ეპილატორის ტიპები
August 20, 2019ეპილატორი ქალის სილამაზის არსენალში ერთ-ერთი აუცილებელი ნივთია. თუმცა როგორ მუშაობს ის, და რა განსხვავებები არსებობს? შევეცდებით ამ ბლოგპოსტში პასუხი გავცეთ ამ კითხვებს.
ეპილატორები, (მათ შორის სახის ეპილატორიც ) ერთი და იგივე პრინციპით მუშაობს. ბრენდებმა არ დაგაბნიოთ, მაგალითად Phillips ეპილატორი და ბრაუნის ეპილატორი - ორი ერთი და იგივე სისტემაზე მომუშავე ინსტრუმენტია.
ეპილატორი არის ელექტრული მოწყობილობა რომლის ძირითადი დანიშნულებაა მოაშოროთ თმა მექანიკურად რამდენიმე თმის მოჭიდებით და მათი ამოძრობით.ეპილატორების ზოგადი მუშაობის პრინციპი ცვილის პრინციპს გყავს, იმ სხვაობით რომ ცვილის პროცესის დროს ზიანდება ეპიდერმისის (ანუ კანის) ზედა ფენა - ეპითელიუმი. ზამბარაზე დაფუძნებული ძველი ტიპის ეპილატორების შემდეგ თაობაში ამ მოწყობილობებს არ აქვთ ისეთი ნაწილები რომლებიც რეგულარულ ცვლად მოითხოვს.
ტიპები მრავალმხრივი შეიძლება იყოს - კაბელით, ელემენტით დატენვის ფუნქციის ან მის გარეშე. შეიძლება გამოიყენებოდეს სველ ან მშრალ ზედაპირზე. ასევე შეიძლება მოჰყვებოდეთ თავები რთულად მისაღწევი ადგილების ეპილაციისთვის, ან კანიდან ცხიმების გამოდევნისთვის ეპილაციამდე ან მის შედმეგ.
ეპილაცია შეიძლება მტკივნეულიც იყოს, რადგან ცვილის პროცესის (ვაქსინგი waxing) მსგავსად თმის ამოგლეჯვის პროცესს მოიცავს. განსაკუთრებით პირველი ეპილაციის პროცესი შეიძლება იყოს მტკივნეული, ამიტომ ზოგი ქალბატონი პირველ პროცესად ვაქსინგს იყენებს, და შემდგომ გადადის უკვე ეპილატორით სარგებლობაზე.
თუ ტკივილი ძალიან ძლიერია, შესაძლებელია წინასწარ წავისვათ გამაყუჩებელი კრემი, რომელიც ტკივილს მნიშვნელოვნად შეამცირებს. ასევე სველი კანიდან ეპილაცია ძირითადად უფრო ნაკლებ ტკივილთან არის კავშირში. ეპილატორის სიჩქარის კლებამ ასევე შეიძლება ტკივილის სიმძლავრე შეამციროს.
ზამბარის ტიპის ეპილატორები
ამ ტიპის ეპილატორები პირველად ებრაულმა კომპანია Epilady-მ შექმნა 1986. მოწყობილობა შედგებოდა ორი ზამბარისგან, რომლების მოძრაობისას მათი ზედაპირები ისე ახლოს მიდიოდა ერთმანეთთან რომ შუაში მოქცეულ ნივთს (თმას ჩვენს შემთხვევაში) ითრევდა. ამ მოძრაობის შედეგად თმა იჭედებოდა ზამბარებში და სცილდებოდა კანს.
რადგან ზამბარები მუდმივად მოძრაობაში იყვნენ და ზეწოლის ქვეშ, ისინი ცალკე იყიდებოდნენ და საკმაოდ ხშირად იყო მათი შეცვლა საჭირო.
დღეს ზამბარის ტიპის ეპილატორების ერთ-ერთი ვერსია არსებობს სახის ეპილატორების კუთხით. ეს მოწყობილობები ელექტრული აღარ არიან, არამედ მექანიკურად ფუნქციონირებენ. ინსტრუმენტი ადამიანს მიაქვს სახის იმ ნაწილთან სადაც უნდა რომ თმა მოიშოროს, და ხელით ამოძრავებს სახელურს, რაც შესაბამისად იწვევს ზამბარების მოძრაობას და თმის მოშორებას.
გამოძირკვის/ამოძრობის (Tweezer) ტიპის ეპილატორები
ზამბარის ტიპის ეპილატორების შემდეგ უკვე შემდეგი თაობა დისკური ტიპის ეპილატორები იყო. მისი წინა ვერსიასთან მსგავსებისა და პატენტის პრობლემების გამო, ეს ვერსია მალევე შეიცვალა და გადავიდა უკვე ტვიზერის ტიპის ეპილატორებში (იმაში რასაც დღეს ასე აქტიურად იყენებს მოსახლეობა).
ამ ტიპის ეპილატორების პლასტმასის თავში არასრული დისკებია ჩამონტაჟებული, და ყოველი თითო ბრუნისას ეს დისკები მოდიან ერთმანეთთან შეხებაში და შემდგომ ისევ ცალკევდებიან. შედეგად დისკების შეხების მომენტისას თმა მასში იჭედება და იძირკვება, ხოლო შემდგომ უკვე განთავისუფლების მომენტისას თმა შორდება დისკებს. შედეგად შესაძლებელია პერმანენტული თმის დაჭერა, ამოძირკვა და მისგან განთავისუფლება სრული პროცესის მანძილზე, ეპილატორის კანზე გადაადგილების დროს.
თუ თმა ძალიან ძლიერია, ის ამოძირკვის ნაცვლად შეიძლება გაწყდეს. კანის ზედაპირთან ახლოს შუაში გაწყვეტილმა თმამ შეიძლება გაპარსვის შეგრძნება გამოიწვიოს, თუმცა მათი განლაგება კანზე ბევრად ცოტაა, რადგან სხვა თმები მათ გარშემო ამოძირკვულია. ვაქსინგის მსგავსად ეპილატორის შედეგად მოშორებული თმის ზრდის ციკლი მცირეა, და განმეორებითი განაზარდის ეპილაცია ასევე ძალიან ადვილია, და გაწყვეტილი თმების პროპორციაც ძალიან იკლებს.
ფილიპსისა და ბრაუნის ეპილატორების უმეტესობა სწორად ამ ტიპს მიეკუთვნება, თუმცა ხშირ შემთხვევაში მათი გამოყენება სველ ზედაპირზე შეიძლება (მაგ. Phillips HP6420, HP6422, HP6428 00, HP 6549 00, HP6422/01, GP6553 00)
სველი გამოყენების ეპილატორები
სველი გამოყენების ეპილატორები სტანდარტული ტვიზერის ტიპის ეპილატორებია, რომლების დიზაინიც ისეა მომზადებული რომ წყალმა არ შეაღწიოს მნიშვნელოვან ელექტრულ ნაწილებთან და შესაბამისად მათი გამოყენება სისველეშიც შესაძლებელი იყოს (მაგ. Braun Silk-Epil). ზოგიერთი მათგანი უშუალოდ შხაპის დროსაც შეიძლება გამოიყენოთ.
ისურვე გთავაზობთ სპეციალურ კატეგორიას, სადაც ეპილატორები ყველაზე იაფად იყიდება.
სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გადახედოთ ბლოგსაც იმის შესახებ, თუ როგორ შეიძინოთ ისურვეზე ეპილატორები ფასდაკლებით .
პოპულარული მოდელები