მახასიათებლები რომლების უნდა გავითვალისწინოთ ტოსტერის არჩევისას
February 03, 2021ტოსტერების ყიდვისას ძალიან მნიშვნელოვანია ძირითადი კრიტერიუმების გათვალისწინება, რათა ზუსტად შეარჩიოთ თქვენთვის ოპტიმალური მოდელი.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ტოსტერების არჩევისას?
სიმძლავრე - ხელმისაწვდომია 600-დან 1400 ვატამდე მოდელები. რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი, მით უფრო სწრაფად მოამზადებთ საკვებს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ უფრო მეტი იქნება ელექტროენერგიის გადასახადიც.
სიმძლავრე ყოველთვის არ არის მთავარი მახასიათებელი, რადგან ცხობის თითოეულ ტიპს საკუთარი სპეციფიკური ტემპერატურული რეჟიმი აქვს. სტანდარტული ზომის მოწყობილობის ოპტიმალური მაჩვენებელია 700 ვტ. რაც უფრო დიდია მოწყობილობა, მით უფრო მაღალი უნდა იყოს სიმძლავრეც.
კორპუსის მასალა და მოწყობილობის დიზაინი - პლასტმასის იაფიანი მოდელები მუშაობის დროს ძალიან ცხელდება და შეიძლება დაზიანდეს. უფრო ძვირადღირებული კორპუსები მზადდება ბაკელიტისგან - მაღალი გამძლეობის პლასტმასისა და ლითონისგან.
ლითონის კორპუსის მქონე სენდვიჩის აპარატები გაცილებით მეტხანს მოგემსახურებათ. უფრო მეტიც, ისინი დაცულია შემთხვევითი დაზიანებისგან. საცხობი პანელები მზადდება ალუმინის და სილიციუმის შენადნობისგან, ხოლო მასალის გამორჩეული თვისებაა მჟავებისა და ტუტეების მიმართ მდგრადობა.
შემცვლელი პანელების არსებობა და ღირებულება - ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ რამდენი მოსახსნელი პანელია ნაკრებში და შესაძლებელია თუ არა დამატებითი საცხობი დანართების ყიდვა. პანელების ღირებულება დამოკიდებულია ზომასა და კონფიგურაციაზე.
მოწყობილობის ზომა და წონა - ტოსტერის წონა მერყეობს 1.5-დან 3 კგ-მდე, მაგრამ ლითონის კორპუსის მქონე მოდელები უფრო მძიმეა. 2-3 კაციანი ოჯახისთვის შესაფერისია 23.3 სმ-იანი კომპაქტური მოდელები, ხოლო უფრო მრავალშვილია ოჯახისთვის, რეკომენდირებულია დიდი მოწყობილობები.
გამომდინარე იქიდან, რომ განვიხილეთ მოწყობილობის გარკვეული მახასითებლები, დასასრულს გვსურს წარმოგიდგინოთ ერთ-ერთი ცნობილი ბრენდის - Redmond ტოსტერი.
Redmond RMB-611
შედარებით ძვირიანი ტოსტერი, რომელსაც სამი ცვლადი პანელი აქვს: ვაფლების, სენდვიჩების და გრილისთვის. პანელები სწრაფად თბება, ცხობის დაწყება კი შეგიძლიათ ჩართვიდან მხოლოდ სამი წუთის შემდეგ.
Redmond -ის ყველა პროდუქტის მსგავსად, წარმოდგენილი ტოსტერიც აღჭურვილია მოსახერხებელი რეზინისებრი ფეხებით, რომელიც ხელს უშლის მოწყობილობის მაგიდიდან გადმოვარდნას.
მოდელის სხვა დადებითი მახასიათებლებია:
- კერძების მომზადების სიმარტივე;
- რეცეპტები ხელმისაწვდომია დამწყები დიასახლისებისთვის;
- შეგიძლიათ ბავშვების საკვების მომზადებაც;
- პანელების არაწებოვანი ფენა;
- ჩამონტაჟებული გათბობის ფუნქცია;
- კომპაქტურობა.
მინუსები:
- შეუძლებელია დენის რეგულირება, რადგან არ აქვს ტაიმერი;
- თუ აპარატი დიდხანს არის მიერთებული დენის წყაროსთან, სახელურები და კორპუსი ძალიან ცხელდება;
- არ არის გათვალისწინებული დენის კაბელის შესანახი განყოფილება, ხოლო თავად კაბელი მოკლეა - 0.8 მ.
პოპულარული მოდელები