Philips ელექტრო საპარსები

მამაკაცისთვის წვერის გაპარსვის პროცესი გარკვეული რიტუალივითაა, მაგრამ ეს  პროცესი სიხარულს ყოველთვის როდი იწვევს. ყველაფერი დამოკიდებულია საპარსი მოწყობილობის ტიპზე.

როგორ შევარჩიოთ ელექტრო საპარს ები ?

ელექტრო საპარსების  ყიდვისას ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი მოულოდნელი ჭრისგან დაცვაა. ასეთი მოწყობილობები ძალიან მობილურია, რომელიც შეგიძლიათ შორ გზაზეც თან წაიღოთ.

დღეს უფრო და უფრო მეტი მამაკაცი ირჩევს წვერის ელექტრო საპარსებს , მაგრამ მათი ღირებულება უფრო მაღალია , ვიდრე ჩვეულებრივი საპარსების. ამდენად, შეძენის შემდეგ არავინ ნანობს  მათში გადახდილ თანხას.

საპარსის ყიდვამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

საპარსის ტიპი - არსებობს მბრუნავი და ბადისებრი მოდელები. პირველი ვარიანტი უფრო ნაზად პარსავს  წვერს და რეკომენდებულია თხელი და მგრძნობიარე კანის მქონე მამაკაცებისთვის. ამასთან, თითქმის შეუძლებელია ასეთი მოწყობილობის დაზიანება. სამაგიეროდ, ბადისებრთავიან მოდელებს შეუძლიათ გაუმკლავდნენ სქელსა და უხეშ თმას;

დატენვის ტიპი - რამდენიმე მოდელი დღემდე მხოლოდ ელექტრო ქსელის საშუალებით მუშაობს. ძირითადად, საპარსები ქსელიდან იტენება და შემდეგ გამოიყენება ავტონომიურად. არსებობს მოწყობილობები, რომლებსაც შეუძლიათ მუშაობა როგორც აკუმულატორზე, ასევე - ქსელით. ასეთ მოდელებს ჰიბრიდებსაც უწოდებენ.

დატენვის დრო - ითვლება, რომ საპარსის დატენვა შესაძლებელია 2-3 საათში, ზოგჯერ უფრო ადრეც. ყიდვისას უნდა შეადაროთ, რამდენ ხანს შეიძლება მუშაობდეს მოწყობილობა ერთი დატენვის შემდეგ;

ბრუნვები - რაც მეტი ბრუნვის რაოდენობა აქვს საპარსის ძრავს, მით უფრო სწრაფად პარსავს წვერს. განიხილება უფრო მძლავრი მოდელები, რომელთა ბრუნვა 14,000 - 15,000 rpm-მდეა.

Philips S9151 სერია 9000

მომხმარებელთა მიმოხილვების თანახმად, Philips წვერ საპარსის გამოყენების შემდეგ, კანი არ ღიზიანდება. რაც შეეხება პარსვის ხარისხს, ნამდვილად შესანიშნავია, რის შემდეგაც სახე მეტად გლუვი და მოვლილი ხდება.

დატენვის დრო მხოლოდ 1 საათია. ეს კი საშუალებას იძლევა საპარსმა სრული სიჩქარით მინიმუმ 50 წუთის განმავლობაში იმუშაოს. ასევე არსებობს ინდიკატორი, რომელიც გაცნობებთ მოწყობილობის სრული დატენვის შესახებ.

Philips  შეუძლია როგორც სველი, ასევე მშრალი პარსვაც. გარდა ამისა, ელექტრო საპარსს აქვს თანამედროვე დიზაინი და მისი გამოყენება მარტივია.

უპირატესობები:

  • კარგი პარსვის ხარისხი;
  • არ აღიზიანებს კანს;
  • ეკრანზე ნაჩვენებია დარჩენილი ბატარეის რაოდენობა;
  • შეიძლება გამოიყენოთ საშხაპეშიც;
  • შესაფერისია საქმიანი ვიზიტებისთვის;
  • იტენება  საკმაოდ სწრაფად.

philips_s7370_series_7000

ეს წვერის საპარსი განკუთვნილია როგორც მშრალი, ასევე სველი პარსვისთვის. კანზე უკეთ სრიალისთვის კი, მოწყობილობას სპეციალური საფარი აქვს, რომელიც არ იწვევს გაღიზიანებას.

Philips მბრუნავი ტიპის საპარსია, რომელსაც დატენვისთვის 1 საათი სჭირდება, ხოლო პარსვის ხანგრძლივობა 50 წუთია. თუ ელემენტი მთლიანად დაიცალა, არსებობს მინიმალური დროის ინტერვალი, რომლის დროსაც შესაძლებელია მოწყობილობის დატენვა. ეს კი საკმარისია 1 სრული გაპარსვისთვის.

ელექტრო საპარსის მოვლა მარტივია. შეგიძლიათ  ადვილად დაშალოთ და  გარეცხოთ გამდინარე წყლის ქვეშაც. შესანიშნავი ერგონომიკა კი ავსებს საპარსის დადებით თვისებებს.

უპირატესობები:

  • არ იწვევს  კანის გაღიზიანებას;
  • ადვილად იწმინდება;
  • სწრაფად იტენება;
  • კანს პარსავს ძალიან სუფთად.

პოპულარული მოდელები