მაგიდის ხერხი თუ დისკური ხერხი? რომელი ხერხი გჭირდებათ?
September 17, 2019ორივე ტიპის ხერხს აქვს მსგავსი შესაძლებლობები, თუმცა განმასხვავებელ ფაქტორებს განაპირობებს ის თუ რა მასალასთან, სად და როგორ გიწევთ მუშაობა, შესაბამისად, ეს ბლოგი დაგეხმარებათ გაარკვიოთ თუ რომელი გჭირდებათ თქვენ.
რა განსხვავებაა მათ შორის?
მათ შორის მსგავსება შედარებით მეტია, ვიდრე განსხვავება, ვინაიდან ორივე იყენებს ელექტრონულ ძრავს, რისი მეშვეობითაც მუშაობს მჭრელი დისკი, რომელიც დამზადებულია ქვისაგან და ხელოსანი ახერხებს შესაბამისი მასალის დაჭრას.
მაგიდის ხერხი
მაგიდის ხერხი არის საუკეთესო საშუალება ზუსტი ჭრის გასაკეთებლად . იგი გამოიყურება, როგორც მაგიდა, რომლის ცენტრშიც დამაგრებულია მჭრელი დისკი და დიზაინი წარმოდგენილია ისე, თითქოს ის აწყობილია წრიული ხერხისგან, რომელიც განთავსებულია ცენტრში.
დიდი მაგიდები საშუალებას აძლევს ხელოსანს, რომ მოახერხოს შედარებით მოზრდილი მასალების დაჭრა და დამუშავება. ყველაზე დიდი განმასხვავებელი ნიშანი არის ის, რომ მაგიდის ხერხი უფრო ზუსტი ჭრის შესაძლებლობას იძლევა, რადგან მჭრელი დისკის დარეგულირებით შესაძლებელია ჭრის კუთხისა და სიღრმის განსაზღვრა.
მაგიდის ხერხის ფუნქციონალურობის გასაზრდელად თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ აქსესუარები და ხერხზე ზრუნვის შემთხვევაში მისი მუშაობის უნარიანობა თქვენი სიცოცხლის ხანგრძლივობამდე გასტანს, ხოლო ნაჩვევი იარაღით მუშაობა, ზრდის მისი ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობას და ხარისხს.
დისკური ხერხი
მატერიალებისთვის, რომელთა გადაადგილებაც შეუძლებელია და მათ მაგიდაზე ვერ მოვათავსებთ, იდეალური შესაძლებლობაა წრიული ხერხით მისი დაჭრა. წრიული ხერხის კვების წყარო ძირითად შემთხვევებში არის ელექტრული ბატარეა ან უბრალოდ კაბელი.
წრიული ხერხის სიზუსტე შედარებით მცირეა მაგიდის ხერხისაზე, თუმცა სიმძლავრე ანალოგიური აქვს და უპირატესობა არის ის, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია ხელით და არის უფრო მოსახერხებელი.
დისკური ხერხი (ცირკულარული, მაგიდის გარეშე) გამოიყენება ხის, პლასტმასის, ლითონისა და ქვის დასაჭრელად , რისთვისაც გამოყოფილია სხვადასხვა ტიპის საჭრელი დისკი, რომლებიც ერთმანეთისგან, გარდა შესაძლებლობებისა, ფერითაც განსხვავდებიან.
რომელი ხერხი გჭირდებათ თქვენ?
წრიულსა და მაგიდის ხერხს შორის, თქვენ გჭირდებათ ორივე, ამასთანავე თქვენ შეგიძლიათ წრიული ხერხი დაამონტაჟოთ და გამოიყენოთ ისე, როგორც მაგიდის ხერხი, თუმცა მაგიდის ხერხს ვერ გამოიყენებთ ისე მოსახერხებლად, როგორც წრიულს.
ამიტომაც გადაწყვეტილება, თუ რომელი ელექტრო ხერხი იყიდოთ , მთლიანად თქვენს საქმიანობაზეა დამოკიდებული, თუ რისთვის აპირებთ მის გამოყენებას, მაგრამ ჩვენ გირჩევთ შეიძინოთ წრიული ხერხი, გამომდინარე იქიდან, რომ იგი არის მოსახერხებელი და სიმძლავრით არ ჩამოუვარდება მაგიდის ხერხს.
ხოლო მაგიდის ხერხისგან განსხვავებით, უპირატესობა გექნებათ ის, რომ თქვენ არ გაგიჭირდებათ ისეთი მატერიალების დაჭრა, რომელთა მაგიდაზე მოთავსებასაც ვერ ახერხებთ. თუ კი დაგჭირდებათ ისეთი ტიპის სამუშაოს შესრულება, რომელსაც მაგიდის ხერხი გაგიმარტივებდათ, თქვენ შეგიძლიათ წრიული ხერხის მაგიდაზე დამაგრება.
** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებასპოპულარული მოდელები