თანამედროვე მოდელის მულტისახარში ქვაბები

მწარმოებლები გვათავაზობენ ბიუჯეტურ მულტისახარშ ქვაბებს, რომლებიც, პრაქტიკულად, არანაირად არ ჩამოუვარდებიან ძვირადღირებულ მოდელებს.

მულტისახარშის შესაძლებლობებში შედის უნიკალური და სტანდარტული ფუნქციები სითბოს შენარჩუნების, დაგვიანებული დაწყებისა და 3D გათბობის სახით . ამ ბლოგში მოცემულია საუკეთესო მულტისახარში ქვაბების მიმოხილვა, რათა დეტალურად შეისწავლოთ მათი უპირატესობები და ნაკლოვანებები.

Xiaomi Induction Heating Rice Cooker 2 3L

მოდელი ადვილად უმკლავდება არა მხოლოდ ბრინჯის და ბურღულეულის მომზადებას, არამედ ცხობასაც.

გათბობისა და მიკრო წნევის სპეციალური ტექნოლოგია ბრინჯს ისე ამუშავებს, რომ რბილ ფაფად არ გადააქცევს, რაც განსაკუთრებით კარგია სუშის დასამზადებლად. თუჯის თასი დაფარულია კერამიკული საფარით, რომელიც დიდხანს ინარჩუნებს ტემპერატურას.

სმარტფონის გამოყენებით შესაძლებელია დისტანციური მართვა, რაც დამატებითი და მნიშვნელოვანი პლუსია. გარდა ამისა, მოწყობილობას აქვს უამრავი სხვადასხვა რეჟიმი, რაც საშუალებას მოგცემთ განახორციელოთ სხვადასხვა კულინარიული იდეები.

IH ტექნოლოგიის გამო, თასი თბება არა ქვემოდან, არამედ თანაბრად, მთელ ზედაპირზე, რის შედეგადაც კერძები არამარტო სწრაფად მზადდება, არამედ მთლიანი მოცულობით თანაბრად თბება.

მახასიათებლები:

  • კორპუსის მასალა: პლასტმასის;
  • თასის საფარი: კერამიკა;
  • თასის მოცულობა: 3 ლ;
  • მართვა: ელექტრონული;
  • სიმძლავრე: 1130 ვტ.

დადებითი:

  • თუჯის თასი;
  • ჭურჭლის ერთგვაროვანი გათბობა;
  • დახვეწილი დიზაინი და ერგონომიულობა;
  • დისტანციური მართვა.

Xiaomi DFB201CM

მულტისახარში იდეალურია ბრინჯისა და სხვადასხვა ბურღულეულის მოსამზადებლად. გარდა ამისა, არსებობს გამოცხობის რეჟიმიც. ერთიანი გათბობა ხელს უშლის საკვების ქვედა ზედაპირის დაწვას.

მოწყობილობა საკმარისია ორი ადამიანისთვის, რაც ოპტიმალურია ახალგაზრდა ოჯახისთვის ან სტუდენტებისთვის. აპარატის მთავარი უპირატესობა, რაც ნამდვილად აღნიშვნის ღირსია, ეს არის - სხვადასხვა პარამეტრის ფართო სპექტრი, დისტანციური მართვა და კარგი ენერგია.

მახასიათებლები:

  • კორპუსის მასალა: პლასტმასის;
  • თასის საფარი: კერამიკა;
  • თასის მოცულობა: 1.6 ლ;
  • მართვა: ელექტრონული;
  • სიმძლავრე: 400W.

დადებითი:

  • სითბოს შენარჩუნება;
  • ტემპერატურის მექანიკური მართვა;
  • „ჭკვიანი სახლის“ სისტემასთან კომბინაცია;
  • დაგვიანებული დაწყება.

მინუსები:

  • პლასტმასის კორპუსი თბება;
  • არ არსებობს ინგლისური ან რუსულენოვანი პროგრამა.

Moulinex MK 707832

პატარა მულტიფუნქციური ქვაბი  Moulinex   5 ლიტრიანი თასით, ერთ-ერთი საუკეთესო მოდელია, რომელიც აღჭურვილია 5 ინტელექტუალური მართვის საშუალებით.

„Fuzzy logic“ სისტემა ამარტივებს მომზადების პროცესს - უბრალოდ შეარჩიეთ შესაბამისი რეჟიმი და მოწყობილობა თავის დაადგენს საჭირო ტემპერატურასა და დროს.

თასის მოცულობა საკმარისია დიდი ოჯახისთვის. ლითონის თასის კედლის სისქე კი 2 მმ, რომელიც უზრუნველყოფილია ლითონის ხუთი ფენითა და კერამიკული საფარით.

მახასიათებლები:

  • კორპუსის მასალა: პლასტიმასის;
  • თასის საფარი: კერამიკა;
  • თასის მოცულობა: 5 ლ;
  • მართვა: ელექტრონული;
  • სიმძლავრე: 750 ვტ.

დადებითი:

  • კერამიკული ჭურჭელი;
  • პროგრამების დიდი რაოდენობა;
  • ხელმისაწვდომი ფასი.

მინუსები:

  • არ არის გათვალისწინებული ხელით დასაყენებელი პროგრამები.

პოპულარული მოდელები