თმის უთოები - მოდელები და შერჩევის რეკომენდაციები
October 29, 2020თმის უთოები ბოლო რამდენიმე წელია წარმოუდგენლად პოპულარული გახდა, რომლის წყალობითაც სახლის პირობებშიც შეგიძლიათ ულამაზესი ვარცხნილობის გაკეთება.
მაგრამ როგორ ვიყიდოთ ისეთი თმის უთო, რომელსაც სასურველი შედეგის მისაღწევად ყველა აუცილებელი ფუნქციები აქვს? რადგან მწარმოებლები მოდელების ფართო სპექტრს გვთავაზობენ, ცოტა რთულია კონკრეტულ უთოზე გადაწყვეტილების შეჩერება.
ბევრი ქალბატონი იაფიან უთოს ირჩევს, რომელიც განკუთვნილია სახლის პირობებში გამოყენებისთვის. ზოგიერთს კი ურჩევნია პროფესიონალური თმის უთოები გაზრდილი ფუნქციონირებითა და ფირფიტის უკეთესი საფარით.
როგორ შევარჩიოთ თმის გასასწორებელი უთოები?
ფირფიტების საფარი - აერთიანებს კერამიკის, ალუმინის, ტეფლონის, ტურმალინის, ტიტანის, მარმარილოსა და ბრილიანტის მასალას. ლითონის საფარის მქონე უთოები უფრო ხელმისაწვდომია, მაგრამ ისინი ანადგურებენ თმის სტრუქტურას. დანარჩენი მასალები არა თუ აზიანებენ თმას, არამედ კვებავენ და აჯანსაღებენ კიდეც.
ფირფიტის სიგანე - თხელი და მოკლე თმისთვის შესაფერისია ვიწრო ფირფიტები, გრძელი და სქელი თმისთვის კი - ფართო.
ტემპერატურის რეგულირება - არჩევისას ძალიან მნიშვნელოვანი პარამეტრია, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეარჩიოთ სწორი ტემპერატურა სხვადასხვა ტიპის თმისთვის და თავიდან აიცილოთ დაზიანება და გამოშრობა.
დამატებითი დანართების არსებობა - თუ მომავალში არა მხოლოდ გასწორებას, არამედ დახვევას ან გოფრირებას აპირებთ, მაშინ ყურადღება უნდა მიაქციოთ სხვადასხვა საქშენს.
ფასი - დამოკიდებულია მოწყობილობის დამატებით შესაძლებლობებზე და მწარმოებელზე. შერჩევის მთავარი კრიტერიუმია ღირებულებისა და დაუთოების ფუნქციონალური ოპტიმალური თანაფარდობა.
philips_hp8323_essential_care
სრულყოფილი გასწორება თმის დაზიანების გარეშე! ორი რეჟიმი საშუალებას გაძლევთ გაასწოროთ სხვადასხვა ტიპის თმა. ტემპერატურის დიაპაზონია 180°-დან 210°-მდე. კაბელის სიგრძეა 1.8 მეტრი, რომელიც ხელს არ უშლის მუშაობას, რადგან ღერძის გარშემო 360 °-ით ბრუნავს.
ელეგანტური შავი და ვარდისფერი დიზაინი ნებისმიერი ქალბატონის ყურდღებას მიიქცევს, რომელიც აფასებს არა მხოლოდ ფუნქციონირებას, არამედ მიმზიდველ დიზაინსაც. კერამიკული/ტურმალინის საფარი არ იძლევა გადახურების შესაძლებლობას და შესანიშნავად ასწორებს თმას. ამასთან, მატებს ბრწყინვალებას და შესაფერისია ხშირი გამოყენებისათვისაც. მოდელს აქვს კარგად გააზრებული უსაფრთხოების ფუნქცია - ავტომატური გამორთვა გადახურების შემთხვევაში.
უპირატესობები:
- ეფექტური გასწორება;
- ფირფიტების მაღალხარისხიანი საფარი;
- ელეგანტური დიზაინი;
- გრძელი კომფორტული კაბელი.
babylisspro_bab3000 epe
პროფესიონალური თმის უთო იდეალურია სახლის პირობებში ლამაზი ვარცხნილობის შესაქმნელად . კორპუსი დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მომსახურების ვადას. ამავე დროს, მსუბუქი და მოსახერხებელია, რომელიც არ თბება მუშაობის დროს.
აქვს ელექტრონული ტემპერატურის კონტროლის 5 რეჟიმი, ხოლო ფირფიტა თბება 150 °-დან 230 °C-მდე. ფირფიტების ზომაა 31x110 მმ. EP TEHCNOLOGY 5.0 საფარი კომპანიის ექსკლუზივია, რომელიც რამდენჯერმე უფრო ძლიერია, ვიდრე სხვა არსებული ზედაპირები. საფარი შექმნილია სპეციალურად მაღალი ტემპერატურისთვის, რომელიც თანაბრად ანაწილებს სითბოს ფირფიტების მთელ ზედაპირზე. იონიზაციის რეჟიმი ინარჩუნებს ბუნებრივ ტენიანობას, რომელიც დამატებით აჯანსაღებს თმას.
უპირატესობები:
- ლითონის სხეული ელიფსის სახით;
- ელექტრონული კონტროლი;
- ინოვაციური საფარი;
- თმის ეფექტური გასწორება.
პოპულარული მოდელები