Lg, Electrolux, Indesit სარეცხი მანქანები
November 04, 2020მას შემდეგ, რაც სარეცხ მანქანებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა, ტექნიკის მწარმოებლები მიხვდნენ, რომ კონკურენციის ფონზე აუცილებელი იყო მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად კომფორტული მანქანების შეთავაზება, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციური მახასიათებლებით დაიტვირთებოდა.
დროის სვლასთან ერთად, იმდენად განვითარდა სარეცხი მანქანების ფუნქციები, რომ ალტერნატიული მოდელის პოვნა უკვე სირთულეს აღარ წარმოადგენს.
Isurve.ge საიტზე შეგიძლიათ იპოვოთ ბრენდული წარმოების მანქანები, რომლებიც ფასის, დიზაინის, შესაძლებლობების, ფუნქციური მახასიათებლების მიხედვით განხვავდება ერთმანეთისგან. აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ თუკი სარეცხი მანქანების განვადებით ყიდვა გსურთ, წინასაახალწლოდ ჩვენი ონლაინ მაღაზია ძალიან დიდ ფასდაკლებებს გთავაზობთ!
Candy GVSW40 364TWHC
სარეცხი მანქანა წინა დატვირთვით და 4 კგ-მდე საშრობი სიმძლავრით. გაშრობისთვის განკუთვნილია ტენიანობის 4 პროგრამა, ხოლო მომხმარებელს შეუძლია თავად განსაზღვროს ბარაბანის ბრუნის სიჩქარე. რეჟიმებში შედის ორთქლისა და შერეული ქსოვილების რეცხვის პროგრამა.
ტექნიკური მახასიათებლები:
- კორპუსის ზომები 60x40x85 სმ;
- ბარაბანის ბრუნი 1300 rpm;
- დრამის ტევადობა 6 კგ.
დადებითი მახასიათებლები:
- სარეცხი მანქანის მართვა შესაძლებელია ტელეფონიდან;
- ტაიმერის გადადება 24 საათის განმავლობაში;
- ბარაბანის ანტიალერგიული საფარი;
- ნებისმიერ თეთრეულს რეცხავს ძალიან კარგად;
- რეცხვის დროს ძრავი მუშაობს მშვიდად.
მინუსები:
- რეჟიმების დამატების შესაძლებლობები არ არსებობს;
- ენერგეტიკული კლასი B;
- გაწურვის დროს ხმაურის დონე 76 დბ-მდეა;
- წყლის მოხმარების თვალსაზრისით არ არის დიდად ეკონომიური მოდელი.
სარეცხი მანქანა გამოირჩევა ბარაბანის მცირე სიღრმით - მხოლოდ 40 სმ, რაც საშუალებას გაძლევთ დააინსტალიროთ აბაზანის ყველაზე ვიწრო გასასვლელშიც კი. მოწყობილობას ასევე აქვს Mix Power სისტემა, რომელიც სარეცს ფხვნილს წყალთან წინასწარ ურევს და შემდეგ გადააქვს ის ბარაბანში.
LG F-1496AD3
მოდელი აღჭურვილია საშრობითა და რეცხვის 13 პროგრამით. წინა პანელი შეიცავს სენსორულ ეკრანს და ერთ მბრუნავ ღილაკს. ინტელექტუალური მართვის საშუალებით კი, სარეცხი მანქანა თავად აკონტროლებს ბარაბანში ნივთების განაწილებას. გადადების ტაიმერი შესაძლებელია დააყენოთ 1-დან 19 საათამდე ინტერვალით.
ტექნიკური მახასიათებლები:
- ზომები 60x55x85 სმ;
- ბარაბანის ტევადობა 8 კგ;
- ბარაბანის ტრიალის სიჩქარე 1400 rpm.
დადებითი მხარეები:
- ლუქის კარი იხსნება 180 გრადუსით;
- სასიამოვნო სიგნალი რეცხის დასრულების შემდეგ;
- აქვს რეცხვის მოკლე პროგრამები;
- ფილტრი ავტომატურად იწმინდება.
უარყოფითი მხარეები:
- ენერგეტიკული კლასი B;
- არ მოჰყვება სრული ინსტრუქცია;
- წარმოებულია ჩინეთში.
Electrolux EW7WR447W
სარეცხი მანქანა ელექტროლუქსი აღჭურვილია რეცხვის 14 პროგრამით , მათ შორის: დელიკატური ქსოვილების, სპორტული ტანსაცმლის, მძიმე ქურთუკების, ჯინსისა და ა.შ. თუ ბარაბანი სრულად არ არის დატვირთული, ეკრანზე შეიძლება შემცირდეს რეცხვის დრო. ავტომატიზაცია თავად აკონტროლებს წყლისა და ქაფის დონეს. 1 ციკლის განმავლობაში კი 92 ლიტრამდე წყალი იხარჯება.
ტექნიკური მახასიათებლები:
- კორპუსის ზომები 60x57x85 სმ;
- ბარაბნის ტევადობა 7 კგ;
- ბარაბნის ბრუნვის სიჩქარე 1400 rpm.
დადებითი:
- ანტიალერგიული საფარი;
- გაჟონვისგან დაცვა;
- გადადებული დაწყება 20 საათის განმავლობაში;
- თხევადი სარეცხი საშუალებებისთვის გათვალისწინებულია ცალკე განყოფილება;
- ენერგეტიკული კლასი - A.
მინუსები:
- ბარაბანის ხმამაღალი ტრიალი - 76 დბ;
- რეცხვის დაწყების შემდეგ, დავიწყებული ნივთების დამატება შეუძლებელია;
- NTC სენსორი პერიოდულად იშლება, რის გამოც სარეცხის საშრობი წყვეტს მუშაობას.
პოპულარული მოდელები