ელექტრო საპარსი და მექანიკური წვერსაპარსი
August 20, 2019ელექტრო საპარსი ჯობია თუ მექანიკური წვერსაპარსი (aka <ბრიტვა>)? უფრო ლიტერატურულად ეს კითხვა ასე ჟღერს - მშრალი პარსვა ჯობია თუ სველი პარსვა? ამ კითხვას მამაკაცები დიდი ხანია სვამენ, მას შემდეგ რაც ..., რაც ელექტრო წვერსაპარი გამოიგონეს.
ორივე საპარსი თავის ფუნქციას - მოაშოროს მამაკაცს სახიდან თმა - წარმატებით ართმევს თავს. მამაკაცისთვის წვერის მოვლა და გაპარსვა მოწესრიგების აუცილებელი რიტუალია. რადგან ორივე ტიპის მოწყობილობა - ელექტრო საპარსიც და მექანიკური წვერსაპარსიც ფრიად ეფექტურია, ხშირად სხვაობა მხოლოდ გემოვნებაზე დაიყვანება. რომელი უფრო კომფორტულია ხშირად დამოკიდებულია თქვენი თავის მოვლის ჩვევებსა და მოლოდინებზე. ჩვენ შევეცდებით ცოტათი დაგეხმაროთ სწორი არჩევანის გაკეთებაში.
რა სხვაობაა ელექტრო საპარსსა და მექანიკურ წვერსაპარს შორის?
ფუნდამენტური სხვაობა არის იმაზე თუ თითოეული მათგანი თმას როგორ ჭრის. მექანიკურის შემთხვევაში ერთი ჩამოსმით, ცალმხრივად იჭრება თმა, მაშინ როდესაც ელექტრო წვერსაპარსის დროს თმა ორ ბასრ პირს შორის ექცევა.
სველი პარსვის მეთოდი - ჰისტერეზისის ეფექტი.
როდესაც სველ საპარსს რამდენიმე თავი აქვს, ეს იწვევს ე.წ. ჰისტერიზისის ეფექტს. ეს ნიშნავს რომ საპარსის პირველი თავი როდესაც მოედება თმას, გარდა იმისა რომ უბრალოდ ჭრის მას, ასევე მცირედით გამოქაჩავს მას კანიდან, მაშინ როდესაც მის შედეგი თავი უკვე უფრო ამოწეულ თმას ჭრის.
ელექტრო საპარსის მუშაობის პრინციპი
ელექტრულ წვერსაპარსს ორი ნაწილი აქვს თმის მოსაჭრელად. თხელი, პერფორირებული მეტალის ფენა, და ქვემჭრელი - მცირე ზომის სამართებლების ერთიანობა რომლებიც დიდი სისწრაფით მოძრაობენ ორივე მიმართულებით. მცირე, პერფორირებული ნახვრეტები, რომლებიც ერთი მხრიდან რბილიამ მეორე (შიდა მხარეს) ბასრია და მეორე სამართებლივით ოპერირებს.
გარდა ამისა, ელექტრო საპარსის პირველი ფენა იწვევს კანის ტალღისებურ ეფექტს, თმის ფულიკულიდან უფრო გადაწევს კანს და თმა უფრო მეტად გამოდის სივრცეში. მისი მოჭრით მიიღება მექანიკური საპარსის მსგავსი ეფექტი - თმა ზედაპირზე კი არა, სიღრმეშია მოჭრილი.
ელექტრო საპარსები ორი ტიპის არსებობს - როტარული და ხაზოვანი (linear). დამატებით, გაეცანით პოსტს: როგორ შევარჩიოთ წვერსაპარსი .
ორივე სისტემა იყენებს ფენას რომელიც კანთან შედის კონტაქტში, მაშინ როდესაც ქვემჭრელი მოძრაობს მის უკან. ძირითადი სხვაობა არის ქვემჭრელის მოძრაობის მიმართულებაში.
რომელია სწორი საპარსი ჩემთვის - რადგან ეფექტი ორივე შემთხვევაში მსგავსია, არჩევანი რეალურად თქვენს გემოვნებაზე და სიმარტივეზეა დამოკიდებული. გაითვალისწინეთ - ახალი ტიპის პარსვის რეჟიმზე მიჩვევისთვის კანს მიახლოებით ერთი თვე მაინც სჭირდება.
მნიშვნელოვანია ბრენდიც, შეგახსენებთ, რომ ისურვეზე ფილიპსის წვერსაპარსები ძალიან დიდი ფასდაკლებით ან განვადებით შეგიძლიათ იყიდოთ.
პოპულარული მოდელები