გაიმარტივე საქმიანობა შესაბამისი ნოუთბუქით
September 24, 2019თუ თქვენ ლეპტოპის შეძენას აპირებთ და გსურთ, რომ ის მაქსიმალურად მოერგოს თქვენს გემოვნებას, ამავდროულად კი იყოს მძლავრი და ზუსტად ისეთი, როგორიც გჭირდებათ, მაშინ ეს სტატია ნამდვილად დაგეხმარებათ საუკეთესოთა შორის საუკეთესოს შერჩევაში. ჩვენ წარმოგიდგენთ 2018 წლის 5 საუკეთესო ლეპტოპს.
ასევე გადახედეთ ლეპტოპების ზოგად კატეგორიებს და ნახეთ, რა არჩევანი გაქვთ კომპიუტერული ტექნიკის მაღაზიებში.
1. Huawei MateBook X Pro
- ეკრანი - 13.9 ინჩიანი 3K (3,000 x 2,080)
- პროცესორი - Intel-ის მე-8 თაობის i5 / i7
- გრაფიკული დამაჩქარებელი - Intel UHD Graphics 620 , Nvidia GeForce MX150 2GB GDDR5
- ოპერატიული მხესიერება - 8GB / 16GB
- შიდა მეხსიერება - 512GB SSD
Huawei-ის უახლესი ლეპტოპი , MateBook X Pro წარმოდგენილია კარგი ანაწყობის ხარისხით, თხელი დიზაინითა და თითქმის უჩარჩო გასაოცარი სენსორული ეკრანით. ის აღჭურვილია თითის ბიომეტრიული სკანერითა და მოძრავი კამერით.
ბატარიის ხანგრძლივობა კონკურენტ ბრენდებთან შედარებით საკმაოდ კარგია. სამწუხაროდ მას არ გააჩნია SD Card სლოტი. სამაგიეროდ ეს არის ლეპტოპი მისაღებ ფასად, რომელიც შესაბამის ხარისხს მოგცემთ.
2. Dell XPS 13
- ეკრანი - 13.3-ინჩიანი FHD (1,920 x 1,080) / 4k (3840 x 2160)
- პროცესორი - Intel-ის მე-8 თაობის i5 / i7
- გრაფიკული დამაჩქარებელი - Intel UHD Graphics 620
- ოპერატიული მხესიერება - 8GB / 16GB
- შიდა მეხსიერება - 256GB / 1TB SSD
Dell-ის აღნიშნულმა მოდელმა მეორე ადგილი დაიკავა, თხელი კორპუსით, თითქმის უჩარჩო 4K ეკრანითა და მაღალი ტექნიკური მახასიათებლებით. მართალია ის საკმაოდ ძვირია, მაგრამ მერწმუნეთ ნამდვილად შეესაბამება ანაწყობი, ხარისხი და სიმძლავრე აღნიშნულ ფასს. სამწუხაროდ ფასი ფერების მიხედვით იცვლება. Dell XPS 13 წარმოდგენილია შავ, ოქროსფერ და თეთრ ფერში.
3. Apple Macbook Pro
- ეკრანი - 13.3 ინჩიანი (2,560 x 1,600) IPS
- პროცესორი - Dual-core Intel Core i5 / i7
- გრაფიკული დამაჩქარებელი - Intel Iris Plus Graphics 640 / 650
- ოპერატიული მხესიერება - 8GB / 16GB
- შიდა მეხსიერება - 256GB / 1TB PCIe 3.0 SSD
თუ თქვენ Apple-ის უახლესს, საუკეთესო, ლეპტოპს ეძებთ, Macbook Pro თქვენთვისაა. იგი წარმოდგენილია დახვეწილი დიზაინით, ინოვაციური დამატებითი ეკრანით, თითის ბიომეტრიული სკანერით და ერთ-ერთი საუკეთესო IPS ეკრანით.
მიუხედავად იმისა, რომ Dell XPS 13 აღნიშნული მოდელის უფრო იაფი ალტერნატივაა, თუ თქვენ ხართ Apple-ის ეკოსისტემის მომხმარებელი Macbook Pro საუკეთესო არჩევანი იქნება თქვენთვის.
4. MSI GS65 Stealth
- ეკრანი - 15.6 ინჩიანი FHD (1,920 x 1,080) anti-glare, wide-view 144Hz panel
- პროცესორი - Intel Core i7
- გრაფიკული დამაჩქარებელი - Nvidia GeForce GTX 1070 (8GB GDDR5X VRAM, Max-Q)
- ოპერატიული მხესიერება - 16GB
- შიდა მეხსიერება - 512GB M.2 SSD
MSI GS65 Stealth წარმოადგენს საუკეთესო Gaming ლეპტოპს, რომელიც განკუთვნილია მაქსიმალური გრაფიკული დატვირთვისთვის. მიუხედავად მისი სიძლიერისა, ის წარმოდგენილია საკმაოდ დახვეწილი, კომფორტული და თხელი დიზაინით.
ის აღჭურვილია Nvidia GTX 1070 ვიდეო ამაჩქარებლით, რომელიც არც ერთ Gamer-ს არ გაუცრუებს იმედებს. შესაბამისად აღნიშნულ მოდელს ახასიათებს გასაოცარი პერფორმანსი, როგორც თამაშებში, ისე სამუშაო პროგრამების გამოყენებისას, მაგრამ თხელი დიზაინის გამო, მისი გაგრილება სათანადოდ ვერ ხერხდება.
5. Lenovo Yoga Book
- ეკრანი - 10.1 ინჩიანი FullHD IPS
- პროცესორი - Intel Atom x5-Z8550
- გრაფიკული დამაჩქარებელი - Intel Atom
- ოპერატიული მხესიერება - 4GB
- შიდა მეხსიერება - 64GB SSD 128GB-მდე microSD-ით გაზრდის შესაძლებლობით
აღნიშნულმა მოდელმა მე-5 ადგილი დაიკავა, Lenovo Yoga Book წარმოადგენს კეცვად მინი ლეპტოპს, ორი გასაოცარი სენსორული ეკრანით, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია კლავიატურადაც. ის წარმოდგენილია საკმაოდ დახვეწილი თხელი დიზაინითა და კარგი ანაწყობის ხარისხით.
მუშაობს Android 6.0 საოპერაციო სისტემაზე და იდეალურია მათთვის, ვინც ეძებს ლეპტოპს სხვადასხვა მცირე სამუშაოს შესასრულებლად, როგორიცაა ვიდეოების ყურება, სხვადასხვა ჩანახატების შექმნა ან თუნდაც საოფისე პროგრამებთან სამუშაოდ. სამწუხაროდ Lenovo Yoga Book ვერ შეასრულებს რთულ და მძიმე ოპერაციებს, რაც მის ფასზეც აისახება და შეიძლება ითქვას იდეალურია მაშინ, როცა ლეპტოპები იაფად გსურთ იყიდოთ .
პოპულარული მოდელები