საუკეთესო კოაქსიალური დინამიკები ავტომობილისთვის

ავტომობილის მოყვარულებმა კარგად იციან რამდენად სასიამოვნოა საუკეთესო დინამიკებზე გემოვნებიანი სიმღერის მოსმენა.

Isurve.ge ბლოგებში საკმაოდ ხშირად განვიხილავთ სხვადასხვა მწარმოებლის დინამიკებს, რომელთა შეძენა შესაძლებელია ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტზეც. დღეს კი გვსურს კონკრეტულად კოაქსიალური დინამიკები განვიხილოთ, რომლებიც  სხვა ტიპის დინამიკებთან შედარებით დაბალი ღირებულებისაა.

Alpine SPR-50

Alpine  დინამიკი  ავტომობილის ერთ-ერთი საუკეთესო მოდელია. ორმხრივი კოაქსიალური დინამიკის სისტემა კი აწარმოებს მაღალ ენერგიასა და სუფთა ხმას. მოდელი საკმაოდ ძველია, ამიტომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი გამოცდილია წლების განმავლობაში.

მახასიათებლები:

  • მრავალშრიანი კონუსი;
  • დაბალი დამახინჯების ფაქტორი;
  • იდეალურია კარების ფსკერზე დასამონტაჟებლად.

Hertz DCX 165.3

დინიკამიკი Hertz DCX 165.3 გამოირჩევა კარგად გააზრებული ტექნოლოგიებით. კოაქსიალური დინამიკები სტანდარტული აუდიო სისტემის შესანიშნავი მოდიფიკაციაა, რომლის მგრძნობელობა უფრო მაღალია, ვიდრე წინა მოდელის. დინამიკები კარგად თავსდება ნებისმიერ ადგილებში.

მახასიათებლები:

  • ცელულოზისგან დამზადებული დიფუზორი, რომელსაც ტენიანობისგან დამცავი მასალა აქვს;
  • დინამიკის ფერიტის მაგნიტი რეზინის საფარისაა, რომელიც იცავს მექანიკური დაზიანებისგან;
  • ტვიტერი წარმოდგენილია ნეოდიმის მაგნიტით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი სიხშირის ზუსტ რეპროდუქციას.

Focal RCX-165

16 სმ დიამეტრის ორმხრივი დინამიკი, რომელსაც კომპაქტური ზომა აქვს (ინსტალაციის სიღრმის ჩათვლით). მოდელი საშუალებას მოგცემთ უპრობლემოდ შეცვალოთ სტანდარტული მანქანის აუდიო სისტემა . დიზაინი კი ამ მოდელს წარმოუდგენლად ელეგანტურს ხდის.

მახასიათებლები:

  • დინამიკებზე დამცავი მასალების არსებობა;
  • დიდი ხმის შემთხვევაში, აქვს მაღალი მგრძნობელობა;
  • ნაკრები მოიცავს დასამონტაჟებელ საჭირო ხრახნებს.

Magnum MBS 6.5

ავტომობილის დინამიკები Magnum MBS 6.5 მიეკუთვნება მწარმოებლის ძირითად სერიას, რომელსაც რბილი და მდიდარი ხმა აქვს. დინამიკის მოდელის შემუშავებისას, დიზაინი განიხილეს ისე, რომ მაღალი სიმძლავრის დინამიკებთან დაკავშირების საჭიროება არ გახდეს.

 

მახასიათებლები:

  • ტვიტერის გუმბათი დამზადებულია აბრეშუმისგან;
  • ქაღალდის დიფუზორს აქვს პრიალა დამცავი საფარი;
  • ჩამონტაჟებული აქვს პირველი რიგის კროსოვერი;
  • მაგნიტის დამცავი საფარი.

ავტომობილის საუკეთესო კომპონენტური დინამიკები

კომპონენტური აუდიო სისტემა შედგება სხვადასხვა სიხშირის დიაპაზონის მქონე დინამიკებისგან, რომლებიც დამონტაჟებულია ავტომობილის სხვადასხვა ნაწილში. ეს ვარიანტი, კოაქსიალური დინამიკებისგან განსხვავებით, უფრო მეტ ადგილს იკავებს, მაგრამ შესაფერისია მაღალი ხარისხის ხმის მოყვარულთათვის.

Audison Prima APK 165

რეიტინგის ყველა წინა დინამიკებისგან განსხვავებით, ეს მოდელი გათვლილი არა დამწყებთათვის, არამედ ნამდვილი მცოდნეებისთვის, რომლებმაც კარგად იციან ხარისხიანი დინამიკების ფასი . Audison Prima APK 165 საკმაოდ ძვირია, მაგრამ ბუნებრივი, კაფიო და  დეტალური ხმა აქვს.

მახასიათებლები:

  • ტვიტერს დიდი ზომის დიფუზორი აქვს, რომელიც გამოირჩევა ფართო გარსით;
  • midbass შექმნილია საზომი კომპლექსის გამოყენებით, ამიტომ დინამიკი არ საჭიროებს მაღალ გამტარ ფილტრს;
  • სამაგრ კალათას აქვს ანტირეზონანსული და ანტიკოროზიული საფარი.

პოპულარული მოდელები