საუკეთესო ორმაგი და სამმაგი თმის სახვევები

ორმაგი და სამმაგი თმის სახვევები შესაფერისია მოცულობითი სტილის შესაქმნელად. მათი დახმარებით შეგიძლიათ გააკეთოთ ეგრეთწოდებული <პლაჟური ტალღები> ან შექმნათ იდეალური ვარცხნილობა.

გარდა ამისა, ორმაგი ან სამმაგი სახვევების საშუალებით, ვარცხნილობის გაკეთებას გაცილებით ნაკლები დრო სჭირდება.

BaByliss PRO BAB2269TTE - მშვენიერი 3D ტალღებისთვის

თმის სახვევის სამუშაო ზედაპირი დაფარულია ტიტან-ტურმალინის საფარით, რომელიც უზრუნველყოფს ხანგრძლივ მუშაობასა და სითბოს თანაბრად განაწილებას. ტალღოვანი სახვევის საშუალებით კი, შესაძლებელია შესანიშნავი შედეგის მიღება სალონში სტუმრობის გარეშეც.

სამუშაო ფირფიტების დიამეტრია 22/19/22 მმ, ხოლო მოწყობილობას აქვს მუშაობის ხუთი  რეჟიმი 140-დან 220°C-მდე.

უპირატესობები:

  • ფართო სამუშაო ტემპერატურის დიაპაზონი;
  • იონიზატორი;
  • რეზინისებური სახელური;
  • ავტომატური გამორთვა 72 წუთის შემდეგ;
  • მბრუნავი კაბელი 2.7 მ სიგრძისაა.

თმის სახვევი განკუთვნილია ძირითადად თხელი თმის მფლობელებისთვის, რადგან მოწყობილობის წყალობით შეგიძლიათ შექმნათ მოცულობითი ვარცხნილობა.

Dewal 03-220B - მოდური რეტრო სტილისთვის

ცნობილი გერმანული ბრენდის კომპაქტურ, სამმაგ ტალღოვან უთოს კერამიკული საფარი აქვს, რომლის დიამეტრი 10 მმ-ია, რაც საშუალებას გაძლევთ შექმნათ პატარა ტალღოვანი ხვეულები და მოცულობითი თმის ვარცხნილობა.

უპირატესობები:

  • ხანგრძლივი ეფექტი;
  • Dewal შესაფერისია საშუალო სიგრძის თმის მფლობელებისთვის;
  • კომფორტული სახელურები;
  • კომპაქტურობა (თმის სახვევის ზომა 20 სმ-ია).

ნაკლოვანებები:

  • თერმოსტატი არ აქვს და გათვალისწინებულია  მხოლოდ ერთი სამუშაო რეჟიმი (190 ° C).

Wuller Maven (WP.511-DL) - შესანიშნავად განსაზღვრული ხვეულები

პროფესიონალური თმის სახვევი უთო  გათბობის ორი ელემენტით, რომელიც შექმნილია ცნობილი გერმანელი მწარმოებლის მიერ. კერამიკულ-ტურმალინის საფარით თმა ხდება აბრეშუმისებრი და ანტისტატიკური.

თერმოსტატი საშუალებას გაძლევთ შეარჩიოთ გათბობის ოპტიმალური ტემპერატურა 80-დან 210 °C- მდე.

უპირატესობები:

  • დასაკეცი საყრდენი;
  • ავტომატური გამორთვა;
  • თმის ნაზი მოვლა;
  • LED დისპლეის არსებობა.

ნაკლოვანებები:

  • მოითხოვს გამოყენების უნარს.

Wuller Maven თმის დასახვევი  რეკომენდირებულია გრძელი თმის მფლობელებისთვის, რომელთაც სურთ მიიღონ შესანიშნავი ეფეტქი. როგორც წესი, აღნიშნული მოწყობილობა გამოიყენება პროფესიონალების მიერ და არა სახლში.

Scarlett SC-HS60604 - ახალი სახე ყოველდღე

მოდელი, რომელიც შეიძლება გამოიყენოთ თმის დასახვევად, ღერების გასასწორებლად ან გოფრირებისთვის. სასურველ ტემპერატურას 60 წამში აღწევს (160 ან 180 ° C), ხოლო სამუშაო ელემენტების კერამიკული საფარი იცავს თმას გადახურებისგან.

უპირატესობები:

  • კომპაქტურობა და მრავალფეროვნება;
  • ტემპერატურის ორი რეჟიმი;
  • ავტომატური გამორთვა;
  • არ არის საჭირო დანართების შეცვლა.

ნაკლოვანებები:

  • ვერ უმკლავდება უხეშ თმას.

Scarlett - საუკეთესო ვარიანტია საშუალო სიგრძის თმისთვის დასახვევად. ასეთი სახვევი დაგეხმარებათ რადიკალურად შეცვალოთ თქვენი ვარცხნილობა ყოველდღე ან ორ დღეში ერთხელ. კერამიკული საფარი კი საშუალებას გაძლევთ პერიოდულად (მაგრამ არა რეგულარულად) გამოიყენოთ ჰიბრიდული მაშები ოდნავ დასუსტებულ თმაზე.

დაინტერესების შემთხვევაში გაეცანით ჩვენს წინა ბლოგს:რომელი თმის სახვევის ყიდვა სჯობს - მოდელების მიმოხილვა

პოპულარული მოდელები