როგორც ავტომატური მოდელების შემთხვევაში.

თუკი ნაყინის აპარატის ყიდვა გსურთ, შეგვიძლიათ ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტზე განთავსებული სხვადასხვა მოდელი შემოგთავაზოთ, რომლებიც ფასის, მახასიათებლების, ბრენდის მიხედვით ერთმანეთისგან განსხვავებულია.

საიტზე მარტივად შეგიძლიათ იპოვოთ თქვენთვის ოპტიმალური მოდელი, რომლის შეძენის შემთხვევაში, სრულიად უფასოდ, მთელი საქართველოს მასშტაბით მოგაწვდით.

Nemox Gelato & Sorbet Art

ბაზარზე არსებულ ავტომატურ ნაყინის აპარატებს არ აქვთ მაღალი ფასი. ამას ადასტურებს Nemox Gelato & Sorbet Art მოდელი, რომელიც ყურადღებას იქცევს არა მხოლოდ მისი შესაძლებლობებით, არამედ ოპტიმალური ფასითაც. სახლის ნაყინის აპარატის  ერთ-ერთი გამორჩეული თვისება მისი დიზიანია, რომელსაც შეიძლება „რეტრო“ ვუწოდოთ.

მოწყობილობის სხეული დამზადებულია პლასტმასისგან, რომელსაც საიმედოობის ან გამძლეობის მხრივ, არანაირი პრობლემა არ აღენიშნება. დიახ, ვიზუალურად, ეს მოდელი ზოგიერთ თანამედროვე სამზარეულო ინტერიერს ცოტათი ეწინააღმდეგება კიდეც, მაგრამ მისი მთავარი ამოცანაა უგემრიელესი ნაყინის მომზადება სახლში.

თასის მოცულობა 1.5 ლიტრია და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ერთგვარი „ოქროს შუალედია“. ამასთან, უფრო მნიშვნელოვანი პლიუსი, რომელიც საშუალებას მოგცემთ მოამზადოთ დიდი რაოდენობით ნაყინი უმოკლეს დროში, არის მეორე თასის არსებობა ნაკრებში! ორივე დამზადებულია ლითონის მასალისგან, ხოლო მცირე ნაკლი ამ შემთხვევაში მხოლოდ მოწყობილობის წონაა, რომელიც 11 კილოგრამს აღწევს.

პოპულარული მოდელები