ტექნიკური ფენი - Dewalt, Makita, Metabo
October 28, 2020ფუნქციური დატვირთვის მიხედვით, ტექნიკური ფენის გამოყენების ინსტრუქცია არ არის რთულად გასაგები და ნებისმიერ მომხმარებელს მარტივად შეუძლია მისი გამოყენება. თუმცა, ცუდი ისაა, რომ თუ მოწყობილობის ძრავა ერთხელ გადაიწვება, მისი აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია. ხელსაწყოსთან დაკავშირებული ყველა პრობლემა კი წარმოიქმნება არასწორი გამოყენების გამო.
ტექნიკური ფენის გამოყენება რეკომენდირებულია იმ შემთხვევაში თუ:
- ვაშორებთ ძველ საღებავებს;
- ვმუშაობთ შეღებილ ზედაპირებთან, თაბაშირებთან;
- ვაპირებთ იატაკის მოპირკეთებას;
- ასევე დაკიდული ჭერის დამონტაჟებას;
- ვმუშაობთ სპილენძის მცირე მილების შეერთებაზე და ა.შ.
საუკეთესო ტექნიკური ფენი 2000 ვატის ქვემოთ
Makita HG5012K
ფენი რეიტინგის დასაწყისშივე მისი გამძლეობისა და ხანგრძლივი მუშაობის გამო მოხვდა, რომელიც შესანიშნავია ღობეებიდან, ავზიდან ან კარებიდან საღებავის მოსაშორებლად.
იაპონური მწარმოებლის მარტივი მოდელი გამორჩეულია 1600 ვტ სიმძლავრის მქონე გამათბობელი ელემენტით ა და რეზინირებული სახელურით, რომელიც ირთვება უკანა მხარეს არსებული სამსაფეხურიანი გადართვის ღილაკით.
დადებითი:
- ხელში მოხერხებულად ზის, რადგან ძალიან მსუბუქია;
- სტაბილური ჰაერის ნაკადი;
- სწრაფად აღწევს სამუშაო ტემპერატურას;
- გამორთვის შემდეგ, ის თავისით და საკმაოდ სწრაფად ცივდება.
- ხელმისაწვდომი ღირებულება.
მინუსები:
- ტემპერატურა რეგულირდება მხოლოდ საფეხურეობრივად ხდება ამიტომ, შუალედური მნიშვნელობები არ არსებობს;
- წვრილი საქშენები არ აქვს;
- მცირე დიამეტრის სახელური;
- თავები დამზადებულია ძალიან თხელი ლითონისგან, ამიტომ მათი მომსამსახურების ვადა მოკლეა.
Dewalt D 26411
ამერიკული ბრენდის - Dewalt ტექნიკური სამშენებლო ფენი წარმოებულია ჩინეთში. მოწყობილობის სიმძლავრე 1800 W-ია, რომელიც უზრუნველყოფს 600 გრადუსამდე მაქსიმალურ ტემპერატურას. არსებობს ტემპერატურის კონტროლი და ჰაერის ნაკადის ორი დონე, რომელთა სიჩქარეა 250 და 450 ლ/წთ-ი.
დადებითი:
- კომფორტული D ფორმის სახელური;
- 50-დან 600 გრადუსამდე ტემპერატურის კონტროლი საშუალებას გაძლევთ, ზუსტად შეარჩიოთ რეჟიმები სხვადასხვა სიმკვრივის მასალებისთვის;
- აქვს 2.5 მეტრიანი რბილი კაბელი;
- დამცავი თერმული გარსი დაიცავს თქვენს ხელებს შემთხვევითი დამწვრობისგან.
მინუსები:
- მიუხედავად იმისა, რომ სახელურის ზედაპირი რელიეფურია, რეზინის ბალიშები მაინც არ აქვს და ამიტომ, ცხელ სეზონზე ფენი ხელში სრიალებს;
- სამწუხაროდ, არ მოყვება ქეისი, რის გამოც მოწყობილობის ყველა დანართი ცალკე უნდა შეინახოთ;
- კომპლექტში შედის მხოლოდ ორი დანართი (კონუსური და ბრტყელი);
- ხელსაწყოს არ აქვს გაგრილების სისტემა.
საუკეთესო ტექნიკური ფენი 2000 W და მეტი სიმძლავრით
Metabo HE 23-650
გერმანული ბრენდის ტექნიკური ფენი, რომლის სიმძლავრეა 2300 W, ხოლო მაქსიმალური ტემპერატურა 650 გრადუსია. მისი მართვა ხდება ექვსი ღილაკისა და გადამრთველის საშუალებით.
დადებითი:
- მოწყობილობა ისევე კომფორტულად ზის ხელში, როგორც ხელთათმანები;
- მარტივად დასაკავშირებლად აქვს გრძელი და მოქნილი კაბელი;
- სხვადასხვა სტრუქტურის, სიმკვრივისა და სისქის მქონე მასალებისთვის ტემპერატურის ზუსტად შერჩევის შესაძლებლობა;
- აქვს მაღალი ხარისხის პლასტმასის კორპუსი;
- მოყვება ფართო ქეისი ყველანაირი დანართების მოსათავსებლად;
- აღჭურვილია ასევე გაგრილების სისტემით, რომელიც უკანა მხარეს მდებარეობს;
- ფილტრი იცავს ძრავას მტვრისგან.
მინუსები:
- მუშაობის დროს კორპუსი ძალიან ცხელდება;
- ქსელში ძაბვის რყევების შემთხვევაში, ეკრანის დისპლეი იწყებს ციმციმს და გადადის დადგენილი მნიშვნელობებიდან;
- ზოგიერთ ადამიანს ფენის ექვსი ღილაკი გარკვეულწილად აბნევს კიდეც.
პოპულარული მოდელები