როგორ შევარჩიოთ საუკეთესო ბლენდერი?
March 02, 2020პურის საცხობი ღუმელი, სარეცხი მანქანა, მიქსერი, ტელევიზორი და მაცივარიც კი დიდი ხანია დამკვიდრებული მოწყობილობებია ქართველი ოჯახში, მაგრამ გლობალიზაციამ და ტექნოლოგიებმა ჩვენი სამზარეულოს იარაღებშიც შემოიტანა ინოვაციები. ერთ-ერთი ასეთია სწორედ ბლენდერი, რომელიც უცხოელებისთვის უკვე ყოველდღიურობის ნაწილად იქცა.
ბლენდერი, (ან მისი ერთ-ერთი ვარიაცია - სამზარეულოს კომბაინი) - შეიძლება ითქვას სპეციალურად კომფორტისთვის შექმნილი ნივთია. მისი საშუალებით ხომ ჩვენ უამრავი დროის დაზოგვას ვახერხებთ, რომ არაფერი ვთქვათ იმ კერძებზე რომლებიც მხოლოდ მისი გამოყენებით მზადდება. იგი ფაქტიურად დიასახლისისთვის მესამე ხელის ფუნქციას ასრულებს, და თითქოს ერთი ან რამოდენიმე მბრუნავი პირის მქონე გაჯეტი უამრავი სხვადასხვა მანუალური ფუნქციის შეთავსებას ახერხებს.
ხილფაფის მომზადება (ბავშვისთვის ან უფროსისთვისაც), ნებისმიერი სახის მყარი პროდუქტის დაქუცმაცება, პიურე, სალათები, ჰუმუსი და ისეთი ტრადიციული კერძი კი როგორიც აჯიკაა - ბლენდერის სამყაროს შემადგენელ ნაწილებად იქცა.
ბლენდერის შერჩევისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი რასაც აკვირდებიან არის მისი კომპაქტურობა (განსაკუთრებით დღევანდელ დროს, სამზარეულოს შედარებით მცირე ზომებში ჩასატევად). ასევე აუცილებელია წინასწარ გამოიკვლიოთ თუ რამდენად ადვილია მისი მოვლა. ტექნიკური კომპონენტები, როგორიცაა პროდუქტების დაქუცმაცების ხარისხი და სისწრაფე ასევე ნამდვილად ყურადსაღები ფაქტორებია.
ორი სახის ბლენდერები გვხვდება: სტაციონარული და ჩასატვირთი (ე.წ. ხელის ბლენდერი )
სტაციონარული ბლენდერი გამოიყენება კოქტეილის მოსამზადებლად და მყარი პროდუქტის დასაქუცმაცებლადაც. ის დამოუკიდებლად ასრულებს თავის ფუნქციას, ხელში დაჭერის გარეშე. ხშირად სტაციონარულ ბლენდერებს გააჩნიათ თვითწმენდის ფუნქცია, რაც კიდევ უფრო ამარტივებს მათ მოხმარებას.
ამ ტიპის ბლენდერების შემადგენელი ნაწილია მათი ჯამი, რომელიც შეიძლება სხვადასხვა მასალისგან იყოს მომზადებული. მინის ჯამის საკმაოდ კარგი ვარიანტია - ის არ იკაწრება, და არც არომატებით არ ჯერდება მომზადებული საკვებისგან, თუმცა მეორეს მხრივ, საკმაოდ მძიმეა. პლასტმასის ბლენდერი მინის სრული ანტიპოდია - მსუბუქი, მაგრამ ნაკაწრებისა და სუნის გაჩენის რისკით. თუმცა, კარგად მოვლის შემთხვევაში თითოეული ჯამი უპრობლემოდ გემსახურებათ ბლენდერის სიცოცხლის ბოლომდე.
ხელის ბლენდერის ძირითადი უპირატესობა კომპაქტურობაა. მისი დახმარებით ადვილად მზადდება პიურეები და სოუსები, თუმცა ასევე გამოიყენება თხილისა და ნიგვზის დასაქუცმაცებლად. ხელის ბლენდერი ძირითადად მეტალის ან პლასტმასის მასალისაა. მეტალის ბლენდერი, რასაკვირველია, უფრო დიდ ხანს ძლებს პლასტმასთან შედარებით, თუმცა სხვაობა ისევ წონაშია - რამდენად კომფორტულად იგრძნობთ თავს მეტალის ნივთის ხელში დიდხანს ჭერით?
უშუალოდ ბლენდერის მოვლას რაც შეეხება, თუ თქვენს ბლენდერს გააჩნია თვითწმენდის ფუნქცია
, თქვენ აღარ მოგიწევთ ზედმეტი შრომა და ბასრ დანებთან შეხება. ბლენდერის გამოყენების შემდეგ ჯამში უნდა ჩაასხათ თბილი წყალი, ხელი დავაჭიროთ თვითწმენდის ღილაკს და ჯამი ფაქტიურად თვითონ გაიწმინდება. ასეთი ღილაკის არარსებობის შემთხვევაში ეს პროცესი აუცილებელია რომ მანუალურად ჩატარდეს.
პოპულარული მოდელები