საუკეთესო სმარტფონები ძლიერი ბატარეით
October 13, 2020ჩვენ შევისწავლეთ იმ საუკეთესო მობილურების შესაძლებლობები , რომლებსაც მძლავრი აკუმულატორები აქვთ და დატენვის გარეშე შეუძლიათ მინიმუმ დღე-ნახევარი ან ორი დღე მუშაობა.
დღევანდელ ბლოგში წარმოგიდგენთ მძლავრი აკუმულატორის მქონე მობილურებს , ხოლო აქვე შეგახსენებთ იმასაც, აღწერაში ჩამოთვლილი მოდელების პოვნა შეგიძლიათ ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის საიტზეც, სადაც სხვა თანამედროვე მოდელის ტელეფონებიც დაგხვდებათ, თან საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად!
Redmi Note 8
2019 წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სმარტფონი, რომელიც ბაზარზე საკმაოდ დაბალ ფასშია წარმოდგენილი. უნდა აღინიშნოს, რომ მოწყობილობას შუშის უკანა საფარი განსაკუთრებულად ლამაზ იერს სძენს. რაც შეეხება ეკრანს, საკმაოდ დიდია - 6.3 ინჩი, მაგრამ ჩარჩოები მაინც ვიწრო აქვს. ტელეფონი გამოირჩევა Snapdragon 665 პროცესორითა და უკანა 4 კამერით.
აკუმულატორი 4000 mAh სიმძლავრისაა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მოგემსახურებათ.
უპირატესობები:
- დახვეწილი დიზაინი;
- შესანიშნავი ეკრანი;
- შესრულების კარგი მაჩვენებელი;
- კამერა, რომელიც გამოირჩევა საინტერესო ფუნქციების სიმრავლით.
Honor 8X Max
Max სახელი გულისხმობს არა მხოლოდ ბატარეის დიდ ხანგრძლივობას, არამედ ეკრანის ზომასაც. Honor 8X Max -ს აქვს 7.1 დიუმიანი დისპლეი, რომელიც სიდიდით სმარტფონსა და ტაბლეტს შორის მერყეობს.
5000 mAh ელემენტის დამსახურებით, Honor მობილური მუშაობს საშუალოდ 1.5 დღის განმავლობაში , ხოლო ბატარეის სრულად დატენვას 2 საათზე მეტი დრო სჭირდება.
უპირატესობები:
- დიდი და მაღალხარისხიანი ეკრანი;
- მეხსიერების საკმარისი მოცულობა;
- კარგი ხმა.
ნაკლოვანებები:
- არ არის გათვალისწინებული NFC ფუნქცია.
Asus Zenfone Max Pro M2
Asus-ის Zenfone Max Pro ხაზმა შეიძლება კონკურენცია გაუწიოს Honor -სა და Redmi 7 -ს ან 8-ს. M2-ის მთავარი მინუსია წინა პანელის ცუდი დიზაინი, მაგრამ ტელეფონის უკანა მინის საფარი საკმაოდ ელეგანტურად გამოიყურება.
ეკრანი 6.26 ინჩიანია HD + რეზოლუციით, ხოლო სმარტფონის მუშაობაზე პასუხისმგებელია Snapdragon 660 პროცესორი. მოწყობილობა აღჭურვილია სუფთა Android OS-ით, ხოლო ორიოდე პროგრამაა მოწოდებული Asus-სგან. 5000 mAh ბატარეა უზრუნველყოფს 6 საათამდე ინტენსიურ მუშაობას. ანუ ნორმალურ რეჟიმში გარანტირებულია 1.5-2 დღიანი მუშაობა.
უპირატესობები:
- ელეგანტური უკანა საფარი;
- ლამაზი ეკრანი;
- სუფთა Android პროგრამა;
- აქვს NFC ფუნქცია;
- Snapdragon 660 პროცესორი
ნაკლოვანებები:
- არ აქვს სწრაფი ტენვის ფუნქცია.
Samsung Galaxy M30s
Galaxy M30s- ს აქვს უფრო მაგარი დიზაინი, ვიდრე წინა მოდელის სამსუნგის ტელეფონებს, მოწყობილობას აქვს შესანიშნავი AMOLED ეკრანი, NFC ფუნქცია და 48 მეგაპიქსელიანი სამმაგი კამერა.
ამასთან, ამ Samsung Galaxy- ს მთავარი სიამაყე 6000 mAh ბატარეაა, რომელიც იძლევა იმის საშუალება, რომ ტელეფონის ეკრანის ხანგრძლივობა 10-11 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომი იყოს. ანუ, დაახლოებით სრული 2 დღე მოგემსახურებათ.
უპირატესობები:
- ელემენტის განსაკუთრებული მოცულობა;
- აქვს NFC ფუნქცია;
- მაღალი რეზოლუციის სამმაგი კამერა;
- ღირსეული შესრულება;
- უნაკლო ეკრანი.
პოპულარული მოდელები