Side-by-Side მაცივრები - საუკეთესო მოდელები

თუკი თვეში 2-3 ჯერ ყიდულობთ საკვებ პროდუქტებს და თან დიდი რაოდენობით, მაშინ  აუცილებლად დაგჭირდებათ ფართო მოცულობის მაცივარი.  დღევანდელ ბლოგში წარმოგიდგნეთ  ინფორმაციას Side-by-Side მაცივრების შესახებ და უფრო დეტალურად გავიგებთ მათ ფუნქციურ მახასიათებლებს.

LG GC-B247 JVUV

LG  მაცივარი დამზადებულია ლითონისა და პლასტმასის მასალისგან , რომელიც აღჭურვილია ხაზოვანი ინვერტორული კომპრესორით და ნებისმიერ რეჟიმში ძალიან ეკონომიურად მუშაობს. გარდა ამისა, აქვს Total No Frost სისტემა, ხოლო გაგრილების სისტემა უზრუნველყოფს კამერის შიგნით ტემპერატურისა და ტენიანობის სწრაფ და სწორ განაწილებას.

მაცივრის მართვა ხდება გარე სენსორული ეკრანით, რომელსაც დამატებით ბავშვთა დაცვის ფუნქცია აქვს და შესაძლებელია სმარტფონიდან მართვაც.  ასევე გათვალისწინებულია ექსპრეს ყინვის ვარიანტი,  გაყინვის ტევადობა კი დღეში 12 კგ-ია. ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ, მაცივარი სიცივეს 10 საათის განმავლობაში ინარჩუნებს. ხმაურის დონე 41 დბ-ია.

ძირითადი მახასიათებლები:

  • ენერგიის მოხმარება 438 კვტ/სთ/წელი, A + კლასი;
  • ზომები 1790х912х717 მმ;
  • მაცივრის პალატის მოცულობა 394 ლ;
  • საყინულის მოცულობა 219 ლ;
  • წონა 115 კგ.

დადებითი მახასიათებლები:

  • კარგი შესრულება;
  • დიდი მოცულობა;
  • ელეგანტური დიზაინი:
  • მართვისა  და მომსახურების მოხერხებულობა;
  • საიმედოობა

მინუსები:

  • თავდაპირველი ჩართვისას შესაძლოა იგრძნოთ პლასტმასის სუნი;
  • თაროების სიმაღლის რეგულირება შეუძლებელია.

Samsung RS-552 NRUASL

ცნობილი ბრენდის - Samsung  მაცივარს  აქვს ელეგანტური დიზაინი, რომელიც წარმოდგენილია ვერცხლისა და შავი ფერის კომბინაციით. აღჭურვილია ინვერტორული კომპრესორით, რომელიც ოპტიმალურად მუშაობს. ტექნიკის სიმძლავრე საკმარისია დღეში 12 კგ-მდე საკვების გაყინვისთვის, ხოლო ხმაურის დონე არ აღემატება 41 დბ-ს.

მოდელს აქვს ფართო ფუნქციონირება, რომელიც მოიცავს პალატების ავტომატურ გალღობას, ორმაგ წრიულ გაგრილებასს და ვენტილაციის სისტემას.  ასევე არსებობს ინტენსიური გაყინვის რეჟიმი, ხოლო ტემპერატურის მაჩვენებლები წარმოდგენილია ეკრანზე.

ძირითადი მახასიათებლები:

  • ენერგიის მოხმარება 431 კვტ/სთ/წელი, A + კლასი;
  • ზომები 1789х912х700 მმ;
  • მაცივრის პალატის მოცულობა 341 ლ;
  • საყინულის მოცულობა 197 ლ;
  • წონა 117 კგ.

დადებითი:

  • დიდი მოცულობა;
  • სწრაფი გაყინვა;
  • ტემპერატურის პირობების ზუსტი შენარჩუნება;
  • დახვეწილი დიზაინი;
  • გამოყენების სიმარტივე;
  • საიმედოობა

მინუსები:

  • საყინულეში არ არის საკმარისი რაოდენობის უჯრა, ამიტომ ისინი ცალკე უნდა შეიძინოთ;
  • გარე ზედაპირზე რჩება ნათითურები.

Vestfrost VF 395-1 SBW

ძალიან ფართო თეთრი მაცივარი შედგება ორი დამოუკიდებელი აპარატისგან, რომელთა გაერთიანება შესაძლებელია ერთ სტრუქტურაში ან ცალკე განთავსება. პალატის კარები შეიძლება ორივე მხრიდან ჩამოკიდებული იყოს. მოდელს აქვს წვეთოვანი გალღობის სისტემა და No Frost საყინულისთვის. ჰაერის ვენტილაცია უზრუნველყოფს ტემპერატურის ერთგვაროვან განაწილებას მთელ პალატაში.

ძირითადი მახასიათებლები:

  • ენერგიის მოხმარება 477 კვტ/სთ/წელი, A + კლასი;
  • ზომები აწყობილ მდგომარეობაში 1860x1200x650 მმ;
  • მაცივრის პალატის მოცულობა 401 ლ;
  • საყინულის მოცულობა 280 ლ;
  • წონა 144 კგ.

დადებითი:

  • განსაკუთრებით დიდი ტევადობა ორივე პალატისთვის;
  • მაღალი დონის შესრულება;
  • გამოყენების სიმარტივე;
  • ერთობლივი და ცალკეული ინსტალაციის არჩევის შესაძლებლობა;
  • საიმედოობა.

მინუსები:

  • გარე ზედაპირზე რჩება ნათითურები;
  • პალატების ქვედა ნაწილები განათებულია ძალიან ცუდად;
  • სწრაფი გაყინვის რეჟიმში გამოსცემს დიდ ხმაურს;
  • მაღალი ფასი.

თუ შედარებით პატარა მაცივრის ყიდვით ხართ დაინტერესებული გაეცანით ჩვენს ბლოგს: 150 სმ-იანი მაცივრები - მიმოხილვები

პოპულარული მოდელები