რატომ არის საჭირო სათამაშო ბავშვის განვითარებისთვის?
September 06, 2019ალბათ, ყველას გვახსოვს ფილმი „თოჯინები იცინიან“ ერთ-ერთი მონოლოგი, რომელიც ღიმილსაც კი გვგვრის ბაგეებზე: „რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი განუვითარებელი? იმიტომ, რომ მას არ ჰქონდა სათამაშო!“.
მართალია, ეს ფრაზა კომუნისტურ რეჟიმზე მორგებულია და პირდაპირ ემსახურება იდეოლოგიურ მრწამსს, მაგრამ თუ ფორმირებას მოვახდენთ, მასში შეგვიძლია ვიპოვოთ პატარა სიმართლის მარცვალი - სათამაშო აუცილებელია ბავშვის განვითარებისთვის. რატომ? ზუსტად ამაზე მინდა გესაუბროთ.
სათამაშო არ წარმოადგენს მხოლოდ გასართობ საშუალებას. მათი უმეტესობა უზრუნველყოფს რაღაცების სწავლის შესაძლებლობასაც. საუკეთესო სათამაშო აყალიბებს ბავშვის გრძნობებსა და ფანტაზიებს, ასევე ხელს უწყობს სხვებთან ურთიერთობებს.
ჩვილები და სათამაშოები
ჩვილებს დიდი სურვილი აქვთ შეიცნონ სამყარო, მათ ძალიან ბევრი აქვთ სასწავლი. ყოველი ახალი ფორმა, ფერი, მატერია, გემო და ხმა მათთვის ახალი გამოწვევაა. თუ თქვენს შვილს მისცემთ უსაფრთხო სათამაშოს, ის ახალი გრძნობებისა და ინსტიქტების ჩამოყალიბების საწინდარი იქნება.
ჩვილებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ნივთები, ჩხირები და მუსიკალური, მკვეთრი ფერის სათამაშოებია. ზრდასთან ერთად, ჩვილებს შეუძლიათ გამოიყენონ სათამაშოები მიზეზების, მუდმივობისა და ურთიერთდამაკავშირებელი გარემოებების შესასწავლად. მათ ასევე სჭირდებათ კუბიკების მაგვარი ობიექტები, რათა ჩამოუყალიბდეთ თვალის სიზუსტე.
1-3 წლამდე ბავშვები და სათამაშოები
ჩვილებთან შედარებით 1-3 წლამდე ბავშვებს სათამაშოების უფრო ფართო არჩევანი აქვთ. არ შეგეშინდეთ თუ ამ ასაკის ბავშვი ჩვილობის დროინდელი სათამაშოთი დაიწყებს თამაშს! კუბიკებმა შესაძლოა მათ ახალი ხედვა, უნარები და ნივთებისადმი გრძნობები ჩამოუყალიბოს, ისეთი, რომელზეც აქამდე არც კი უფიქრიათ.
მაგრამ საჭიროა სათამაშოები, რომლებიც მათი ასაკისთვისაც შესაფერისი იქნება, მაგალითად საძერწი. ისინი დაიწყებენ ფორმების შექმნას თავიანთ ფანტაზიაზე დაყრდნობით.
კარგია ასევე სხვადასხვა ფორმის ფიგურები, რომელთა დახმარებითაც ბავშვებს ამ ფიგურების სახელებს ვასწავლით ( მაგ.: ცხოველები, ფრინველები, ხილი და ა.შ.). ერთ-ერთი აქტუალური და საუკეთესო სათამაშოა ე.წ. ლეგო, რომელიც ანვითარებს ფერებისა და სიმეტრიის აღქმას.
სკოლამდელი ასაკის ბავშვები და სათამაშოები
როდესაც ბავშვები მიაღწევენ სკოლამდელ ასაკს, საჭიროა ისწავლონ ანბანი და ციფრები, ასევე გამოიმუშავონ მეცადინეობის უნარები. არსებობს უამრავი სათამაშო, რომელიც ხელს უწყობს მსგავსი უნარების შექმნას (მაგალითად, ანბანის პაზლები, ფერადი ციფრები და ა.შ.). მათი დახმარებით სწავლა მეტად უფრო სახალისო და მარტივია. ამით შეგიძლიათ ბავშვი სკოლისათვის ბევრად ადვილად მოამზადოთ.
სკოლის ასაკის ბავშვი და სათამაშოები
როდესაც ბავშვი სკოლის ასაკს მიაღწევს, ამ დროსაც დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად შერჩეულ სათამაშოს. აუცილებელია მისი გონება მივიპყროთ ისეთი სათამაშოებით, რომლის დახმარებითაც ის შეიმეცნებს გარემოს.
ამასათან ერთად განტვირთვის მიზნით აუცილებელია ბავშვს ჰქონდეს ისეთი გასართობი საშუალება, რომელიც მხოლოდ ინფორმაციით არ იქნება „გაჟღენთილი“ ( მაგალითად: ველოსიპედი, საბავშვო მანქანები , როლიკები და ა.შ.).
მსგავსი სათამაშოები ბავშვმა თავისი გემოვნებით უნდა შეარჩიოს. როდესაც ის მის გამოყენებას ისწავლის, მოემატება მეტი თავდაჯერებულობა და საკუთარი თავის რწმენა.
ვფიქრობ, აუცილებელია ბავშვებმა ჯგუფურადაც ითამაშონ სათამაშოებით, რათა ისწავლონ ურთიერთპატივისცემა, დათმობა, ასევე ჰქონდეს, როგორც თავისი, ისე სხვისი საკუთრების შეგრძნება. მათ შეუძლიათ თამაშის დროს ერთმანეთისგან ძალიან ბევრი რამ ისწავლონ. მნივნელოვანია მშობლებთან ერთად თამაშიც, რადგან ბავშვი თავს მეტად დაცულად და კომფორტულად იგრძნობს.
** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას
პოპულარული მოდელები