2020 წლის საუკეთესო გაზქურები
October 12, 2020როცა საქმე სამზარეულო ტექნიკას ეხება, გვერდს ვერ ავუვლით გაზქურებს, რომლებიც ყოველთვის იყო პოპულარული არჩევანი და დღემდე ასეა. შეფ-მზარეულების უმეტესობას გაზქურებთან მუშაობა განსაკუთრებით უყვარს, რადგან ღია ალი კულინარიური შედევრების თვალსაზრისით დიდ მოქნილობას უზრუნველყოფს.
გაზის ალის წყალობით, შეგიძლიათ ატრიალოთ ტაფა, მოამზადოთ კომფორტულად საკვები და ისიამოვნოთ იმ მაღალი ტემპერატურით, რომელსაც გაზქურა წარმოქმნის.
დღევანდელ ბლოგში წარმოგიდგენთ საუკეთესო გაზის ღუმელების არჩევანს , რომლებიც შეგიძლიათ ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის საიტზეც იპოვოთ.
Gorenje GI 5321 XF
გაზქურა გორენიეს ეს მოდელი განკუთვნილია მათთვის, ვისაც საკმარისი ფული აქვს . სამზარეულო ტექნიკა აღჭურვილია ოთხი ქურით, ფართო 67 ლიტრიანი ღუმელითა და თანამედროვე შესაძლებლობებით.
აქვე გათვალისწინებულია მოსახერხებელი სათავსო სამზარეულოს ტაფებისა და ქვაბების შესანახად. ტექნიკის კიდევ ერთი უპირატესობაა ელექტრო ანთების სისტემა. ღუმელი მუშაობს მხოლოდ ბუნებრივ აირზე.
მახასიათებლები:
- ქურების რაოდენობა - 4 ც;
- ღუმელის მოცულობა - 67 ლ;
- ტაიმერი -არა;
- ბადის (დამჭერების) მასალა - თუჯი;
- ქურების გაზის კონტროლი - დიახ;
- ღუმელის ტიპი - გაზი.
დადებითი მახასიათებლები:
- დიდი ღუმელი;
- საათი ჩვენება.
უარყოფითი:
- მაღალი ღირებულება.
Electrolux EKG 951108 X
Electrolux გაზქურები ხარისხისა და საიმედოობის გარანტიაა . ტექნიკა აღჭურვილია გრილის ფუნქციით, რაც კერძების სრულყოფილ მომზადებაში დაგეხმარებათ და ასევე მოგცემთ იმის საშუალებას, რომ ერთდროულად რამდენიმე კერძი მოამზადოთ.
გაზქურის ქვედა ნაწილში განთავსებულია სათავსო, რომელშიც შეგიძლიათ შეინახოთ სამზარეულოს ჭურჭელი .
მახასიათებლები:
- ქურების რაოდენობა - 4 ც;
- ღუმელის მოცულობა - 51 ლ;
- ტაიმერი - დიახ;
- ბადის (დამჭერების) მასალა - ფოლადი;
- ქურების გაზის კონტროლი - დიახ;
- ღუმელის ტიპი - გაზი.
დადებითი მახასიათებლები:
- გრილი;
- მექანიკური ტაიმერი
Zanussi ZCK 9242G1 X
იტალიური გაზქურა Zanussi ნამდვილად დაიკვეხნის მაღალი ხარისხითა და დახვეწილი დიზაინით. 63 ლიტრის მოცულობის გაზის ღუმელს აქვს გრილის ფუნქცია, ხოლო უკანა განათება ხელს უწყობს მის უკეთეს მუშაობას. ღუმელის კორპუსის ნაწილში განთავსებულია ფართო სათავსო, რომელიც განკუთვნილია ქვაბებისა და ტაფებისთვის.
Zanussi საუკეთესოდ შეეფერება ისეთ სამზარეულოს, სადაც თავისუფალი ადგილი შეზღუდულია: მოწყობილობის კორპუსის სიგანე 50 სმ-ია, ხოლო ელექტრო კაბელის ძებნა და შეძენა არ დაგჭირდებათ, რადგან მოწყობილობის კომპლექტში ისედაც შედის.
მახასიათებლები:
- ქურების რაოდენობა - 4 ც;
- ღუმელის მოცულობა - 63 ლ;
- ტაიმერი - დიახ;
- ბადის (დამჭერების) მასალა - ფოლადი;
- ქურების გაზის კონტროლი - დიახ;
- ღუმელის ტიპი - გაზი.
დადებითი მახასიათებლები:
- დახვეწილი დიზაინი;
- დიდი მოცულობის ღუმელი.
GEFEST 6500-04 0075
მოწყობილობის თავისებურება სწორედ ისაა, რომ 4-ვე ქურის ანთება ხდება ელექტრო სანათების გამოყენება, რომელიც ჩაშენებულია მბრუნავ ღილაკებში. მისი წყალობით, საჭირო აღარ არის ქურების ანთება ასანთის გამოყენებით.
მოდელის ღუმელის ტევადობაა 52 ლიტრი. აქვს გრილის ფუნქცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ მოამზადოთ ძალიან გემრიელი კერძები. ჩამონტაჟებული ტაიმერის არსებობა კი ხელს შეუწყობს საკვების მომზადების კონტროლს. გაზის ღუმელს აქვს განათება, რომელიც საშუალებას მოგცემთ, კარის გაღების გარეშე აკონტროლოთ ღუმელში მოთავსებული კერძი.
მახასიათებლები:
- ქურების რაოდენობა - 4 ც;
- ღუმელის მოცულობა - 52 ლ;
- ტაიმერი - დიახ;
- ბადის (დამჭერების) მასალა - ფოლადი;
- ქურების გაზის კონტროლი - დიახ;
- ღუმელის ტიპი - გაზი.
დადებითი მახასიათებლები:
- ელექტრო ანთება;
- გრილის ფუნქცია.
პოპულარული მოდელები