თანამედროვე დიზაინთან შეხამებული სივრცის ეკონომია ჩასაშენებელ მიკროტალღურებში
December 16, 2020მიკროტალღური ღუმელის ყიდვა უკვე საკმაოდ რთული პროცესია და თუ ფიქრობთ ჩასაშენებელი მოდელის შეძენაზე, მაშინ აუცილებლად უნდა გაეცნოთ ჩვენს ბლოგს, სადაც წარმოგიდგენთ რამდენიმე სხვადასხვა ბრენდის მოდელებს.
აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ჩასაშენებელი მიკროტალღური ღუმელების შეძენა შესაძლებელია ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტზეც, სადაც ამჟამად წინასაახალწლო ფასდაკლებები მოქმედებს.
Hotpoint-Ariston MN 613 IX
პირველი მოდელი, რომელიც ჩვენს ჩამონათვალს ხსნის, ჩასაშენებელი მიკროტალღური Hotpoint-Ariston -ია, რომელიც საყოფაცხოვრებო ტექნიკის საკმაოდ პოპულარული ბრენდია.
ღუმელის შიდა საფარი დამზადებულია მინანქრისგან, რომელსაც დამატებით გრილის ფუნქცია აქვს. შიდა მოცულობა არ არის ძალიან დიდი, მაგრამ საკმარისია და საერთო ჯამში 22 ლიტრამდე მოცულობისაა. რაც შეეხება ენერგიას - მიკროტალღურის ენერგია 750 ვტ-ია.
არსებობს ისეთი პროგრამები, როგორიცაა გალღობა ან ავტომატური მომზადება. დამატებითი ფუნქციები კი მოიცავს კამერის განათებას, ასევე ბავშვებისგან დაბლოკვის ფუნქციას, რაც საკმაოდ პრაქტიკულია და საშუალებას გაძლევთ, უსაფრთხოების თვალსაზრისით, მშვიდად იყოთ.
Midea MI9252RGW-G
კიდევ ერთი ყველაზე გაყიდვადი ჩასაშენებელი მიკროტალღური ღუმელი Midea -სგან, რომელსაც ლამაზი დიზაინი აქვს და მარტივად მოერგება ნებისმიერ თანამედროვე ინტერიერს.
ღუმელის მოცულობა 25 ლიტრია, ხოლო სიმძლავრე - 900 ვატი. უჟანგავი ფოლადის კონსტრუქციის წყალობით, მოწყობილობა მრავალი წლის განმავლობაში გაძლებს.
გრილის ფუნქცია აღნიშნულ მოდელშიცაა წარმოდგენილი, რომლის სიმძლავრე 1000 ვატს აღწევს. მუშაობის დროს ხმაური მინიმუმამდეა დაყვანილი, რაც საკმაოდ სასიამოვნოა.
Electrolux EMT 25203 OK
მას შემდეგ, რაც მიმოვიხილეთ გარკვეული პოპულარული ბრენდები, შეუძლებელია უგულებელვყოთ Electrolux მიკროტალღური ღუმელი .
პირველ რიგში, ეს არის ცნობილი მწარმოებელი და მეორეც - არ შეიძლება არ აღინიშნოს მისი მიმზიდველი და თანამედროვე დიზაინი. 700 ვტ სიმძლავრით, შეუძლია მოგთავაზოთ კამერის 25 ლიტრიანი მოცულობა.
შეგიძლიათ დამოუკიდებლად შეცვალოთ სიმძლავრისა და მომზადების დონეები ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. ფუნქციურად ეს მიკროტალღური მარტივია, რომელსაც საკმაოდ ხელმისაწვდომი ღირებულება აქვს.
AEG KMR 721000 B
შემდეგი და ბოლო მოდელი ეს არის მიკროტალღური ღუმელი AEG -სგან, რომელსაც 1000 ვტ სიმძლავრე და 46 ლიტრი შიდა მოცულობა აქვს. დიასახლისების უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანი უპირატესობაა არა მხოლოდ ისეთი ძირითადი მახასიათებლები, როგორიცაა ავტომატური გალღობის ვარიანტი ან სენსორული პანელი, არამედ, წინასწარ დაპროგრამებული 28 რეცეპტი.
დიდი სამუშაო არეალი, მაღალი სიმძლავრე და ფართო ფუნქციონირება, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ უნდა განსაზღვროთ ისიც, რომ ამ ყველაფრის უკან მნიშვნელოვანი ფასიც იმალება.
Bosch-ის წამორების მიკროტალღურების მახასიათებლები, დადებითი და უარყოფითი მხარეები იხილით ბმულზე.
პოპულარული მოდელები