თმის მოშორების შესანიშნავი გზა - ფოტო და ლაზერული ეპილატორი
August 23, 2019ქალისთვის თავის მოვლა სიკეკლუცის არათუ გალამაზების, არამედ სიკეკლუცის გამოვლინების ერთ-ერთი მექანიზმიცაა. თავის მოვლის უამრავ, მამაკაცთათვის ფრიად შეუცნობად მიმართულებებში ერთი-ერთი საბაზისო სხეულიდან არასასურველი თვის მოშორებაა.
აღსანიშნავია რომ მრავალი გამოკითხვით (და ჩვენი დაკვირვებითაც) თმის მოშორების მოწყობილობების (მაგ. ლაზერული ეპილატორის) გამოყენება განეკუთვნება ისეთ პროცესთა რიცხვს, რომლის დასრულებამდეც მამაკაცები ფრიად მორჩილად იცდიან, ყოველგვარი პრეტენზიების გამოხატვის გარეშე.
ბუნებაში თმის მოშორების სხვადასხვა მეთოდები არსებობს. ისტორიული და არქაული მეთოდების სიღრმისეული კვლევა სხვა ბლოგპოსტისთვის გადავდოთ და თანამედროვე გადაწყვეტილებები შეიძლება აქვე ჩამოვთვალოთ.
ადამიანის უშრეტმა ფანტაზიამ XX საუკუნის სხვადასხვა აღმოჩნებთან ერთად (განსაკუთრებით აღსანიშნავია ელექტროენერგია) თმის მოშორების სხვადასხვა ვარიანტები შექმნა. ბიო ეპილაცია, დეპილაცია, ძაფით თმის მოშორება, ვაქსინგი ამაყად განეკუთვნება მათ რიცხვს.
თუმცა, ისევდაისევ ცალკეულ გამოყოფას იმსახურებს ეპილატორი. ლაზერული ეპილატორი თუ ფოტო ეპილატორი, განვადებით თუ ფასდაკლებით , Phillips bri863 00 თუ Phillips bri950 00 - არჩევანი თქვენთვის მოგვინდია, მთავარია რომ თითოეული მათგანი ახერხებს სახლის პირობებში, ზუსტად წამებში ჭარბთმიანობის პრობლემის მოგვარებას.
(დაზუსტება - წამები სტანდარტული შეფასებაა, რობინზონ კრუზოსავით უკაცრიელი კუნძულიდან დაბრუნებულ ქალბატონს უხეშად რომ ვთქვათ შეიძლება ცოტა მეტი დასჭირდეს).
ეპილატორების დადებითი თვისება , გარდა იმისა რომ სახლიდან გასვლა და დიდი დრო არ გჭირდებათ, არის ის რომ ეპიდერმისს (ანუ თქვენს კანს) ზიანს არ აყენებს. მისი გამოყენების შედეგად კანი ინარჩუნებს (ხაზს ვუსვამთ, ინარჩუნებს. თუ ასეთი არ იყო, ვერ გახდება) - სიგლუვესა და სიპრიალეს. აქ ყველას გვახსენდება ალბათ რეკლამა როდესაც ქალბატონის წვივზე დავარდნილი აბრეშუმის ნაჭერი ყოველგვარი შეფერხების გარეშე როგორ სრიალდება იატაკისკენ.
ფოტო ეპილატორის გამოყენებას კიდევ ერთი პლუსი აქვს - მისი პერმანენტული მოხმარების შედეგად ამოსული თმის რაოდენობა ცოტავდება, ძალა კი სუსტდება. დიდია ალბათობა რომ ამ პროცესმა ყველა სხვა ვარიანტები გადაგავიწყოთ.
Phillips ეპილატორები კატეგორიაში ყველაზე გამძლე და ხარისხიანებად მიიჩნევა. 250,000 იმპულსიანი, მშრალი გამოყენების მოწყობილობები რეგლირების სისტემის დახმარებით იცავს თქვენს კანს. სრულად უსაფრთხოდ შეგიძლიათ მისი გამოყენება სახის, ხელის, იღლიის, ფეხის და ბიკინის მიდამოებშიც (და სხვაგან, შესაბამისი სურვილის არსებობის შემთხვევაში).
ეს მოწყობილობები ხშირად ლაზერული ეპილატორის ფუნქციებითაც არის აღჭურვილი, რაც ფაქტიურად მათ ეფექტს აორმაგებს. ეს ყველაფერი კი იმის გათვალისწინებით რომ შესაძლებელია მათი რეგულირება კანის ტიპის მიხედვით, და სრულად უმტკივნეულო პროცესის მიღება.
ფოტო თუ ლაზერული ეპილატორი შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენს მაღაზია ისურვეში, განვადებით და ხშირად ფასდაკლებითაც (როგორ შევიძინოთ ეპილატორი ფასდაკლებით? ). შენაძენს ჩვენი კურიერი უფასოდ მოგაწვდით მთელი საქართველოს მასშტაბით.
პოპულარული მოდელები