რომელი დარტყმითი დრელის შეძენაა უკეთესი? - რეკომენდაციები
September 19, 2020ერთი შეხედვით, დარტყმითი დრელის მრავალფეროვნება არ ითვალისწინებს მნიშვნელოვან განსხვავებებს ან სხვადასხვა ტიპის მოდელების არსებობას. გასათვალისწინებელია მხოლოდ ის, თუ რა მასალებთან უნდა იმუშაოთ ყველაზე ხშირად: ხეზე, პლასტმასზე, აგურზე თუ ლითონზე.
დარტყმითი ბურღი არ უნდა იყოს გაიგივებული პერფორატორთან. მისი გამოყენება დაუშვებელია ისეთ მასალებთან მუშაობისას, რომლებიც შესაძლოა ადვილად გაიბზაროს (თიხის ან კერამიკული ფილები).
ხელსაწყოს ძრავის სიმძლავრე შეიძლება მერყეობდეს 400-დან 1500 ვტ-მდე. უფრო მკვრივ და ძლიერ მასალებთან მუშაობისას კი დაგჭირდებათ უფრო ძლიერი დრელი .
მოწყობილობის გადაცემათა კოლოფს შეიძლება ჰქონდეს ერთი ან ორი სიჩქარე. მეორე ვარიანტი უფრო პროფესიონალ მოდელებს აქვთ, რომლებიც ფუნქციათა მრავალფეროვნებით გამოირჩევიან.
შერჩევისას ასევე გირჩევთ ყურადღება გაამახვილოთ მოდელის რამდენიმე დამატებით მახასიათებელზე , რომლებიც არ ცვლიან ხელსაწყოს ტექნიკურ პარამეტრებს, მაგრამ მნიშვნელოვნად ამარტივებენ მუშაობის პროცესს.
ეს მახასიათებლებია:
- საბურღი სიჩქარის მარეგულირებლის არსებობა;
- რეზინის ბალიშები;
- საპირისპირო როტაციის ფუნქცია (რევერსი);
- გადატვირთვისაგან დაცვა;
- საბურღი სიღრმის მარეგულირებელი.
შერჩეული მოდელის ყველა ეს მახასიათებელი დაზოგავს ენერგიას და გაახანგრძლივებს მოწყობილობის გამოყენების ვადას.
და ბოლოსკენ, წარმოგიდგენთ რამდენიმე კონკრეტული მოდელის განხილვას
DAEWOO DAD 950
ამ მოდელის დრელს შესანიშნავი სიმძლავრე - 950 ვტ აქვს და დარტყმის სიხშირე წუთში 49000 მდეა. მოწყობილობის ბრუნვა 14 ნმ-მდე აღწევს, რაც საშუალებას აძლევს მოწყობილობას წარმატებით გაუმკლავდეს მკვრივ მასალებს.
უპირატესობები:
- საიმედო ფიქსაცია;
- სიჩქარის მარეგულირებელი;
- მაღალი სიმკვრივის მქონე მაგნიუმის შენადნობის კორპუსი;
- დაწყების ღილაკის დაფიქსირება
ნაკლოვანებები:
- საკმაოდ მძიმეა
DAEWOO დარტყმით დრელს შეუძლია სხვადასხვა მასალასთან მუშაობა, რომელიც ამავე დროს გამძლე და ფუნქციონალური მოწყობილობაა. შესანიშნავი დამხმარეა სახლის პირობებში სამუშაოდ.
METABO SBEV 1300-2 - დაბალი ფასი, მაღალი სიმძლავრე
საიმედო გერმანული მოდელის დარტყმითი ბურღი აღჭურვილია მტვრისგან და გადახურებისგან დამცავი მექანიზმით . მოწყობილობის ბრუნვა კი 44/16 ნმ აღწევს (დამოკიდებულია დადგენილ სიჩქარეზე).
უპირატესობები:
- ალუმინის მძლავრი გადაცემათა კოლოფი;
- გადატვირთვისგან დაცვა;
- უსაფრთხოების ნორმები;
- გამძლეობა
ნაკლოვანებები:
- დიდი ზომები
Metabo დარტყმითი დრელი ძალიან საიმედო მოდელად ითვლება და ნებისმიერ სირთულეს მარტივად უმკლავდება. შედარებით დაბალი ღირებულება და ხარისხი შესანიშნავ კომბინაციას ქმნიან.
BOSCH GSB 24-2 - უსაფრთხო და ეკონომიური დრელი
მოდელს აქვს მთელი რიგი დამცავი თვისებები, მათ შორის KickBack Control სისტემა. მცირე ღირებულებითა და ზომით, საბურღი გამოიმუშავებს 1100 ვატ სიმძლავრეს.
უპირატესობები:
- ნაკლები ვიბრაცია;
- შედარებით დაბალი ფასი;
- გამძლე ლითონის კორპუსი.
ნაკლოვანებები:
- დატვირთვის მომატებასთან ერთად, ბრუნვის სიჩქარის მნიშვნელოვნად ეცემა
Bosch დრელი შესანიშნავია ნებისმიერი სირთულის მასალებთან სამუშაოდ, რომელიც საიმედო და უსაფრთხო მოწყობილობაა.
MAKITA 8406 С - ნამდვილი პროფესიონალების ინსტრუმენტი
დრელი MAKITA შეიძლება გამოიყენოთ თითქმის ნებისმიერი მასალის გასაბურღად. დაწყებული ხის მასალებით, დასრულებული რკინაბეტონით. შესაძლებელია ნებისმიერი ხვრელების 152 მმ დიამეტრამდე გაბურღვა. ინსტრუმენტი აღჭურვილია 1400 W ძრავით, რომელიც ბურღვის რეჟიმში 4000 rpm-მდე სიჩქარეს ავითარებს.
უპირატესობები:
- ძრავის მაღალი სიმძლავრე;
- სიჩქარის ავტომატური კონტროლი;
- მუდმივი ბრუნვის სიჩქარის ფიქსაცია;
- ვიბრაციის ნაკლებობა.
ნაკლოვანებები:
- მოკლე კაბელი;
- მაღალი ფასი
Black & Decker GoPak 12V - კომპაქტური, მსუბუქი, ფუნქციური დრელი
მოწყობილობის წონა სულ რაღაც 1.2 კილოგრამია, რომელსაც წუთში 1350 მდე ბრუნის შესრულება შეუძლია. გარდა ამისა, გათვალისწინებულია ბურღი სახრახნისის რეჟიმი რომელსაც ბრუნვის 10 პოზიცია აქვს.
უპირატესობები:
- მრავალფუნქციურობა;
- მობილობა;
- მარტივად გამოყენების შესაძლებლობა.
ნაკლოვანებები:
- მაღალი ფასი.
Black & Decker დრელი მრავალფუნქციური მოწყობილობაა, რომელიც განკუთვნილია საოჯახო სამუშაოებისთვის, რომელიც აერთიანებს მუშაობის სამ რეჟიმს და შესანიშნავია ყოველდღიური მოხმარებისთვის.
პოპულარული მოდელები