რობოტი მტვერსასრუტები - დამატებითი კომფორტი და წესრიგი თქვენი სახლისთვის
December 01, 2020რობოტი მტვერსასრუტი ადამიანის სამუშაოს გარკვეულ ნაწილს ასრულებს და ხელს უწყობს სახლში წესრიგის დაცვას.
ჩვენს მიერ წარმოდგენილი მტვერსასრუტების რეიტინგი დაგეხმარებათ შეარჩიოთ საუკეთესო რობოტი მტვერსასრუტი , რომელიც დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს ფასისა და ხარისხის თანაფარდობის თვალსაზრისით.
როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტები და რა ს უნდა მივაქციოთ ყურადღება?
თანამედროვე მოწყობილობის შეძენამდე ყურადღება მიაქციეთ შემდეგ პარამეტრებს:
- ძალა - 20W-იანი რობოტი მტვერსასრუტები კარგად აგროვებენ ნამსხვრევებს;
- ავტონომია - ზოგიერთ მოდელს შეუძლია თავად მივიდეს დასამუხტ ბაზაზე, ხოლო ზოგიერთს - არა. ასეთ შემთხვევაში, მოგიწევთ მათი ხელით გადატანა;
- მართვა - შესაძლებელია აპლიკაციებით;
- ნავიგაცია - ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ, შეუძლია თუ არა მოწყობილობას შექმნას ოთახის რუკა;
- აკუმულატორის სიმძლავრე - რაც უფრო მეტი ოთახი იქნება თქვენს სახლში ან ბინაში, მით უფრო დიდხანს დასჭირდება დასუფთავება;
- დამატებითი ფუნქციები - ტაიმერი, დასუფთავების გრაფიკი კვირის დღის მიხედვით, მშრალი ან სველი წმენდა, ტურბო რეჟიმი.
Xiaomi Mi Robot Vacuum Cleaner
აკუმულატორის სრული დატენვის შედეგად, უწყვეტად მუშაობს 2.5 საათი. ელემენტების ამოწურვის შემდეგ, ხმოვანი სიგნალი ააქტიურდება და მტვერსასრუტი უბრუნდება დასამუხტ ბაზას.
ლაზერული სენსორის გამოყენებით, მოწყობილობა ითვლის მანძილს დაბრკოლებებამდე. კომპლექტში შედის გვერდითი და ელექტრო ჯაგრისები. ჩამონტაჟებულია სწრაფი წმენდის რეჟიმები და მოწყობილობა ითვლის მუშაობისთვის საჭირო დროს.
მართვა ხდება აპლიკაციის გამოყენებით - “Smart Home” სისტემით. დაწყებისთანავე, იგი დამოუკიდებლად ქმნის ოთახის რუკას, შემდეგ კი მეთოდურად გადის თითოეულ სანტიმეტრს.
პარამეტრების გადატვირთვა ხდება ელექტროენერგიის გამორთვის შემდეგ. ჩართვისას კი მტვერსასრუტი კვლავ ათვალიერებს ადგილს და მომხმარებელი ისევ შედის სასურველ პარამეტრებში, რათა გააქტიუროს ისინი.
ძირითადი მახასიათებლები:
- კონტეინერის მტვრის მოცულობა - 0.42 ლ;
- ელემენტის ხანგრძლივობა - 150 წთ;
- მტვერსასრუტის ზომებია - 34.50×34.50×9.60 სმ;
- სენსორის ტიპი - ინფრაწითელი/ულტრაბგერითი.
დადებითი:
- მაღალი ხარისხის დასუფთავება;
- ადვილად იწმინდება;
- შეწოვის ენერგიის რამდენიმე რეჟიმი.
მინუსები:
- მტვერსასრუტი ხელით უნდა მიიტანოთ დასამუხტ ბაზაზე თუ დასუფთავება დასრულებულია სხვა ოთახში.
Kitfort KT-533
მტვერსასრუტი Kitfort შექმნილია მშრალი და სველი წმენდისთვის. კორპუსი აღჭურვილია რბილი მასალებით, რომელიც იცავს შემთხვევითი შეჯახებისგან.
დამუხტვის შემდეგ, 2 საათის განმავლობაში უწყვეტად მუშაობხ, რომლის შემდეგაც მტვერსასრუტი ავტომატურად ბრუნდება დასატენ ბაზაზე.
ნაკრებში შედის ელექტრო ფუნჯი, რომელიც ტურბო რეჟიმში გამოიყენება. მართვა ხდება დისტანციური მართვისა და თავად მოწყობილობის ფუნქციების გამოყენებით. მტვერსასრუტი აღჭურვილია ადგილობრივი დასუფთავების რეჟიმითა და ტაიმერი.
ადვილად გადალახავს დაბალ (3 სანტიმეტრამდე) დაბრკოლებებს და უმკლავდება მაღალი წყობის ხალიჩებსაც.
ძირითადი მახასიათებლები:
- კონტეინერის მოცულობა - მტვრისთვის 0.30 ლ, წყლისთვის 0.30 ლ;
- კვების ელემენტის ხანგრძლივობა - 120 წთ;
- მტვერსასრუტის პარამეტრებია - 31.50×31.50×7.10 სმ;
- სენსორის ტიპი - ინფრაწითელი / ულტრაბგერითი.
დადებითი:
- ხმაურის დაბალი დონე;
- აქვს ტურბო რეჟიმი;
- ტევადი ბატარეა, რომელიც 2 საათზე მეტხანს ძლებს.
მინუსები:
- მტვრის პატარა კონტეინერი.
პოპულარული მოდელები