ხშირად დასმული კითხვები გასაბერი აუზების შესახებ

გასაბერი აუზების მიმართ არსებული დიდი მოთხოვნის გამო, საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესოა მომხმარებელთა მიერ მათ შესახებ დასმული კითხვები, რომლებიც ერთ ბაზაში გვაქვს გაერთიანებული და გადაწყვიტეთ, დღეს ის თქვენც წარმოგიდგინოთ:

1. მოყვება თუ არა ნასოსი გასაბერ აუზებს?

არა, როგორც წესი ნასოსები (ჰაერის კომპრესორები) ცალკე იყიდება და მათი შეძენა ჩვენს მაღაზიაშიც შეგიძლიათ. თუმცა დიდად აუცილებელიაო რომ გითხრათ, მოგატყუებთ, მათი გაბერვა სტანდარტული მანქანის ნასოსითაც უმარტივესია, რაც ძალიან ბევრ ოჯახში ისედაც არის, ან სამეზობლოში მარტივად იშოვება.

2. ადგილზე მიტანა უფასოა ნებისმიერ შემთხვევაში?

დიახ, ისურვე.ჯი-ზე გასაბერი აუზები ადგილზე მიტანით იყიდება და ფასი ნულოვანია ნებისმიერი ზომის ან ქალაქისა თუ სოფლის შემთხვევაში. მათ შორის მაშინაც, თუ კურიერთან ანგარიშსწორება გსურთ, მაგრამ მოტანისას თანხის გადახდას გადაიფიქრებთ.

3. სჭირდება თუ არა გასაბერ აუზებს რაიმე სპეციალური დასადგმელი ზედაპირის მოწყობა?

არა არ გახლავთ აუცილებელი. ის ნებისმიერი მასალისა თუ ტიპის მაქსიმალურად სწორ (!) ზედაპირზე შეგიძლიათ განათავსოთ.

4. შემიძლია თუ არა აუზი ბოლომდე გავავსო?

ზოგადად, რეკომენდირებული მათი სრული მოცულობის 80%-მდე გავსება გახლავთ, თუმცა ზოგიერთი მომხმარებელი ბოლომდე ავსებს და ამით განსაკუთრებული პრობლემა არ იქმნება.

5. რა სიხშირით უნდა შევცვალოთ წყალი?

გააჩნია მოხმარების სიხშირეს და ფილტრისა და ქიმიკატების გამოყენებას. თუ სტანდარტულად, დღეში რამდენიმე საათის მანძილზე მანძილზე მოიხმართ და აუზსაც ფილტრი აქვს, რაიმე განსაკუთრებული დაბინძურების არარასებობის შემთხვევაში წყლის შეცვლა მაქსიმუმ თვეში ერთხელ დაგჭირდებათ.

6. რა არის ქიმიკატები და უნდა გამოვიყენოთ თუ არა ისინი?

უცნაურად ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში ქიმიკატებით წყლის სისუფთავის დამცავ საშუალებებს მოიხსენიებენ, რომლებსაც ბესტვეი ცალკე აწარმოებს და საკმაოდ იაფი ღირს. მათი გამოყენება წყლის დაბინძურებას შეამცირებს და ასევე დაიცავს ფილტრს და თავად აუზს. თუ მათ არ იყენებთ, მაშინ წყლის ცვლა აუზში 2 კვირაში ერთხელ მაინც გახლავთ რეკომენდირებული.

7. უნდა ავიღოთ თუ არა აუზი ზამთარში?

დიახ, გირჩევთ აუზი ზამთრობით მშრალ ადგილზე შეინახოთ, ვინაიდან ცივმა ამინდმა შესაძლოა მისი კედლები დააზიანოს. შენახვამდე ის კარგად გარეცხეთ.

8. როგორ შევარჩიოთ გასაბერი აუზი?

ამისთვის შეგიძლიათ 4 სხვადასხვა მეთოდი გამოიყენოთ:

  • ეწვიოთ ჩვენს საიტს და დაათვალიეროთ შესაბამისი კატეგორია, ნახოთ სპეფიციკაციები, ფასები და შეარჩიოთ სასურველი;
  • ნახოთ მომხმარებელთა მიმოხილვები გუგლსა და ფეისბუქში და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღოთ;
  • გადახედოთ ჩვენს სტატიას, 4 ყველაზე პოპულარული გასაბერი აუზის შესახებ ;
  • ან უბრალოდ, კარგად შეისწავლოთ ისურვეს ბლოგი, აქ უამრავ საჭირო რჩევას აღმოაჩენთ ამ საკითხთან დაკავშირებით.

პოპულარული მოდელები