ლობზიკის შერჩევა - რეკომენდაციები
September 22, 2020პირველ რიგში, ლობზიკის არჩევისას, ნათლად უნდა განსაზღვროთ - რომელ მასალებთან რა სიხშირით აპირებთ მუშაობას. სწორედ ამის საფუძველზე, უნდა შეარჩიოთ გარკვეული ტექნიკური მახასიათებლების მქონე ლობზიკი , რომელიც ზუსტად შეასრულებს თქვენს დავალებებს.
რა უნდა გავითვალისწინოთ ლობზიკის ყიდვისას?
- სიმძლავრე - რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი, მით უფრო სქელი და მკვრივი მასალის დამუშავებაა შესაძლებელი. საშინაო საჭიროებისთვის, 0.5-0.7 კვტ ძრავის სიმძლავრე სრულიად საკმარისია. პროფესიონალური მოდელები კი აღჭურვილია 0.7-დან 1.5 კვტ-მდე სიმძლავრით;
- სიჩქარე ან ხერხის პირის მოძრაობების სიხშირე - ლობზიკის ტიპიდან გამომდინარე, შეიძლება მერყეობდეს წუთში 2500-დან 3500 ბრუნვამდე;
- დამჭერი მექანიზმის ხარისხი და სიმარტივე - შედარებით იაფიან მოდელებში ჩამონტაჟებულია ნაკლებხარისხიანი დამჭერები, რაც თავისთავად იწვევს ხის ფილების არათანაბარ ჭრასა და სხვა პრობლემებს. არსებობს უკეთესი ვარიანტები, იგივე - ხრახნიანი სამაგრები, რომლებიც გათვალისწინებულია მაღალფასიან მოდელებში;
- ერგონომიკა - დავალებების ხარისხიანად და კომფორტულად შესრულებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია სახელურები. გამომდინარე იქიდან, რომ რამდენიმე ფორმის არსებობს, ექსპერტები გვირჩევენ ყურადღება მივაქციოთ ოდნავ მოღუნული დიზაინის სახელურებს, რომლებსაც უკეთესი თვალსაჩინოებისთვის, კონკრეტული მოდელების საფუძველზე გაჩვენებთ.
Hitachi CJ90VST - ძლიერი და ერგონომიული მოდელი
Hitachi ლობზიკი აღჭურვილია ყველა იმ ტექნიკური მახასიათებლებით, რაც საჭიროა ხეზე კომფორტული მუშაობისთვის: მძლავრი ძრავა (705 W), მყარი პლასტიკური კორპუსი, კომფორტული და ერგონომიული სახელური რეზინის ბალიშებით, სიხშირის მარეგულირებელი (850-3000 დარტყმა/წთ) და შემაერთებელი მილი მტვერსასრუტზე.
ამ მახასიათებლებისა და ფუნქციონირების წყალობით, ბეწვა ხერხი კარგად უმკლავდება 90 მმ სისქის რბილ ხეს . რაც შეეხება ლითონს, მწარმოებლის მიერ რეკომენდირებულია მხოლოდ 8 მმ სისქის ლითონის დამუშავება. ყველა ამ უპირატესობას ავსებს დამცავი ფარი, ხერხის პირის სწრაფი შეცვლის მექანიზმი და სათავსო. მოწყობილობის წონაა 2.2 კგ.
უპირატესობები:
- სიმძლავრე;
- ერგონომიული სახელური კომფორტული მოჭიდებით;
- შესანიშნავი ფუნქციონირება
ნაკლოვანებები:
- ხისტი ქსელის კაბელი;
- არ არის გათვალისწინებული კორექტირების ფუნქცია.
Hitachi ლობზიკი შესანიშნავი საჩუქარი იქნება ნებისმიერი ხელოსნისთვის, რომელიც სახლის პირობებში მუშაობს. აქვე გაითვალისწინეთ ისიც, რომ ელექტრო ინსტრუმენტი საკმაოდ ხმაურიანია.
საუკეთესო პროფესიონალი ლობზიკები
პროფესიონალური მოდელები გამოირჩევა კარგი გამძლეობით, საიმედოობით და სასარგებლო ფუნქციებით.
DeWALT DW331K - საიმედო და ერგონომიული მოწყობილობა
DeWALT ლობზიკი აღჭურვილია მრავალფეროვანი პარამეტრებით, რომლის სახელურზე მოთავსებულია რეზინისებრი მჭიდი, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ მოწყობილობა მართოთ როგორც ერთი, ისე - ორივე ხელით.
ძირის დახრის კუთხის შეცვლა (+ 45 °-დან -45 °-მდე) შესაძლებელია დამატებითი ხელსაწყოების გარეშე. მარტივი ჭრილების გასაკეთებლად, 700 W სიმძლავრის მოწყობილობა განსაკუთრებულ დახმარებას გაგიწევთ, რომელსაც 130 მმ სიღრმემდე ჭრილების გაკეთება შეუძლია.
უპირატესობები:
- მაღალი საიმედოობა;
- რბილი დაწყება;
- ფუნქციონალურობა;
- სიმძლავრე;
- მტვერსასრუტთან მიერთების შესაძლებლობა;
- წონა 2.8 კგ;
- გრძელი დენის კაბელი
ნაკლოვანებები:
- მაღალი ფასი.
ლობზიკი DeWALT იდეალურია სახლისა და პროფესიონალური გამოყენებისათვის
Metabo STEB 140 Plus Quick
Metabo ერთ-ერთი ძლიერი ლობზიკია, რომელიც უამრავი შესაძლებლობით ნამდვილად გამოირჩევა. მძლავრი 750 ვტ-იანი ძრავის მქონე მოწყობილობა შესანიშნავად უმკლავდება 140 მმ სისქემდე ხეებს. ინსტრუმენტის სიმტკიცე განპირობებულია ალუმინის კორპუსითა და ძლიერი კონსტრუქციით.
შემთხვევითი დაწყებისგან დაცვისთვის, უსაფრთხოება გათვალისწინებულია უმაღლეს დონეზე, ხოლო ჭრის სიზუსტეს უზრუნველყოფს ზამბარის საყრდენები. თავად მოწყობილობის წონაა 2.6 კგ.
უპირატესობები:
- ძლიერი ძრავა;
- სანდო კონსტრუქცია;
- შესანიშნავი ფუნქციონირება.
ნაკლოვანებები:
- მაღალი ფასი.
პოპულარული მოდელები