მაცივრის ტიპები და მისი მოვლისთვის გასათვალისწინებელი ფაქტორები
September 30, 2019სახლის განუყოფელი ატრიბუტი არის მაცივარი, რომელიც გვეხმარება შევინახოთ პროდუქტი დიდხანს და ჯანსაღად. მსოფლიო ბაზარზე სხვადსხვა ბრენდები გვთავაზობენ თავიანთ პროდუქციას. ყოველდღიურად ცდილობენ განავითარონ და სიახლეები შემოგვთავაზონ, ამიტომაც დიდი კონკურენციაა მათ შორის.
სანამ იყიდით კარგად მოიფიქრეთ, როგორი ტიპის გსურთ, რადგან ეს ისეთი ნივთი არ არის, რომელსაც წარამარა გამოცვლი.
დიზაინისა და ფერის მრავალი სახეობაა და შეგვიძლია ჩვენთვის სასურველი მაცივარი ავარჩიოთ. ასევე, გასათვალისწინებელია მისი ტევადობა და ფუნქციები.
იმის მიხედვით თუ სახლში რამდენნი ხართ, განსაზღვრავთ რა ტევადობის მაცივარი დაგჭირდებათ, არსებობს რა ერთ და ორ კაბინიანი მაცივრები . ასევე, თვქენს სურვილზეა დამოკიდებული საყინულე მაღლა იქნება თუ დაბლა.
ადამიანების უმეტესობა უპირატესობას ცალკე დასადგამ მაცივრებს ანიჭებს, მაგრამ არსებობს ჩასაშენებელი მაცივრებიც, ეს იმ შემთვევაში თუ ყოველ გავლა გამოვლაზე არ გინდათ, რომ თვალში მოგხვდეთ ან უბრალოდ, თქვენს სამზარეულოს ჩასაშენებელი უფრო უხდება.
მოკლედ, ეს სრულიად თვქენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.
მაცივრის შიგთავსში გვხვდება ცალკე ბოთლებისა და კვერცხების შესანახი, რეგულირებადი თაროები და განყოფილებები, სადაც შეგიძლიათ აკონტროლოთ ტემპერატურა.
მაცივრის ფუნქციები
დღესდღეობით ტექნიკა ისეა განვითარებული, რომ მაცივრებსაც აქვთ ჭკვიანი ფუნქციები. შეგიძლიათ, თუნდაც, ისეთ რეჟიმზე დააყენოთ, რომ მაცივარმა დენის წყაროდან გამორთვის შემთხვევაშიც კი შეინარჩუნოს ტემპერატურა, 18 საათის განმავლობაში. მგონი ეს საკმაოდ პრაქტიკულია.
განსაკუთრებული ინოვაციურობით, როგორც ყოველთვის სამსუნგის მაცივრები გამოირჩევიან .
მოვლა
ტექნიკასაც სჭირდება მოვლა, როგორც სხვა დანარჩენს. მაგალითად, გაწმენდა - პერიოდულად მაცივარი უნდა გავწმინდოთ სპეციალური საშუალებებით, რადგან დაბალი ტემპერატურის მიუხედავად, მაინც რჩება შიგნით ბაქტერიები.
ბევრმა არ იცის თუ როგორ უნდა გაწმინდოს მაცივარი. პირველი, რაც უნდა გაითავლისწინოთ, არის ის, რომ არ შეიძლება ჩართული მაცივრის გაწმენდა.
ეს იმიტომ რომ გაწმენდისას კარი ყველა ვარიანტში ღიაა და ჩართული მაცივრის კარის დიდხანს ღია დატოვება არ შეიძლება.
ასევე, გამორთვიდან 10-15 წუთი უნდა გააჩეროთ მაცივარი დახურულ მდგომარეობაში და შემდეგ დაიწყოთ მისი გაწმენდა. გაწმენდის შემდეგაც, სასურველია თუ მაშინვე არ ჩავრთავთ მაცივარს, რადგან მალ-მალე ჩართვა გამორთვა აზიანებს მის მექანიზმს.
შესაბამისად, რამდენად კარგადაც მოუვლით მაცივარს, იმდენად დიდი ხანი მოგემსახურებათ.
გაითვალისწინეთ ეს ფაქტორები და გაუხანრძლივეთ მაცივარს სიცოცხლე, იქამდე კი ნახეთ ჩვენი მაცივრის ბრენდების მიმოხილვა !
პოპულარული მოდელები