რა მნიშვნელოვანი დეტალებია აუცილებლად გასათვალისწინებელი სამზარეულოს კომბაინის შერჩევის დროს?
September 17, 2019საკვების კომბაინი არის მრავალმხრივი სამზარეულოს მოწყობილობა, რომელსაც სწრაფად და მარტივად შეუძლია დაჭრას, გახეხოს, დაფქვას და დააქუცმაცოს ნებისმიერი საკვები.
ასევე რამოდენიმე მოდელს შეუძლა მოამზადოს ციტრუსის ან ბოსტნეულის წვენი, ათქვიფოს ნამცხვრისთვის ცომი, მოზილოს პურის ცომი, დანაყოს ხორცი და გათალოს ბოსტნეული.
კვების კომბაინი 1973 წელს წარმოდგენილ იქნა North American მარკეტში ინჟინერ კარლ სონტჰაიმერის მიერ. მომხმარებლებს რამოდენიმე წელი დასჭირდათ, რომ გაეანალიზებინათ თუ რამდენად პრაქტიკული შესაძლო ყოფილიყო ახალი აპარატი. როგორც კი მომხმარებელმა მას გემო გაუგო ის ბესტსელერად იქცა.
სონტჰაიმერის გამოგონებამ რევოლუცია მოახდინა საკვების მომზადებაში, მთელ მსოფლიოში.
მთავარი კომპონენტები
თანამედროვე სამზარეულოს კომბაინებში სამი ძირითადი ზომა გვხვდება: დიდი, საშუალო და პატარა .
არ აქვს მნიშვნელობა თუ რა ზომისაა ისინი, მთავარი კომპონენტები ერთიდაიგივეა.
ძრავი, ჯამი და საცმები.
თუმცა თასის ზომა განისაზღვრება აპარატის ზომის მიხედვით:
- დიდი თასების ტევადობა განისაზღვრება 9-დან 13 ჭიქამდე.
- საშუალო თასების ტევადობა განისაღვრება 5-დან 7 ჭიქამდე.
- პატარა თასის ტევადობა კი 2-დან 5 ჭიქამდეა.
რომელი მახასიათებლებით ავარჩიოთ კარგი სამზარეულოს კომბაინი?
კონტროლი - კვების კომბაინი შეიცავს სამ ძირითად ღილაკს, ჩართვას, გამორთვას და იმპულსს. თუ თქვნ გსურთ შეამოწმოთ არის თუ არა საჭმელი საკმარისად დაქუცმაცებული შეგიძლიათ დააწვეთ იმპულსის ღილაკს, რამოდენიმე წამის განმავლობაში გეჭიროთ ღილაკზე თითი და შემდეგ აუშვათ.
ასევე საოჯახო კომბაინისთვის არ არის საჭირო სიჩქარის სხვადასხვა დონე , რადგან იმპულსის ღილაკით მარტივად შეძლებთ აკონტროლოთ დაქუცმაცება.
მაღალი დონის პროცესორებს აქვთ სხვადასხვა სიჩქარის დონე, მაღალი და დაბალი სიჩქარეები, მათი გამოყენება კი თქვენზეა დამოკიდებული.
ენერგია - ძრავის სიმძლავრე დამოკიდებულია კვების კომბაინის ზომაზე. თქვენ მიერ არჩეული ზომა დამოკიდებულლია იმაზე თუ რა ფუნქციები გსურთ, რომ შეასრულოს აპარატმა.
მაგალითად პატარა ან საშუალო აპარატმა გარდა ძირითადი ფუნქციების შესრულებისა, შესაძლოა დაჭრას, გახეხოს ან დააქუცმაცოს მყარი კონსისტენციის მქონე საკვები, როგორიცაა ყველი, თხილი , ცომი და ა.შ.
ასეთი სამუშაოების სიმძლავრე 400-700 ვატამდე მერყეობს. უფრო დიდი და მძლავრი აპარატის ძრავს შეუძლია გადახურების გარეშეც გამოიყენოს 1200 ვატის სიმძლავრე.
ჯამი - მას შემდეგ, რაც კვების კომბაინს სამზარეულოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს დიასახლისებისათვის, იგი გამოიყენება მძიმე სამუშაოების შესრულებლად.
ამისათვის კი საჭიროა მისი სწორად შერჩევა. კომბაინის ჯამი უნდა იყოს დამზადებული გამძლე მასალისაგან. ხშირად ის მტკიცე პლასტმასისგან არის დამზადებული.
საცმები - საკვები კომბაინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი საცმებია, ასევე მილი, რომელიც მასზეა მოთავსებული ძალიან გვიიოლებს საქმეს.
ჩვენ შეგვიძლია მილის დახმარებით მოვათავსოთ საკვები პროდუქტი ჯამში ისე, რომ მოწყობილობა არ გამოვრთოთ და მუშაობის პროცესში ნელნელა ჩავამატოთ, თავსახურის მოხსნის გარეშე, ის ინგრედიენტები რომლის დაბლენდერებაც გვსურს, ამით ის უზრუნველყოფს, რომ საკვები არ ამოვარდეს ჯამიდან.
არ გამოგრჩეთ: 3 კერძის რეცეპტი სამზარეულოს კომბაინის გამოყენებით .
ფუნქციები და აქსესუარები - ყველა კვების კომბინანტს მოყვება ერთი პირების კომპლექტი, რომელიც ძირითადად S ფორმისაა. ერთი ნახევარი დაბლაა ჩაწეული მეორე კი მაღლაა ამოწეული. ეს კი ეხმარება დანადგარს, რომ სრულფასოვნად დააბლენდეროს ჯამში მოთავსებული საკვები.
კვების კომბაინს შეუძლია საკვების მომზადებისთვის მრავალი ფუნქცია შეასრულოს, ამისათვის კი საჭიროა აქსესუარები სწორად გამოვიყენოთ
დისკები - იგი გამოიყენება დასაჭრელად, გასახეხად და დასაქუცმაცებლად.
ცომის მოსარევი - ის შესაძლებელია იყოს, როგორც მეტალის, ასევე პლასტმასის და უფრო ბრტყელი ვიდრე S ფორმის დანა.
წვენსაწური - მას შეუძლია ნებისმიერი კონსისტენციის ხილისგან გამოწუროს წვენი, ასევე მას მოყვება საპრესი, რომელიც უზრუნველყოფს ხილის მიწოდებას პირამდე ისე რომ არ დავიზიანოთ ხელი.
** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას
პოპულარული მოდელები