რას უნდა მივაქციოთ ყურადღება სამზარეულო სასწორის შეძენისას?

პროდუქტების ასაწონი მოწყობილობების - სასწორების შერჩევისას, თითოეული დიასახლისი ხელმძღვანელობს საკუთარი შეხედულებებით. ზოგი ყურადღებას აქცევს დიზაინს, ზოგი  კი - საჭირო მახასიათებლების არსებობას.

ელექტრო სასწორების შერჩევის ზოგადი კრიტერიუმები არსებობს, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ პროდუქტის შეძენისას:

  • დიზაინის მახასიათებლები;
  • წარმოების მასალა;
  • წონის ზღვარი;
  • დამატებითი პარამეტრები.

თავად განსაზღვრეთ ჩამოთვლილი ფუნქციებიდან რომელი გჭირდებათ და მარტივად მოაგვარებთ სასწორების შერჩევის საკითხს.

დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ სხვადასხვა მწარმოებლის სამზარეულოს სასწორები და განვიხილოთ მათი დეტალური მახასიათებლები .  აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ თუ სასწორის ყიდვას  ფიქრობთ, ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტზე საკმაოდ მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ.

Beurer KS 52

უნიკალური დიზაინი საშუალებას იძლევა სასწორი დაიკეცოს, რათა სამზარეულოში დიდი ადგილი არ დაიკავოს. სპეციალური სამაგრი განკუთვნილია მოწყობილობის კედელთან დასაყენებლად. მრგვალი პლატფორმა კი დამზადებულია მინის მასალისგან.

საზომი ერთეულები არის: გრამი, კილოგრამი, ფუნტი, მილილიტრი და სითხის უნცია. ავტომატური გამორთვის სენსორი ზოგავს ელემენტის ენერგიას და მატებს ბატარეას მეტ ხანგრძლივობას. კონტეინერის წონის გასაგებად გამოიყენეთ სპეციალური ღილაკი „Tara“.

ძირითადი მახასიათებლები:

  • მაქსიმალური წონა 5 კგ;
  • გაზომვის სიზუსტე 1 გრ;
  • წარმოება მასალა მინა/პლასტმასის (ბაზა);
  • წონა 800 გრ.

დადებითი:

  • მართვის სიმარტივე;
  • კედელზე დასაყენებელი;
  • ჩამონტაჟებული საათი;
  • ტარის წონის გადატვირთვის ღილაკი;
  • მოცულობის გაზომვა.

მინუსები:

  • გაზომვის შეცდომები;
  • მინის შეიძლება გამოეყოს პლატფორმას.

Galaxy GL 2802

სასწორს აქვს პლასტმასის ფუძე და მოსახსნელი წრის სახის მინის პლატფორმა 15 სმ დიამეტრით. ერთეულად გამოიყენება: გრამი, უნცია, გირვანქა და სხვა საზომი ერთეულები. გადართვა ხდება მარცხენა ღილაკით. მარჯვენა ღილაკი კი გამოიყენება კონტეინერის წონის დასადგენად და ჩასართავად.

სასწორი აღჭურვილია ეკრანითა და ინდიკატორებით, რომლებიც მიუთითებენ გადატვირთვის ან ელემენტის დაბალ ენერგიაზე. რეზინის ფეხები ხელს უშლის მოწყობილობის ზედაპირზე გადაადგილებას.

ძირითადი მახასიათებლები:

  • მაქსიმალური წონა 5 კგ;
  • გაზომვის სიზუსტე 1 გრ;
  • წარმოება მასალა მინის/პლასტმასის (ბაზა);
  • წონა 360 გრ.

დადებითი:

  • მოწყობილობის კომპაქტურობა;
  • ღირებულება;
  • სენსორები;
  • ნულოვანი ტარის წონა.

მინუსები:

  • სწრაფად ითიშება;
  • მოსახსნელი მინის პლატფორმა.

Beurer DS 61

სასწორი განსაკუთრებით მოთხოვნადია მათთვის, ვინც იცავს დიეტას ან დაკავებულია ჯანსაღი ცხოვრების წესით. ინოვაციურ მოდელს აქვს ჩამონტაჟებული ფუნქციები კალორიების, პურის ერთეულების, ცილების, ნახშირწყლებისა და ცხიმების გამოსათვლელად. პროგრამა შეიცავს ინფორმაციას 950 პროდუქტის შესახებ და 50 ინგრედიენტის დამატება შეგიძლიათ თვითონ.

ბატარეის სიმძლავრის შემცირებაზე მიანიშნებენ სპეციალური სენსორები, ხოლო გამორთვის ფუნქცია ზოგავს ბატარეის ენერგიას. სასწორის დახმარებით შეგიძლიათ თანმიმდევრულად დაამატოთ საკვები მასის კონტეინერში.

ძირითადი მახასიათებლები:

  • მაქსიმალური წონა 5 კგ;
  • გაზომვის სიზუსტე 1 გრ;
  • წარმოება მასალა მინის/პლასტმასის (ბაზა);
  • წონა 570 გრ.

დადებითი:

  • მრავალფუნქციურობა;
  • გაზომვის სიზუსტე.
  • კალორიების გამომთვლელი;
  • კომპაქტურობა.

მინუსები:

  • მაღალი ფასი.
  • ეკრანი განათების გარეშე.
  • მცირე ზომის რიცხვები.

პოპულარული მოდელები