მატრასების ტიპები - თქვენი კომფორტული ძილისათვის

კარგად ძილი ადამიანის წარმატებისა და ჯანმრთელობის ერთ-ერთი წინაპირობაა. კარგი ძილს კი რამდენიმე წინაპირობა აქვს - კარგი ფსიქოლოგიური განწყობა, კარგი დისციპლინა (მაგალითად ყოველთვის ერთი და იგივე დროს წასვლა დასაძინებლად), და კარგი ტექნიკური მხარე. ტექნიკურ მხარეში მოიაზრება თქვენი ძილის ატრიბუტები - მატრასები , ბალიშები, გადასაფარებელი, საწოლი და სხვა.

ზოგადად, ცნობილია რომ ზემოხსენებულ ატრიბუტებში მატრასი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. საძინებლის დაკომპლექტებისას თითქოს-და მოულოდნელად ვაწყდებით კითხვას - სად ვიყიდით საწოლის მატრასი? როგორი გვჭირდება? ლატექსის მატრასები ჯობია თუ ორთოპედიული მატრასი ?

მაღალი ხარისხის ასეთ ნივთს შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს თქვენი ძილის ხარისხი, და თქვენი ყოველი დილა ბევრად უფრო ენერგიული და პოზიტიური გახდეს. ხარისხს იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს რომ ჩვენი რჩევა იქნება - იმის ნაცვლად რომ აქტენტი გქონდეთ სად იშოვოთ მატრასი იაფად, თუნდაც მეორადი მატრასი განიხილოთ, ოღონდ ის საბაზისო საჭიროებები რაც მას სჭირდება არ დათმოთ.

აქვე ხაზს გავუსვამთ, თბილისში, და მით უმეტეს საქართველოში არც ისე ბევრია მატრასების მაღაზია, სადაც მაღალი ხარისხის პროდუქცია იქნება წარმოდგენილი თანაც განვადებით . ჩვენი მაღაზია კი თურქულ მატრასებს გთავაზობთ, რომლებიც არა მარტო საქართველოში არამედ მსოფლიოშიც ტოპ პოზიციებს იკავებს და მარტივი მაჩვენებელი რომ ვთქვათ - ამარაგებს მსოფლიოს ცნობილ სასტუმროების ქსელებსაც საკუთარი პროდუქციით. თქვენ საშუალება გაქვთ მიიღოთ იმ ხარისხის მატრასი რომელზედაც პრემიუმ სასტუმროების სტუმრები იძინებენ და ამაში მზად არიან ფრიად მოზრდილი თანხების გადახდის.

უშუალოდ დეტალურ ხარისხობრივ მაჩვენებლებს ცალკე ბლოგპოსტში განვიხილავთ, აქ კი უბრალოდ შევეხებით მატრასების ტიპების დახასიათებას, Mattress type guide -ზე დაყრდნობით.

Innerspring - ზამბარიანი მატრასი

მიუხედავად იმისა რომ ფაქტიურად ყველა მატრასი ზამბარებისგან შედგება, ზამბარებიან მატრასს ხშირად მხოლოდ ინერსპრინგს უწოდებენ. ეს არის მატრასების კლასიკური ტიპი, სადაც ყველა ზამბარა ფაქტიურად ერთ სტრუქტურას წარმოადგენს. ეს მატრასები სიმყარით ხასიათდება და ყველაზე გავრცელებულ მოდელებს წარმოადგენს. ფასებში საკმაოდ დიდი არჩევანი არსებობს, თუმცა შეიძლება სიმყარე არც ისე სასიამოვნო იყოს სირბილის მაძებარი ადამიანისთვის. ასევე ზამბარიანი მატრასი შეიძლება იდეალურად ვერ მიესადაგოს ზოგიერთ საწოლს, მოუქნელი ბაზის გამო. ორთოპედიული მატრასის შემთხვევაში, ამ ზამბარიან ნივთზე ხდება დამატებით, შესაბამისი კომპონენტების ჩამატება სირბილისთვის.

იდეალურია: ზურგზე და მუცელზე ძილის მოყვარული ადამიანებისთვის.

Memory Foam - ღრუბლის მატრასები

რბილი, კომფორტული მატრასი რომელიც ზუსტად იმეორებს თქვენი სხეულის პოზას, სრულად ზამბარების გარეშე. სიმყარე შეიძლება ცალკე შეარჩიოთ თქვენი მატრასისთვის, თუმცა ამ ტიპის ნივთები ყოველთვის უფრო ძვირია. ღრუბლის მატრასს ასევე შეუძლია მოძრაობის იზოლაცია, ანუ თქვენს გვერდით თუ ადამიანი მოძრაობს თქვენ ამას ვერ იგრძნობთ, თუმცა მეორეს მხრივ ეს მატრასები უფრო ცხელია, და ასევე ზოგს შეიძლება ძალიან ერბილოს ეს შეგრძნება.

იდეალურია: გვერდულად ან მუცელზე ძილის მოყვარულთათვის, და მათთვის ვისაც წოლისას სურთ კონკრეტულ წერტილებზე დაძაბულობის მოხსნა.

Encased coil - სათითაო ზამბარებიანი მატრასი

ეს ზამბარებიანი მატრასის გაუმჯობესებული ვერსიაა, სადაც ნაცვლად ყველა ზამბარის გაერთიანებისა, თითოეული მათგანი დამოუკიდებელია. ასეთი ნივთი ერთის მხრივ ზამბარებისთვის დამახასიათებელ სიმყარეს ინარჩუნებს, მეორეს მხრივ კი ადამიანის ფორმას უფრო ერგება.

იდეალურია: ისეთი ადამიანებისთვის ვინც ყველაზე პოპულარულ ზამბარებიან საწოლთან შედარებით მეტ სირბილეს და მოძრაობის მეტ იზოლაციას ეძებენ, მათ შორის გვერდზე მწოლიარე ადამიანებისთვისაც.

ცალკე არსებობს ჰიბრიდული (Hybrid) ტიპის მატრასებიც რომლებიც ღრუბლისა და ზამბარებიანი მატრასების შუალედს წარმოადგენენ, ასევე მატრასების ტიპი რომლებსაც დამატებითი კომფორტისთვის სტანდარტულ საფუძველზე დამატებით ბალიშები აქვს დამატებული (Pillow top). მატრასებში უახლესი გამოგონება კი გელზე დაფუძნებული მატრასებია, სადაც ღრუბლის ფუნქცია ჩანაცვლებულია გელის საშუალებით. 

ჩვენთან ექსკლუზიურად შეგიძლიათ შეიძინოთ საუკეთესო ხარისხის მატრასები, თუ რატომ, ამის პასუხი შეგიძლიათ ნახოთ ლინკზე - რატომ არის isurve.ge საუკეთესო მატრასების მაღაზია?

პოპულარული მოდელები