პერფორატორების მოდელების მიმოხილვა

ყველა თანამედროვე ოსტატს აქვს ისეთი სასარგებლო ინსტრუმენტი, როგორიცაა ელექტრო დრელები , რომლებიც  საშუალებას გაძლევთ გააკეთოთ პატარა ხვრელები ხეში, ასევე პლასტმასისა და ლითონის მასალებში. მაგრამ როდესაც საჭიროა ბეტონის კედლის გაბურღვა, მაშინ საჭირო ხდება პერფორატორის ყიდვა .

პერფორატორის კონსტრუქცია, დრელისგან განსხვავებით, ითვალისწინებს ერთდროულად ბურღვასა და ტეხვას. ამ მოწყობის წყალობით, დარტყმითი დრელი  მარტივად შედის ბეტონის ან აგურის კედელში ან თუნდაც რბილ ხეში.

დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ რამდენიმე სხვადასხვა ცნობილი ბრენდის პერფორატორები, რომელთა შეძენა შესაძლებელია ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტზეც და თან ხელმისაწვდომ ფასად.

Makita HR2470

Makita პერფორატორებს  ვფიქრობთ, სპეციალური შესავალი არც სჭირდებათ. მწარმოებელმა ახალი პროდუქტი აღჭურვა ვიბრაციისგან დამცავი ბალიშებით, რომელიც აშკარად სჯობნის მის წინამორბედს მოდელს. გაუმჯობესდა ასევე ვაზნა და საბურღის გამორთვაც უფრო საიმედო გახდა.

დარტყმითი დრელი ელექტროენერგიის მოხმარების მხრივ რეიტინგში მეორე ადგილზეა (780 W). 2.4 ჯ მაჩვენებელი და სიხშირე (4500 დარტყმა/წთ-ში) საშუალებას აძლევს მოწყობილობას, რომ მუდმივად შეინარუნოს ეფექტურობა.

მოწყობილობას შეუძლია ხეში რეკორდული სისქის (32 მმ) ხვრელების გაბურღოს, ხოლო ბეტონის გაბურღვისას, უნდა შემოიფარგლოთ 24 მმ-იანი მაჩვენებლით. პარამეტრების გაუმჯობესების შემდეგ, მწარმოებელმა მოახერხა მოწყობილობის წონის შემცირება 2.6 კგ-მდე.

უპირატესობები:

  • ბეტონში რბილი ბურღვა  ძლიერი ვიბრაციის გარეშე;
  • იდეალური შესრულება;
  • გრძელი დენის კაბელი;
  • მარტივად გამოყენებადი.

BOSCH PBH 2900 FRE

ბოშის პერფორატორები  ითვლება მძლავრ, კომფორტულ და საიმედო იარაღებად, ხოლო აღნიშნულ მოდელს აქვს იდეალური შესრულება, რომელიც შედგება მაღალი ზემოქმედების ენერგიით (2.7 J), სიმძლავრით (730 W) და მაქსიმალური ზემოქმედებით (4000 ბრუნი წუთში).

მოწყობილობა მარტივად ბურღავს 30 მმ დიამეტრის ხეს და 26 მმ დიამეტრის ბეტონს (26 მმ). ამასთან, აღჭურვილია თანამედროვე პერფორატორის ყველა საჭირო ფუნქციით. მათ შორის,  ელექტრონული სიჩქარის კონტროლით, სიღრმის შემზღუდველითა და საკეტით. სხვადასხვა პარამეტრის დაბალანსებული კომბინაციით შესაძლებელი გახდა მოწყობილობის წონის შემცირება 3 კილომდე.

უპირატესობები:

  • უნივერსალური ფუნქციები;
  • კონტროლის ყველა ღილაკი ხელთ არის;
  • საიმედოობა და გამძლეობა;

უარყოფითი:

  • მოკლე დენის კაბელი.

DeWALT D25144K

DeWALT პერფერატორები იდეალურია ფასისა და ხარისხის თანაფარდობის თვალსაზრისით, რომელსაც არ უარყოფენ როგორც ექსპერტები, ასევე - რიგითი მომხმარებლები.

მოწყობილობის უპირატესობაა ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა სიმძლავრე (900 ვტ), ზემოქმედების ენერგია (3.2 სთ) და ზემოქმედების სიხშირე (5350 დარტყმა/წთ). ამ მოდელით შეგიძლიათ გააკეთოთ 30 მმ დიამეტრის ხვრელები ხეში, ხოლო ბეტონში - 28 მმ.  გარდა ამისა, მოდელი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც დრელი.

უპირატესობები:

  • მაღალი დონის შესრულება;
  • გადატვირთვისგან დაცვის ფუნქცია;
  • გამოყენების უნივერსალობა - ფერფორატორი+დრელი.

უარყოფითი:

  • მუშაობის დროს ხმაურის მაღალი დონე;
  • ძლიერი ვიბრაცია.

Makita HR2450FT

მაკიტას ეს მოდელი გარკვეულწილად უფრო „მოკრძალებულია“ ვიდრე DeWALT D25144K. მოწყობილობის სიმძლავრეა (780 W), ზემოქმედების ენერგია (2.7 ჯ), ხოლო ზემოქმედების სიხშირე (4500 დარტყმა/წთ).

ეს არ არის პროფესიონალური ინსტრუმენტი,   რომლის ამოცანაა დიდი ხნის განმავლობაში და სწრაფად კედლების ან ჭერის გაბურღვა.

უპირატესობები:

  • ოპტიმალური ზემოქმედების ძალა;
  • ხელმისაწვდომი ფასი;
  • კომფორტული სამუშაო.

პოპულარული მოდელები