გაიუმჯობესეთ ცხოვრების ხარისხი!

გაინტერესებთ, როგორ მუშაობს ინჰალატორები და ვინ არიან მისი მომხმარებლები?

მილიონობით ადამიანი იყენებს ინჰალატორს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ზოგიერთისთვის სიცოცხლის შენარჩუნების ერთადერთი საშუალებაა, ზოგიერთვის კი უბრალოდ შვების მოტანა და გართულებული ცხოვრების შემსუბუქება შეუძლია. ინჰალატორზე დამოკიდებულმა ადამიანმა, ზუსტად იცის, რომ ხელჩანთის ქვედა ნაწილში, ყოველი შემთხვევისთვის სულ თან უნდა ჰქონდეს ინჰალატორი.

ინჰალატორის მეშვეობით, პირდაპირ ფილტვებში აღწევს მედიკამენტები. თავისთავად ცხადია, რომ ისინი გამოიყენება იმ მდგომარეობისთვის, როდესაც ფილტვებზე ზემოქმების მოხდენაა საჭირო. ყველაზე გავრცელებული დაავადება, რომლის დროსაც ხდება ინჰალატორის გამოყენება არის ასთმა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (COPD).

ინჰალატორის გამოყენებით, წამალი აღწევს პირდაპირ იმ ადგილას, სადაც საჭიროა და ამის გამო, მხოლოდ მცირე რაოდენობითაა საჭირო მედიკამენტის მიღება, ვიდრე ამავე მედიკამენტს ჩვენ ტაბლეტის სახით მივიღებდით. ეს ნიშნავს ნაკლებ გვერდით მოვლენებს და უფრო ეფექტურ მკურნალობას - მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ სწორად მივიღებთ.

ასთმა, ასთმის ხიხინი და ხველა, აწუხებს 20-დან ერთ მოზრდილსა და 10-დან ერთ ბავშვს. ნებულაიზერის რეგულარული გამოყენების აუცილებლობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მწვავე და ხშირია თქვენი სიმპტომები. მაგალითად, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს, თქვენ უნდა მიიღოთ მხოლოდ შემამსუბუქებელი წამალი, მაქსიმუმ რამდენიმე დღეში ერთხელ და განაგძოთ ცხოვრება სრულიად ნორმალური ცხოვრებით. ამ დაავადების მიმდიანრეობისას, თუ თქვენ რეგულარულად გამოიყენებთ ინჰალატორს, შესაძლებელია გამოიმუშავოთ ვარჯიშის უნარიც. ინჰალაციური მედიცინა თქვენ იმ შემთხვევაშიც გამოგადგებათ, თუკი თქვენი ფილტვები ისეთი ჯანმრთელი აღარ არის, როგორც ადრე - ახალგაზრდობაში.

სასუნთქი გზების ინჰალატორები, ხსნიან სასუნთქი გზების, ასთმისა და ქროსნიკული დაავადებით გამოწვეულ გართულებებს. ეს ნიშნავს, რომ ჰაერი უფრო თავისუფლად მიეწოდება თქვენს ფილტვებს და თქვენ გრძნობთ რეალურ პროგრესს - გიუმჯობესდებათ სუნთქვა.

ინჰალატორები, მოხმარებიდან რამდენიმე წუთში იწყებენ მუშაობას, თუმცა, ეფექტი, ჩვეულებრივ, მხოლოდ რამდენიმე საათს გრძელდება.  თუ ასთმა კარგად კონტროლდება, მხოლოდ დროდადრო უნდა დაგჭირდეთ გამაყუჩებელი ინჰალატორი - ისიც ვარჯიშის ან გაციების დროს.

ინჰალატორების საუკეთესო მწარმოებლების გამორჩეული და დაბალბიუჯეტური მოდელები ჩვენს წინა ბლოგში მიმოვიხილეთ, დაინტერესების შემთხვევაში ეწვიეთ ბმულს.

პოპულარული მოდელები