მოძრაობის ბალანსისა და კოორდინაციისა დაცვა ბავშვებში!
June 12, 2021ჭოჭინასთან დაკავშირებით, ძალიან არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ზოგიერთ ქვეყანაში, ჭოჭინის გამოყენების გამო ჯარიმებია დაწესებული. მეტიც, ზოგ ქვეყანაში შეიძლება ციხეშიც კი ჩაგსვან ამის გამო.
თუმცა, არსებობს არაერთი განვითარებული ქვეყანა, რომელშიც საბავშვო ჭოჭინა დიდი პოპულარობით სარგებლობს. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა - საქართველო.
3 თვიდან - 3 წლამდე ასაკის ბავშვშვებში, მრავალფუნქციური ჭოჭინის გამოყენება, უზრუნველყობს ბავშვის კოორდინაციისა და წონასწორობის განვითარებას, სმენის სტიმულირებას, ასევე, მხედველობისა და ტაქტიური უნარების გაუმჯობესებას.
6 - დან 12 თვემდე ჭოჭინის გამოყენება, ავითარებს მოძრაობის კოორდინაციის უნარს. ბავშვი სწავლობს ბალანსის დაცვას. ამ ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი ჭოჭინები აღჭურვილია კომფორტული სავარძლით, რომელიც იმეორებს ბავშვის სხეულის ფორმას. სპეციალური ღილაკის მეშვეობით, სავარძელი სიმაღლეში მარტივად რეგულირდება. ჭოჭინის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს საცობი, მუხრუჭის ფუნქციით, რომელიც აჩერებს ჭოჭინის მოძრაობას, როგორც კი ის აღმოჩნდება ბარიერთან.
12 დან 24 თვემდე ბავშვებისთვის, როდესაც ისინი ცდილობენ პირველი ნაბიჯების გადადგმას, მულტიფუნქციური ჭოჭინა ტრანსფორმირდება ცენტრად, რომლის დახმარებითაც, ბავშვი დამოუკიდებლად და ამავდროულად, უსაფრთხოდ შეძლებს გადაადგილებას. ცენტრი აღჭურვილია სახელურებით და სიმაღლლეში სარეგულირებელი რბილი დაბოლოებებით. ამ შემთხვევაშიც, ბავშვის ზრდის შესაბამისადაა შესაძლებელი სიმაღლის რეგულირება.
ცენტრი აღჭურვილია ინტერაქტიული სათამაშო პანელით, მრავალმხრივი გართობის შესაძლებლობებით, ფერადი ციმციმებით და ბავშვებისთვის ნაცნობი მუსიკებით. მუსიკალაურ პანელს აქვს 2 სახის მუსიკა: მშვიდი და მხიარული. შესაძლებელია მუსიკალური პანელის მოხსნა და მისი გამოყენება ცალკე, ჭოჭინისგან დამოუკიდებლად.
აგრეთვე, ჭოჭინის გამოყენა შესაძლებელია სათამაშო მანქანად. ფეხების დახმარებით, ბავშვი ცდილობს მანქანის გადაადგილებას, რაც უზრუნველყოფს მოძრაობის კოორდინაციის უნარის განვითარებას.
პირველ რიგში, შეარჩიეთ სანდო მწარმოებელი, რათა დარწმუნებულები იყოთ, რომ გამოყენებული მასალა არ იქნება ტოქსიკური ნივთიერებების შემცველი და მომწავლელი. ამის შემდეგ კი, გადაამოწმეთ, მაქსიმუმ ბავშვის რა წონაზეა გათვლილი თქვენი ჭოჭინა, რომელის შეძენასაც აპირებთ!
პოპულარული მოდელები