თანამედროვე მაცივრების TOP 3

მხატვრულად, რომ ვთქვათ თუ სახლი ოჯახის სამყაროა, მაშინ მაცივარი მზეა. ყველაფერი ტრიალებს მის გარშემო, დაწყებული საუზმის მომზადებიდან, დამთავრებული ჯანსაღი კერძებით სავსე სადილის მაგიდით.

ამიტომ ახალი მაცივრის შერჩევა საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა. შეძენამდე გასათვალისწინებელია მრავალი ფაქტორი.

კონფიგურაციიდან და ზომებიდან დაწყებული, სპეციალურ მახასიათებლებამდე. რა თქმა უნდა, აქ ფასი ბევრ რამეს წყვეტს, რადგან კარგი მაცივარი თუნდაც განვადებით ან ფასდაკლებით , მაინც საკმაოდ ძვირია.

თუ გსურთ საიმედო ბრენდის საუკეთესო არჩევანი, რომელიც თქვენი ოჯახის ორბიტაზე სტაბილურად დადგება წლების განმავლობაში, მაშინ გადახედეთ ჩვენს მიერ მომზადებულ სიას და გაიგეთ მეტი.

ჩვენს ბლოგში ნახავთ საუკეთესო თანამედროვე მაცივრების სამეულს, ხოლო წინა პოსტში, მაცივრის ბრენდების ზოგად მიმოხილვას გაეცნობით .

GE PROFILE-ის French-Door მაცივარი

GE Profile-ის ფრანგული კარის სერიის მაცივარმა, ყავის დისპენსერ სისტემით, მიიღო საუკეთესო შეფასებები ტემპერატურის შენარჩუნებისა და სტაბილურობისთვის.

მან, ასევე, გააოცა სამზარეულოს ტექნიკის ლაბორატორიის ექსპერტები თავისი ჭკვიანური დიზაინის მახასიათებლებით.

ამ მოდელის შეძენით თვქენ მიიღებთ ყველაზე მაღალი ხაზის მაცივარს, კარში ჩაშენებული Keurig ყავის აპარატით.

აქვს Wi-Fi მოწყობილობა, ასე რომ, სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით შეგიძლიათ მართოთ პარამეტრები. წინასწარ გაათბოთ წყალი ყავისთვის და მიიღოთ შეტყობინება, ღია დარჩენილი კარის შესახებ. 

ძირითადი მახასიათებლები:

  • ზომა - 36 x 36 x 70 დიუმი
  • დიზაინი - ფიქალი, შავი ფიქალი, უჟანგავი ფოლადი, შავი უჟანგავი
  • ენერგო ეფექტურობის სერთიფიკატი

SAMSUNG-ის Family Hub მაცივარი

Samsung-ის საოჯახო მაცივარი შეგიძლიათ აღიქვათ, როგორც თქვენი ოჯახის სამზარეულოს კომიტეტის თავჯდომარე.

Samsung-ის Bixby  ჭკვიანი ხმის ასისტენტის დახმარებით, შეგიძლიათ დაავალოთ თქვენს მაცივარს დაამატოს საჭირო პროდუქტი სასურსათო სიაში, შეუკვეთოთ საკვები Grubhub-ზე ან ითამაშოთ პანდორა.

ჩვენს ტესტებში უმაღლესი შეფასება მიიღო მაცივარსა და საყინულეში  ტემპერატურის სუპერ მდგრადი შენარჩუნების ფუნქციამ, რაც აუცილებელია ჯანსაღი საკვებისთვის.

ძირითადი მახასიათებლები:

  • ზომა - 36 x 72 x 29 დიუმი
  • დიზაინი - თითის ანაბეჭდისადმი მდგრადი უჟანგავი და შავი უჟანგავი ფოლადი
  • ენერგო ეფექტურობის სერთიფიკატი

MAYTAG-ის Wide French Door მაცივარი

თუ გსურთ შედარებით ბიუჯეტური მაცივარი, Maytag-ის ეს მოდელი შესანიშნავი არჩევანია, თანაც ნამდვილად არ არის პატარა მაცივარი, მიუხედავად დაბალ ფასად ყიდვის შესაძლებლობისა .

მას აქვს დახრილი თაროები, ჩაშენებული წყლისა და ყინულის დისპენსერი ფილტრთან ერთად.

ჩატარებულ ტესტებში, მაცივრისა და საყინულის ფუნქციები და კონტროლი აკმაყოფილებს მოთხოვნილებებს, რომ ჯანსაღად შეინახოს და შეინარჩუნოს მალფუჭებადი პროდუქტი.

მისი მყარი კონსტრუქცია და მოქნილი თაროები სასიამოვნოსა და პროდუქტიულს გახდის სამზარეულოს საქმიანობას.

ძირითადი მახასიათებლები:

  • ზომა - 36 x 70 x 35 ინჩი
  • დიზაინი - თითის ანაბეჭდისასდმი მდგრადი უჟანგავი თეთრი და შავი ფოლადი
  • ენერგო ეფექტურობის სერთიფიკატი

პოპულარული მოდელები