მაცივრები - რა შრომის გაწევა უწევდათ ჩვენს წინაპრებს იმისთვის, რაც ჩვენთვის დღეს მხოლოდ ხელის სამი მარტივი მოძრაობით მიიღწევა
September 23, 2019თანამედროვე ცხოვრება წარმოუდგენელია მაცივრის გარეშე, მაგრამ ძველად არც ელექტროენერგია იყო და არც მაცივარი. როგორ ახერხებდნენ ჩვენი წინაპრები გარკვეული პროდუქტების მცირე დროით მაინც შენახვას ან ცხელ ზაფხულში წყლისა და ღვინის გაციებას?
მაშინ ეს ბევრად რთული იყო. ახლა ფაქტობრივად, პროდუქტის გაციებაში ჩენი ძალისხმევა მხოლოდ ის არის, რომ სახლში მიტანილი პროდუქტი პარკებიდან ამოვალაგოთ და მაცივარში შევაწყოთ.
ეხლა ყველაფერი მარტივია, შებრძანდებით ინტერნეტ მაღაზიებში და რეკლამა: მაცივარი ფასდაკლება განვადება და ა.შ . ყოველ ფეხის ნაბიჯზეა.
თითქმის XX საუკუნის 70-იან წლებამდე თბილისის ქუჩებში, ნაყინის გამყიდველებს სანაყინე ყუთში ყინული ეყარათ. მაღაზიები და სასადილოებიც დიდი ყინულის ლოდებით მარაგდებოდა. ის ყინული დიდ მაცივრებში იყო გაკეთებული... შუა საუკუნეების თბილისელებიც იყენებდნენ ყინულს, თოვლს, მაგრამ საინტერესოა, როგორ?
XIX საუკუნის ავტორები მიუთითებენ თბილისური სიცხისა და მტვერის შესახებ, მაგრამ იმასაც აღნიშნავენ, რომ თბილისში ყოფნა იმ დროს არც თუ საშიში იყო, რადგან მცხოვრებთ გრილი სარდაფები ეხმარებოდათ და ზამთარში მომარაგებული ყინული.
ცნობილია, რომ კახეთის მეფემ ლევანმა დღევანდელ საინგილოში - ფიფინეთში პირველად დაასახლა ლეკები, რომ სამეფო კარისთვის კავკასიის მთებიდან ყინული ეზიდათ. თბილისელებს კი ამ მხრივ დედაქალაქის სანახების მოსახლეობა ამარაგებდა - ისინი ყინულისა და თოვლის შენახვას მისდევდნენ, რასაც საკმაოდ დიდი ხნის ტრადიცია ჰქონდა.
თბილისის სანახებიდან შემოტანილი თოვლ-ყინულით მარაგდებოდა თბილისის დუქნები, რითაც აციებდნენ - ღვინოს, ხორცეულს, თევზეულს და სხვადასხვა საჭმელ-სანოვაგეს
ძველად, თბილისური სახლების საყინულეები იყო ღრმად ამოთხრილი სარდაფები, სადაც შრომატევადი ყურადღების მიქცევის გარეშე ვერ შეინარჩუნებდით ტემპერატურას.
დღევანდელობის შემხედვარე ძნელი წარმოსადგენია, რომ ვინმემ ამგვარი შრომა გაწიოს, როცა შესაძლებელია შეხვიდე ონლაინ მაღაზიაში, აარჩიო შენი სასურველი მაცივარი, ზომით, ფორმითა და რაც მთავარია თქვენი და მაცივრის შესაძლებლოებიდან გამომდინარე. აბა მაშ ამისთვის არ იღწვიან მეცნიერები, რომ ყოველდღიურობა გაგვიმარტივონ?!
დიახ, მაშინაც კი თუ ბიუჯეტში შეზღუდული ხართ, პატარა მაცივარი და მასზე არსებული დაბალი ფასები მუდმივად თქვენს განკარგულებაშია.
სახლში მისული მშიერი კაცი, სამზარეულოში შესვლის თანავე მაცივრისკენ მიიწევს, რათა ის მამაკაცრი სურვილი დაიკმაყოფილოს, რომელზეც გამონათქვამიც არსებობს - კაცის ტვინის გზა კუჭზე გადისო.. რამდენმა იცნო ახლა საკუთარი თავი.. მათ შორის მეც.
არ გამოგრჩეთ: ისურვეს ერთ-ერთი წინა პოსტი მაცივრებთან დაკავშირებით .
ნუ მოიკლებთ სახლში, ისეთ წევრს, რომელიც სახლის ინტერიერსა და სიმყუდროვეს პეწს ძენს და რომელიც მუდამ თქვენს გვერდში იქნება მოშიებულსა თუ ნაბახუსევზე.
შემოდით ჩვენთან საიტზე და აარჩიეთ თქვენთვის საუკეთესო!
პოპულარული მოდელები