საუკეთესო სათამაშო კონსოლები
November 11, 2020თუ რამდენიმე წლის წინ სათამაშო კონსოლები მხოლოდ მარტივი გასართობი საშუალება იყო და დასასვენებელი დროის საინტერესოდ გატარებას გპირდებოდათ, დღეს უკვე თანამედროვე ტიპის კონსოლები გთავაზობთ სრულ „ჩაძირვას“ ალტერნატიულ რეალობაში.
განსაცვიფრებელი გრაფიკა და თანამედროვე აპარატურა ხელს უწყობს ეკრანის მეორე მხარეს მომხდარი ეფექტის გამძაფრებას. ჩვენ გთავაზობთ გაეცნოთ 2019 წლის საუკეთესო სათამაშო კონსოლების რეიტინგს, რომლებიც აღჭურვილია საუკეთესო ფუნქციებით, მახასიათებლებით და პარამეტრებით.
პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ არსებობს სტაციონარული და პორტატული მოდელები, თუმცა თავის მხრივ, კონსოლები ყველა მოთამაშისთვის სასურველი ვარიანტია, რომლებიც უკავშირდებიან ტელევიზორს, უზრუნველყოფენ ერთდროულად რამდენიმე მოთამაშის ჩართულობას და საშუალებას გაძლევთ ისიამოვნოთ კონკრეტული თამაშებით.
PlayStation 4 Pro
ფასისა და ხარისხის თანაფარდობის თვალსაზრისით, PlayStation 4 PRO საუკეთესო სათამაშო კონსოლია, თუმცა არა იმდენად მისი შესაძლებლობებით, არამედ კონკურენტების სიმცირის გამო.
PS4 PRO -ის საშუალებით ყველა მომხმარებელს შეუძლია მიიღოს უნივერსალური კონსოლი, რომელიც უზრუნველყოფს ნებისმიერი თანამედროვე თამაშების ჩართვას ტელევიზორში (სხვათა შორის, შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი წინა ბლოგი, რომელშიც თავი მოვუყარეთ თამაშებისთვის განკუთვნილ ტელევიზორებს ).
უარყოფითში შეიძლება მოვისაზროთ ის, რომ თანამედროვე თამაშების საშუალო ღირებულება DLC-ის გარეშე საკმაოდ მაღალია, მაგრამ ეს არ ეხება ყველა კონსოლს.
დადებითი მხარეები:
- ფასისა და ხარისხის თანაფარდობა;
- 4K ფუნქცია;
- 3D რეჟიმის მხარდაჭერა;
- 1000 გბ მყარი დისკი.
Xbox One X
Microsoft-მა გამოაქვეყნა თავისი რევოლუციური Xbox One X , რომელიც ერთ-ერთი ძლიერი სათამაშო კონსოლია. მოდელს აქვს უფრო კომპაქტური ზომები, ვიდრე მის მთავარ კონკურენტს.
Xbox One X-ის მთავარი უპირატესობაა 4K მხარდაჭერა და მეტად მძლავრი აპარატურა. ელეგანტური დიზაინი, კარგი მახასიათებლები და კომპლექტაცია სრულად შეესაბამება ფასს. უფრო მეტიც, ნებისმიერი თამაში, რომელსაც იყიდით კონსოლისთვის, შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ კომპიუტერზე ან ლეპტოპზე სათამაშოდ.
დადებითი მხარეები:
- ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოდელი;
- 4K მხარდაჭერა;
- 3D მხარდაჭერა;
- კარგი თამაშების ჩამონათვალი.
მინუსები:
- ნაკლები ექსკლუზიურობა.
PlayStation 4 Slim
PlayStation 4 Slim სინამდვილეში Sony-ს მეოთხე თაობის კონსოლის კომპაქტური ვერსიაა, ოღონდ განახლებული დიზაინითა და უფრო მცირე კორპუსით. მოდელში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შესულა. ამიტომ, როგორც მომხმარებლები აღნიშნავენ, მწარმოებელმა გადაწყვიტა ძველი Playstation 4 უფრო თანამედროვე გარსით წარმოედგინა.
კომპლექტში შედის იგივე ფირმის გეიმპადი - Sony DualShock 4. გარდა ამისა, ცალკეც იყიდება რამდენიმე სხვადასხვა კომპლექტაციის, რომელიც თქვენი გემოვნებიდან გამომდინარე შეგიძლიათ აარჩიოთ.
დადებითი მხარეები:
- ხელმისაწვდომი ფასი;
- კარგი გრაფიკა;
- მსუბუქი და კომპაქტური;
- ხშირი განახლებები.
მინუსები:
- pro და One X-ზე უფრო სუსტი.
რჩევები, თუ როგორ ვიყიდოთ სათამაშო კონსოლი, იხილეთ ბმულზე.
პოპულარული მოდელები