მამაკაცის ყველაზე რეიტინგული თმის საკრეჭები
July 07, 2020მამაკაცები ქალბატონებზე ნაკლებად რომ არ უვლიან გარეგნობას, ეს აღსანიშნავი ფაქტი აღარ არის ამიტომ, დღეს მათზე გავაკეთებთ აქცენტს და ვისაუბრებთ თმის საჭრელი აპარატების შერჩევაზე.
ბლოგში წარმოდგენილია უნივერსალური თმის საკრეჭი მანქანები, რომელიც აერთიანებს ულვაშისა და წვერის ჭრის ხელსაწყოებს და ასევე ტრიმერს, რომელზეც ცალკე ბლოგში უფრო ვრცლად ვისაუბრებთ.
ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ თმის საჭრელის მიმოხილვაზე და რა უნდა გაითვალისწინოთ მისი შეძენისას.
მასალა - ძირითადად, გამოიყენება მაღალი ხარისხის უჟანგავი ფოლადი, რომელიც არ აზიანებს კანს.
დანების გადაადგილების ძალა და სიჩქარე - რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებლები, მით უფრო სწრაფი, კომფორტული და უკეთესია თმის შეჭრა.
საქშენები - სხვადასხვა მანქანის შესაძლებლობების მაქსიმალური <დიაპაზონი> 0,5-დან 41 მმ-მდეა, პოზიციების რაოდენობა კი 2-დან 41-მდე მერყეობს, თუმცა 5-დან 6-მდე პოზიცია - სრულიად საკმარისია მამაკაცის თმის შესაჭრელად.
დატენვის
მეთოდი
-
არსებობს ორი ტიპის თმის საჭრელი: 1) მუშაობს მხოლოდ დენის წყაროსთან მიერთების შემდეგ; 2) მუშაობს ელემენტებით, რომელიც პერიოდულად საჭიროებს დატენვას.
სასარგებლო დამატებითი ფუნქციებიდან შეიძლება აღინიშნოს სველი ჭრისა და გაწმენდის შესაძლებლობა.
ახლა კი წარმოგიდგენთ რამოდენიმე მოდელს, რომლებიც გაყიდვების მაჩვენებლით საკმაოდ რეიტინგულია:
GA.MA PRO-8
რეიტინგის სათავეს სწორედ ეს მოდელი ხსნის. ამ მოდელის თმის საჭრელი მანქანა კარგია სახლის პირობებში გამოსაყენებლად, რომელიც გპირდებათ ხანგრძლივ, საიმედო, უსაფრთხო და ეფექტურ მუშაობას. გარდა ამისა, GA.MA PRO-8 მიეკუთვნება ისეთ უნივერსალურ მოწყობილობებს, რომლებიც სწრაფად და თავდაჯერებულად უმკლავდებიან ნებისმიერი ტიპის თმას. ამავე დროს, ფასიც საკმაოდ ხელმისაწვდომი აქვს.
პაკეტში შედის: 4 სავარცხელ-საქშენები: 3, 6, 9 და 12 მმ, საპოხი ზეთი, საწმენდი ფუნჯი და სავარცხელი. მოწყობილობა მუშაობს მხოლოდ ქსელიდან, მაგრამ კაბელის სიგრძე 2.9 მ-ია.
უპირატესობები ;
- მოსახერხებელი დიზაინი;
- კომპაქტური ზომები;
- დანების რეგულირების ფუნქცია;
- დაბალ ხმაზე მუშაობის რეჟიმი;
- გარანტიის ვადა 24 თვე.
Philips QC5115
კომფორტული, მსუბუქი საჭრელი მანქანა, ზედმეტი პრობლემების გარეშე, მოძრაობს ძალიან ნაზად. თმის სიგრძის ჭრის 10 ვარიანტი აქვს. იდეალურია სახლის პირობებში გამოყენებისთვის.
Polaris PHC 2501
ძალიან მოსახერხებელი მანქანა: მსუბუქი წონა, რომლის წყალობითაც იდეალურად ჯდება ხელში. განკუთვნილია ძირითადად სახლის პირობებში გამოყენებისთვის. უჟანგავი ფოლადის მაკრატელი - 45 მმ. დანის სიმაღლე რეგულირდება 0.8 მმ-დან 2 სმ-მდე. ხუთი სხვადასხვა დონის საქშენი ადგენს ჭრის სიგრძეს შემდეგ დიაპაზონში: 0.8-დან 3 მმ-მდე. კომპლექტში შედის: მაკრატელი, სავარცხელი, ზეთი და დასუფთავების ფუნჯი. მოდელი ხელმისაწვდომია ორ ფერში, ფასი კი მინიმალურია.
უარყოფითი მახასიათებელი:
- 10 წუთიანი უწყვეტი ოპერაციის შემდეგ, ნახევარ საათში საჭიროა მისი გამორთვა;
არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაირეცხოს დანის პირები წყლით. გაწმენდა რეკომენდირებულია მხოლოდ სპეციალური ზეთით.
და ბოლოს, თუ გსურთ შენაძენი გააკეთოთ დღესვე, ჩვენი ონლაინ მაღაზია გთავაზობთ როგორც ბარათით გადახდის შესაძლებლობას, ისე - განვადების უმარტივეს პირობებს, რომელიც მორგებული იქნება აბსოლუტურად თქვენზე. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მოგცეთ რაც შეიძლება საუკეთესო რჩევები ნებისმიერი პროდუქციის გარშემო, რათა გაგიმარტივოთ არჩევანის შესაძლებლობა. თმის საჭრელებზე მეტი ინფორმაციისთვის კი ეწვიეთ ჩვენს შესაბამის ბლოგს .
გახსოვდეთ, რომ ნივთის შეძენის შემთხვევაში, სრულიად უფასოდ, სახლში მიტანის სერვისით ისარგებლებთ. ამდენად, სურვილს წინ ნუ აღუდგებით და აუცილებლად გადაავლეთ თვალი ჩვენი ონლაინ მაღაზიის მიერ შემოთავაზებულ თმის საკრეჭებს.
ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში შეგიძლიათ გაეცნოთ ასევე წვერსაპარსი მოწყობილობების უზარმაზარ არჩევანს, საუკეთესო ბრენდებისგან და მისაღებ ფასად .
პოპულარული მოდელები